საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
Ароматы AVON Вопросы - ответы
ხშირად დასმული შეკითხვები
რატომ ესაჭიროება კანს სხვადასხვა ტიპის გამწმენდი საშუალებები დილას და საღამოს?
ღამის განმავლობაში კანი წარმოქმნის ცხიმს, მასზე ასევე ჩნდება კანის მკვდარი უჯრედები, დილით აუცილებელია კანის განახლება და გათავისუფლება ზედმეტი ცხიმისა და მკვდარი უჯრედებისგან.
დღის განმავლობაში კანი ბინძურდება, საღამოს აუცილებელია კანიდან დაგროვილი ჭუჭყის და მაკიაჟის ნარჩენების მოშორება, რომ მივცეთ კანს ღამით აღდგენის საშუალება.
რატომ ესაჭიროება კანს სხვადასხვა ტიპის დამატენიანებელი საშუალებები დილას და საღამოს?
დღის მანძილზე კანს ესაჭიროება სათანადო დაცვა და კვება, ღამის განმავლობაში კანს ესაჭიროება აღდგენა და ღრმა დატენიანება. სწორედ ამიტომ,დღისით და ღამით გამოიყენება კანის დატენიანების ერთმანეთისგან განსხვავებული საშუალებები.
როგორ წავისვათ კანის მოვლის საშუალებები?
I ეტაპი – სათანადოდ გაიწმინდეთ კანი სათანადო გამწმენდით
II ეტაპი – კრემის მცირე რაოდენობა წაისვით სახის კანზე, შუა თითის, არა თითისა და ნეკა თითის მეშვეობით შიგნიდან გარეთ, ისე რომ არ მოგიხვდეთ კრემი თვალის გარშემო კანზე.
III ეტაპი – არ დაგავიწყდეთ კრემის გამოყენება კისრის მიდამოებში
რამდენად მავნებელია კანისთვის, ქიმიური პილინგის პროცედურა?
ქიმიური პილინგი კეთდება კოსმეტოლოგების და დერმატოლოგების მიერ, გლიკოლის მჟავის გამოყენებით, ღრმა პილინგის დროს, ეს პროცედურა შესაძლოა საზიანო გახდეს კანისთვის, თუმცა გლიკოლის მჟავის შემცველობით დამზადებული კანის მოვლის საშუალებები, ამ ნივთიერებას ისეთი დოზით შეიცავენ რომ არანაირად არ წარმოადგენენ საშიშროებას კანისთვის.
თვალის გარშემო კანი ხშირად შესიებული და შემუქებული მაქვს, რატომ?
თვალის გარშემო კანი, განსაკუთრებით ნაზი და მგრძნობიარეა, ამიტომ იგი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, არ შეიძლება თვალის გარშემო, კანის მოვლის ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენება, თვალის გარშემო კანზე მხოლოდ მისთვის განკუთვნილი სპეციალური მოვლის საშუალება უნდა გამოიყენოთ.
რამდენად ხშირად შეიძლება სახის კანის გამწმენდი სკრაბის გამოყენება?
გამოიყენეთ სკრაბი კვირაში 2-ჯერ, არ დაგავიწყდეთ რომ სკრაბით გაწმენდისას გამოიყენოთ თბილი წყალი, სახის კანის ჩამოსაბანად.
სკრაბი და პილინგი – რა განსხვავებაა მათ შორის?
სკრაბი – სახის კანის გამწმენდი საშუალება, მსხვილი გრანულებით, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული გაღიზიანებული კანის შემთხვევაში
პილინგი – სახის კანის გამწმენდი საშუალება, რბილი და პატარა ზომის გრანულებით, გამოიყენება კანის ეფექტური გაწმენდისთვის.
სახის კანის მოსავლელი საშუალებები განსაკუთრებული პირობების დაცვით უნდა შევინახოთ?
განსაკუთრებული პირობები არ არის საჭირო სახის კანის მოსავლელი საშუალებების შესანახად; ოთახის ტემპერატურა: 18 – 22 C უნდა იყოს.
სახის კანის სათანადო მოვლისთვის, საჭიროა თუ არა რომ ვცვალო კანის მოსავლელი საშუალებები, თუ შემიძლია სისტემატურად ერთი და იმავე კრემი გამოვიყენო?
ჩვენ რეკომენდაციას გიწევთ გამოიყენოთ სახის კანის მოსავლელი ის საშუალება, რომელიც ზუსტად მიესადაგება ტქვენს კანს, სახის კანი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ცოცხალი ორგანიზმი, განიცდის ადაპტაციას და ეჩვევა მისთვის სასარგებლო კომპონენტებს. თუკი თქვენ მიხვდებით რომ, სახის კანის მოსავლელი საშუალება ეფექტურია თქვენი კანისთვის, გამოიყენეთ იგი რეგულარულად და ნუ შეცვლით მას. იქიდან გამომდინარე რომ კომპანია AVON, ქმნის სახის კანის მოვლის ისეთ საშუალებებს, რომლებიც მიესადაგება სხვადსხვა ტიპის კანს, სასურველია ხანგრძლივი დროის მანძილზე მათი გამოყენება.
როგორ უნდა გამოვიყენო თვალის გარშემო კანის მოსავლელი საშუალება?
წაისვით კრემი თითების წრიული მოძრაობით კანზე თვალის გარშემო, გარედან შიგნით.
როდის უნდა დავიწყო, ასაკის საწინააღმდეგო, კანის მოვლის საშუალებების გამოყენება?
