საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
История AVON
Рекламная кампания Дин-дон, в дверь звонит AVONРекламная кампания Дин-дон, в дверь звонит AVON
AVON-ის განვითარება ვერ შეაჩერა დიდმა დეპრესიამაც, ამ პერიოდში კომპანიის ბრუნვა რამოდენიმეჯერ გაიზარდა. დევიდ მაკკონელ-უმცროსის გარდაცვალების შემდგომ 1946-ს კომპანია AVON-ის აქციები გაიყიდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. AVON-ის ისტორიაში დადგა ახალი ერა. სარეკლამო კამპანია "დინ-დონ, კარებზეა AVON-ი" (Ding-Dong Avon Calling), რომელიც გაგრძელდა 1954-დან 1967 წლის ჩათვლით, ცნობილია ,როგორც ერთერთი ყველაზე გრძელვადიანი და წარმატებული სარეკლამო კამპანია მსოფლიოში. 1957 წელს კომპანია ითვლიდა უკვე 100 ათას წარმომადგენელს. ამ პერიოდში AVON-ი გამოდის მსოფლიო ბაზრების ასპარეზზე. 70-80 იან წლებში საგრძნობლად გაიზარდა დასაქმებული ქალების რიცხვი, შესაბამისად დადგა საკითხი, რომ პირდაპირი გაყიდვების სისტემა კარგავს თავის ეფექტურობას. კომპანიის ხელმძღვანელობა ცდილობს წინ აღუდგეს ნეგატიურ ტენდენციებს და ახდენს სხვა ფირმების შესყიდვას, მაგალითად "ტიფანი"-ს საიუველირო სახლი. თუმცა უახლოეს დროში კომპანიაში მიიღება სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება: ძალების სრულად მიმართვა პირველ რიგში კოსმეტიკური საშუალებების რეალიზებაზე და პირდაპირი გაყიდვების მეთოდის ძირეული პრინციპების გამოცოცხლებაზე.
1988 წელს კომპანია AVON-ის პრეზიდენტია და გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებს ჯეიმს პრესტონი. თავის ძირითად ამოცანად იგი თვლიდა "საწყისებთან დაბრუნებას". იგი ასევე გახდა ინიციატორი, რომ ცვლილებები შესულიყო კომპანიის ადმინისტრაციულ წყობაში. იმ პერიოდში ყველა ხელმძღვანელობითი პოზიცია ეკუთვნოდა მამაკაცებს. ამიერიდან პრესტონი ხელმძღვანელობით პოზიციებზე იწვევდა ნიჭიერ და მიზანდასახულ ქალბატონებს. "მე ვისწრაფი იმისკენ, რომ მინიმუმ 50% მაღალი თანამდებობებისა დაიკავონ ქალებმა",- განაცხადა პრესტონმა.
12345