სასარგებლო მცენარეები

კაცობრიობამ ჯერ კიდევ შორეულ წარსულში აღმოაჩინა ჩვენს გარშემო წარმოდგენილი ფლორის ფასდაუდებელი სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებები. უაღრესად დიდია იმ მცენარეთა ჩამონათვალი, რომლებიც შეიცავენ სასარგებლო ვიტამინებს, მინერალებს, ფერმენტებსა თუ ამინომჟავებს. დღესაც კი, უახლესი ტექნოლოგიებისა და რევოლუციური ინოვაციების პირობებში, ჩვენ ისევ და ისევ ნატურალურ კომპონენტებზე დაფუძნებულ პროდუქტებს ვანდობთ ჩვენს სილამაზეს, თუნდაც იმ მარტივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ მათი მოქმედების ეფექტი გამოცდილია დროის მიერ. ასობით მცენარის თვისებების დეტალურად შესწავლის შედეგად, Avon–ის მკვლევარების მიერ საფუძველი ჩაეყარა მდიდარ ბიო–კომპლექსებს – შეიქმნა კანის მოვლის საშუალებების არაჩვეულებრივი ხაზი Naturals “სასარგებლო
ბალახები”. პროდუქტებში შემავალი სამკურნალო მცენარეების აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენს გარშემო იზრდება, ჩვენი ორგანიზმი სრულად არის შეგუებული მათ და სწორედ ამიტომ კანის მიერ მათი ათვისება მარტივად ხდება. ბუნების საჩუქრები – არომატული ასკილისა და წვნიანი ალოეს, სამკურნალო ექინაცეასა და ურბილესი თეთრი ჩაის, განსაკუთრებული თვისებების მქონე ქაცვისა და
ტყის კენკრის მინერალები ეფექტურად იქნა ათვისებული თქვენი კანის ბუნებრივი სილამაზის შესანარჩუნებლად და ხაზგასასმელად. ბუნება არასოდეს ცდება...! მისგან მონიჭებული სიმდიდრე შეუცვლელია!

გაიხალისეთ ცხოვრება ახალ ხაზში შემავალი
პროდუქტების დახმარებით!