საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
Ароматы AVON Вопросы - ответы

ხშირად დასმული შეკითხვები

ხშირად მაღალი ქუსლების ტარებისას, დისკომფორტი მექმნება, მტკივა ფეხის ქუსლები, როგორ მოვიქცე?

ჩვენს კატალოგში, ფეხის მოვლის განყოფილებაში ძალიან ხშირად არის წარმოდგენილი სპეციალური პროდუქტი იმ ქალბატონებისათვის, რომლებიც ხშირად ატარებენ მაღალ ქუსლს და ექმნებათ დისკომფორტი –ეს არის გელისებური ბალიშები, ფეხსაცმელში ჩასაფენად.

როგორ უნდა მოვიქცე რომ ლამაზი და მოვლილი ფეხის ტერფები მქონდეს?

ჩვენი სერია Foot Works პროდუქციის ფართო სპექტრს გთავაზობთ, აქ არის ყველა საჭირო და აუცილებელი პროდუქტი იმიასთვის რომ თქვენ სახლიდან გაუსვლელად შეძლოთ პედიკურის გაკეთება:

1 – ფეხის სკრაბები, რომლებიც საფუძვლიანად არბილებს და წმენდს კანს და აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს
2 – პემზა და ქუსლების დამარბილებელი კრემი
3 – ფრჩხილების და ნუნების მოსაწესრიგებელი ინსტრუმენტები
4 – ფეხის სპრეი

კანი ძალიან გამომშრალი მაქვს, ლოსიონის წასმის დრო კი აბაზანის მიღების შემდეგ ყოველთვის არ მაქვს, როგორ მოვიქცე?

გამოიყენეთ კანის დამატენიანებელი სპრეი, რომელსაც მიისხურებთ კანზე აბაზანის მიღების შემდეგ.

სხეულზე კანი მექერცლება, რას მირჩევთ?

გამოიყენეთ სხეულის დასაბანი სკრაბი, იგი მოაშორებს კანს მკვდარ უჯრედებს და აბაზანის მიღების შემდეგ კანი აღარ აგვძრებათ, თუმცა არ დაგავიწყდეთ კანის დამატენაინებელი ლოსიონის გამოყენება, ვინაიდან, კანის აქერცვლა ხშირად კანის გამოშრობის შედეგია.

რა არის ცელულიტი?

ცელულიტი გახლავთ ქალის კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სპეციფიური ცვლილება, რაც გამოიხატება კანის ზედაპირის უსწორმასწორობითა და ხორკლიანობით

ვის უვითარდებათ ცელულიტი?

ცელულიტი უვითარდებათ 10–დან 8 ქალბატონს, ასაკისა და აგებულების მიუხედავად.

რა არის ცელულიტი?

ცელულიტი არის კანქვეშა ცხიმი, რომელიც ვითარდება კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში სისხლის და ლიმფის მიმოქცევის გაუარესების შედეგად, რასაც მოსდევს მასში სითხის შეკავება და შეშუპების განვითარება. ამ პროცესების გამო, კანქვეშა ცხიმი იღებს თაფლის ფიჭის სახეს, რაც ვიზუალურად გამოიხატება კანის უსწორმასწორობით და ფორთოხლის კანის შესახედაობით.

რა არის ცელულიტის გამომწვევი მიმზეზი?

კვლევებმა აჩვენა რომ ცელულიტის გამომწვევი მიზეზი, ძირითადად ჰორმონალური დარღვევებია, ამასთან ცელულიტის წარმოქმნას ხელს უწყობს ორსულობა, მენოპაუზა, კონტრაცეპტივების მიღება.

როგორ გავიგო მაქვს თუ არა ცელულიტი?

ცელულიტი გამოიხატება კანის ზედაპირის უსწორმასწორობითა და ხორკლიანობით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კანი ემსგავსება ფორთოხლის კანს.

ამდენად ხშირად უნდა დავიბანო თმა?

არ არსებობს თმის მოვლის ერთი საერთო მიდგომა, თმას მისი ტიპის და სტრუქტურის მიხედვით უნდა მოვუაროთ, ისე რომ ის მუდამ ლამაზად და ელვარედ გამოიყურებოდეს.

როგორ დავიბანოთ თმა?

დაიბანეთ თმა თბილი წყლით, ნუ გამოიყენებთ ძალიან ცხელ წყალს თავის დაბანის დროს, შამპუნის საჭირო რაოდენობა დაისხით ხელის გულზე და წაისვით თმაზე ხელის წრიული მოძრაობით, საჭიროების შემთხვევაში ხელმეორედ დაიბანეთ თავი შამპუნით. შამპუნი სათანადოდ ჩამოიბანეთ თმიდან.

როგორ გამოვიყენოთ კონდიციონერი?

ყურადღება მიაქციეთ იმას რომ კონდიციონერი განკუთვნილი უნდა იყოს თქვენი ტიპის თმისთვის. კონდიციონერი უნდა გამოვიყენოთ დაბანილ თმაზე, იგი თანაბრად უნდა გადანაწილდეს თმაზე, არ არის საჭირო, მისი წასმა, ხელის წრიული მოძრაობით, დაიტოვებთ თმაზე 2–3 წუთის განმავლობაში და შემდეგ სათანადოდ ჩამოიბანეთ.

რა განსხვავებაა თმის ნიღაბსა და კონდიციონერს შორის?

ნიღაბი – იგი გამოიყენება კვირაში ერთხელ ან ორჯერ, გამოყენებისას მართებულია მისი გაჩერება 10– 30 წუთის განმავლობაში თმაზე.

როგორ გავიშროთ თმა ისე რომ არ დავიზიანოთ იგი?

გაშრობამდე თმა აუცილებლად სათანდოდ დაივარცხნეთ, ფენით გაშრობის დროს აირჩიეთ თბილი ტემპერატურა, რომ ზალიან არ დაიზიანოთ თმა და გაიშრეთ თმა 15–20სმ დისტანციიდან.

მსმენია, რომ ერთი და იგივე შმპუნით დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობა არაეფექტურია, რადგან თმა ეჩვევა ამ პროდუქტს, რამდენად მართალია ეს?

არა, ეს არ არის მართალი. თუ თქვენ იპოვეთ შამპუნი და კონდიციონერი, რომელიც ერგება თქვენს თმას გააგრძელეთ მისი გამოყენება. შამპუნის გამოცვლის მიზეზი შეიძლება იყოს თმის ტიპის ცვლილება, მაგალითად თუ შეიღებეთ თმა და ასევე ცვლილებები თმის სტრუქტურაში.

მინდა მქონდეს სწორი გრძელი თმა, თუმცა მსმენია რომ თმის უთო ძალიან აზიანებს თმას. მართალია?

ინსტრუმენტების უმეტესობა, რომელიც ასწორებს ან ახვევს თმას აზიანებს მას, სწორედ ამიტომ ყოველდრღიურად მისი გამოყენება არ შეიძლება. გარდა ამისა, ყოველ ჯერზე, როდესაც იყენებთ თმის უთოს აუცილებელია დაიცვათ თმა სპეციალური სპრეით, ისეთით რომელიც იცავს თმას ვარცხნილობის დროს სერიიდან Advance Technіques.