როგორც წესი, 20 წლის ზევით სახის კანზე უკვე ჩნდება, კანის დაბერების პირველი ნიშნები, იმისათვის რომ გარემოს მავნე ზემოქმედებას ხელი შევუშალოთ, კანის დაბერების პროცესის დაჩქარებაში, რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის SPF პილტრიანი სახის კანის მოვლის საშუალებების გამოყენება ყოველდღიურად, უკვე ადრეული ასაკიდან.
ვარ 20 წლის, შემიძლია უკვე ასაკის საწინააღმდეგო კანის მოვლის საშუალებების გამოყენება?
იმ შემთხვევაში თუ თქვენს კანზე შეიმჩნევა ზედაპირული ნაოჭები, მაშინ დროა დაიწყოთ სახის კანის მოვლის საშუალებების გამოყენება სერიიდან Rejuvenate
ვარ 40 წელს გადაცილებული და არასოდეს არ გამომიყენებია, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები, საჭიროა მათი გამოყენება ჩემთვის?
რა თქმა უნდა, თქვენთვის პირდაპირ რეკომენდებულია, სახის კანის მოვლის იმ საშუალებების გამოყენება, რომლებიც სპეციალურად თქვენს ასაკში წარმოქმნილი პრობლემებისთვის არის შექმნილი
არის თუ არა შესაძლებელი რომ სახის კანი, იმდენად მიეჩვიოს ასაკის საწინააღმდეგო საშუალებებს, რომ დროთა განმავლობაში, მათ დაკარგონ ეფექტურობა?
კი შესაძლებელია მოხდეს ასეთი რამ, ამ შემთხვევაში, თქვენ შეცვლით სახის კანის მოვლის საშუალებებს, უფრო ეფექტური პროდუქციით.
რა ჯობია? ერთიდაიგივე კრემის ან სახის კანის მოვლის
საშუალებების გამოყენება, ხანგრძლივი დროის მანძილზე,თუ სახის კანის მოსავლელი საშუალებების ხშირი ცვლა?
ეს დამოკიდებულია თქვენს კანზე, თუ სახის კანის მოვლის საშუალებები, რომელთაც მიმდინარე პერიოდში იყენებთ ეფექტურია და პასუხობს თქვენს მოთხოვნებს, მაშინ არ არის რეკომენდებული მათი გამოცვლა.
40+ ასაკის ქალბატონებმა რომელი სერია უნდა გამოიყენონ?
ნებისმიერი სერიის გამოყენება დამიკიდებულია თქვენს ასაკზე ასევე კანის დაბერების იმ ნიშნებზე რომელიც ასაკთან ერთად აღგენიშნებად. 35 წლის ზემოთ სასურველია გამოიყენოთ სერია Reversalist, იგი გამოიყენება კანის დაბერების შესამჩნევი ნიშნების დროს, თუმცა, 40 წლის ზემოთ როდესაც გამოკვეთილია უკვე ღრმა ნაოჭები და კანი გაუფერულებულია, რეკომენდებულია სერია Ultimate-ის გამოყენება.
რომელ სერიას ვიყენებ 60+ ასაკში
ამ ასაკის ქალბატონებისათვის კომპანიამ შეიმუშავა სერია PLATINUM! სერია შექმნილია სპეციალურად ასაკოვანი კანისთვის და კანის დაბერების იმ ნიშნებისთვის, რომლებიც ვლინდება 55 წლიდან.
ხშირად დასმული შეკითხვები
არის თუ არა საჭირო ზამთარსა და ზაფხულში სხვადასხვა სახის კრემების გამოყენება?
თქვენ შეგიძლიათ ერთი და იგივე პროდუქტის მთელი წლის განმავლობაში გამოყენება.
როგორ და როდის უნდა გამოვი
როგორ და როდის უნდა გამოვიყენო თვალის კრემი?
კანი თვალის გარშემო ძალიან ნაზია და ის განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. თითის ნაზი მოძრაობით წაისვით კრემი თვალის გარშემო. კრემის გამოყენება ზედაპირული ნაოჭების გამოვლენისთანავე დაიწყეთ.
როგორ უნდა გამოვიყენო სახის ელექსირი?
კარგად გაიწმინდეთ კანი და მხოლოდ შემდეგ მიმართეთ ელექსირს, რომლის რაოდენობაც თანაბრად უნდა გადაინაწილოთ მთელს სახეზე. მაქსიმალურად ეფექტური შედეგის მისაღებად წაისვით ელექსირი დღისა და ღამის კრემის გამოყენებამდე.
რა განსხვავებაა კრემსა და ელექსირს შორის?
ელექსირი კრემთან შედარებით უფრო ძლიერ მოქმედია და ის გაცილებით მეტი ინგრედიენტების გამოყენებით არის შექმნილი.
შესაძლებელია თუ არა კრემების სხვადასხვა ხაზიდან გამოყენება?
თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ხაზში წარმოდგენილი პროდუქციის გამოყენება, მაგრამ საუკეთესო შედეგის მისაღებად სასურველია თქვენი კანისთვის შესაფერისი ხაზის დადგენა და პროდუქტების იმავე ხაზიდან გამოყენება.
დასაშვებია თუ არა სტრიებისა და ცელულიტის საწინააღმდეგო კრემების ორსულობის დროს გამოყენება?
მიუხედავად იმისა რომ ANEW-ს მიერ წარმოდგენილ სხეულის მოვლის თითოეულ პროდუქტს გავლილი აქვს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შემოწმება, სასურველია კონსულტაციის გავლა ექიმთან სანამ ორსულობისას მოცემულ პროდუქტებს გამოიყენებთ.
როგორ უნდა მოვუარო კოსმეტიკურ პროდუქციას?
შეინახეთ კოსმეტიკური პროდუქცია მზის სხივებისგან მოშორებით გრილ და მშრალ ადგილას.