საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
История AVON
Лаборатория Калифорнийской Парфюмерной Компании в Сафферне

საფერნის ლაბორატორია

(შტატი ნიუ–იორკი), 1897 წელი

მე-19 საუკუნის ბოლოს "კალიფორნიის პარფიუმერულ კომპანიაში" დასაქმებული იყო უკვე 5 ათასი სავაჭრო აგენტი, კომპანიის მასშტაბები იზრდებოდა ყოველწლიურად. კომპანიამ მრავალ ქალს მისცა შესაძლებლობა მიეღოთ სოლიდური შემოსავალი პარფიუმერული პროდუქციის გაყიდვის გზით. 1897 წელს ნიუ იორკის შტატის ქალაქ საფერნში კომპანიამ ჩამოაყალიბა საკუთარი ლაბორატორია, სადაც შრომობდა ათეულობით ადამიანი. უკვე 1899 წელს გაჩნდა საჭიროება ლაბორატორიის ერთიორად გაფართოების, ხოლო გასული საუკუნის 20-იან წლებში ლაბორატორია გაიზარდა 20-ჯერ. დღეს - ეს არის მოწინავე მეცნიერულ-კვლევითი ცენტრი, რომელიც აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე მოწყობილობებით.

საფერნის ლაბორატორიაში მუშაობს 300-ზე მეტი წარმატებული სპეციალისტი და მეცნიერი: ბიოქმიის, ფარმაკოლოგიის, მოლეკულური მოდელირების, ბაქტერიოლოგიის და სხვა კოსმეტოლოგიური მიმართულებებით. ყოველწლიურად AVON-ის ლაბორატორიაში იქმნება 1000-მდე ახალი პროდუქტი, აქედან უმეტესობა იქცა უნიკალურ აღმოჩენად კოსმეტოლოგიის დარგში.

Первые продавцы-консультанты Калифорнийской парфюмерной компании

კალიფორნიის პარფიუმერული კომპანიის პირველი წარმომადგენლები.
1917 წელი

1915 წელს "კალიფორნიის პარფიუმერულმა კომპანიამ" დაიმსახურა ოქროს ჯილდო Panama-Pacific-ის გამოფენაზე პროდუქციის მთელი ასორტიმენტის მაღალი ხარისხისა და შესაფუთი დიზაინისათვის. დღესდღეობით პროდუქციის 100%-იანი ხარისხის გარანტია რჩება კომპანიის სავიზიტო ბარათად. გასული ასწლეულის დასაწყისში კომპანია სწრაფად და წარმატებით ვითარდება გეოგრაფიული საზღვრების გაფართოებისა (1914 წელს იხსნება წარმომადგენლობა კანადაში) და შემოთავაზებული პროდუქციის ასორტიმენტის ზრდის გზით (1906 წელს პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს 117 დასახელებას).სახელი "კალიფორნიის პარფიუმერული" უკვე აღარ ასახავდა კომპანიის ბიზნესის შინაარსს. დევიდ მაკკონელ-უმცროსი, რომელიც ხელმძღვანელობდა კომპანიას მამის გარდაცვალების შემდგომ, მოგვიანებით კომპანიას არქმევს AVON-ს მამის ხსოვნის საპატივცემულოდ, რომელიც უილიამ შექსპირის შემოქმედების თაყვანისმცემელი გახლდათ. სახელი მოდის ქალაქიდან, სადაც დაიბადა ცნობილი ინგლისელი დრამატურგი, სტრეტფორდი-ეივონზე. .
12345