საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
Ароматы AVON Вопросы - ответы

კითხვა - პასუხი

ხეულის რომელ ნაწილზე არის მიზანშეწონილი ტონალური კრემის მოსინჯვა?

მოსასინჯად არასოდეს არ წაისვათ ტონალური კრემი ხელზე, რადგან კანის ფერი ხელსა და სახეზე განსხვავებულია. ზუსტი ფერის ასარჩევად წაისვით ტონალური კრემი ნიკაპზე და განსაზღვრეთ თუ რომელი ფერია თქვენი კანისთვის შესაფერისი.

მაქვს თხელი ტუჩები და ვისურვებდი მოცულობით უფრო დიდი ზომის ტუჩების ქონას, რას მირჩევთ?

თქვენი სასურველი ფერის ტუჩსაცხი ფუნჯით წაისვით  ტუჩებზე, უფრო ღია ფერის საცხი ტუჩის შუა ნაწილზე წაისვით. დაიმახსოვრეთ მუქი ფერის ტუჩსაცხი ვიზუალურად ამცირებს ტუჩის ზომას.

ხშირად ჩემი კანი გადაღლილია და გაჯანსაღებას საჭიროებს. როგორ უნდა დავიბრუნო კანის ბუნებრივი ფერი და ბზინვარება?

გამოიყენეთ პროდუქტები, რომლებიც კანის ბზინვარებისთვის არის შექმნილი მაგალითად: კომპაქტური პუდრი, რუმიანა, მაკიაჟის ქვეშ გამოსაყენებელი საშუალება და სხვა.

მაქვს ღია ფერის კანი და მსურს მქონდეს ლამაზი რუჯი , ამასთან ვერიდები ავტორუჯის გამოყენებას. რას მირჩევთ?

გამოიყენეთ სასურველი ფერის ტონალური კრემი, ბზინვარებისთვის კი სახის ბურთულიან რუმიანას მიმართეთ. ასევე შესაძლებელია Аnew Rejuvenate-ის გამოყენება, რომელიც კანს ახალგაზრდულ იერსა და ბუნებრივ ფერს დაუბრუნებს.

რა უნდა გავაკეთო, რომ ტუჩსაცხი იყოს მდგრადი?

წაისვით ტუჩსაცხი, შემდეგ ტუჩებზე გადაიტარეთ ხელსახოცი და საბოლოოდ ტუჩის მბზინავი საცხი გამოიყენეთ. მდგრადი ეფექტი გარანტირებულია.

რა უნდა გავაკეთო, რომ წარბებს იდეალური ფორმა მივანიჭო?

წარბის სწორი ფორმის შერჩევა სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლოა. მიეცით წარბებს სასურველი ფორმა წარბების ფანქრის დახმარებით და დაივარცხნეთ წარბები სპეციალური ფუნჯის გამოყენებით.