საქართველო
    |         |     წარმომადგენელი


Avon – ის წარმომადგენელთა და კოორდინატორთა წარმატების ისტორია

მარინა ნეზუსი - „ეივონ კოსმეტიკს საქართველო“– ს
აღმასრულებელი კოორდინატორი

მარინა ნეზუსი

რწმენა, მიზანი და ეფექტურად გაწერილი სტარტეგია !

კომპანია ეივონთან თანამშრომლობამდე მარინას საინტერესო გამოცდილება აქვს მიღებული, განათლებით ეკონომისტი მარინა მოღვაწეობდა არაერთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში, ისეთებში როგორიც არის USAID და MERCI CORPS –სოციალური პროექტების კონსულტანტის თანამდებობაზე. მას მერე კი წარმოშობით უკრაინელი ქალბატონისთვის თბილისური ცხოვრება, თავდაპირველად დიასახლისობით დაიწყო, თუმცა აქტიური ცხოვრების რითმს მიჩვეული მარინა, რომელსაც საინტერესო პროფესიული გზა ჰქონდა გამოვლილი რა თქმა უნდა დიასახლისობას არ დასჯერდა.

მარინა AVON– ს თავდაპირველად საკუთარ სამშობლოში გაეცნო და დაინტერესდა მისი საქმიანობით, თბილისში გადმოსვლის შემდეგ კი მოუთმენლად ელოდა კომპანიის საქართველოში გამოჩენას, მას ჰქონდა მიზანი:

დაეწყო კომპანია AVON - თან თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე მისი გამოჩენისთანავე და 2009 წელს ქალბატონი მარინა, კომპანია ეივონის წარმომადგენელი გახდა.

კომპანიასთან თანამშრომლობის პირველივე დღიდან მარინა დეტალურად გაეცნო კომპანიაში არსებულ კარიერული ზრდის შესაძლებლობებს, რომელიც წარმოდგენილია ”ეივონის ლიდერთა განვითარების მოდელში” და ახლა უკვე იმყოფება თავისი კარიერის ერთ ერთ ყველაზე მაღალ საფეხურზე - აღმასრულებელი კოორდინატორის პოზიციაზე, თუმცა მისი მიზანია მიაღწიოს კიდევ უფრო მეტს და გახდეს უფროსი აღმასრულებელი კოორდინატორი.

რწმენა, მიზანი და სტრატეგია – მისი წარმატების საწინდარი გახდა, თუმცა როგორც თავად აცხადებს მიზნისკენ მიმავალ გზაზე, მას სხვა მრავალი ფაქტორიც უწყობდა ხელს და პირველ რიგში კი:

,მე ვენდობი პროდუქციის ხარისხს და ჩემს უკან დგას კომპანია, რომლის პრინციპები და იდეოლოგია ჩემთვის მისაღებია“

"ამ კომპანიაში მე რეალური შემოსავალი მივიღე, რისი დახმარებითად საშუალება მაქვს დამოუკიდებლად მოვუარო თავს, დავისვენო ევროპაში, დავგეგმო ჩემი შვილების უმაღლესი განათლება პრესტიჟულ სასწავლებელში, შევიძინო ჩემი ოცნების ავტომობილი. გამიჩნდა რწმენა რომ AVON-თან თანამშრომლობა ჩემი წარმატების საწინდარი გახდებოდა. ამ კომპანიასთან ერთად ყველა მიზნის მიღწევა რეალურია და მას მერე არ გავჩერებულვარ, მე ყოველ დღე ვდგამ ნაბიჯს მიზნისკენ მიმავალ გზაზე“

დღეს მარინა აღმასრულებელი კოორდინატორია, მის უკან უკვე კომპანიის გარდა საკუთარი, ძლიერი ლიდერებით დაკომლექტებული გუნდი დგას, ლიდერებით რომლებიც თავის დროზე, დიასახლისები იყვნენ და ამ კომპანიაში გაერთიანიებამ, მათ კარიერული ზრდა და შემოსავალი მოუტანა, მარინასთან ერთად დღეს ისინი უკვე ფინანსურად დამოუკიდებელი და რეალიზებული ქალბატონები არიან, ეს არის გუნდი რომლის გარეშეც, მარინას თქმით, იგი ვერ მიაღწევდა ასეთ წარმატებას.

„ ეს ადამიანები მე კომპანია AVON – მა გამაცნო, მე მათ პირველივე დღიდან ვუზიარებდი ჩემს გამოცდილებას, მჯეროდა და მწამდა მათი ისევე როგორც მათ დაიჯერეს ჩემი და დღეს მე მათ თვალებში ვხედავ რწმენას, რომ კომპანიაში ყველაფერი რეალური და შესაძლებელია. ჩვენი გუნდური მუშაობა, დამოკიდებულება საქმისადმი და რაც მთავარია ერთმანეთის რწმენა დღემდე მეხმარება ჩემი მიზნების მიღწევაში.“

და ბოლოს ეს არის შესანიშნავი ქალბატონი და შეუდარებელი ლიდერი: რომლის ძლიერ მხარეს ადამიანებთან წარმატებული ურთიერთობის დამყარება წარმოადგენს; რომელსაც ენდობა ძლიერი და უკვე თვითრეალიზებული ქალბატონებისგან შემდგარი გუნდი; რომელიც საქმიანობის ყოველ ნაბიჯზე ახდენს საკუთარი გუნდის განვითარებას და მოტივირებას; რომელიც მუდამ ფლობს ინფორმაციას კომპანიაში მიმდინარე ნებისმიერი სიახლის შესახებ და ეფექტურად აწვდის მას, საკუთარი გუნდის თითეულ წევრს;

რომელიც თავდაუზოგავად შრომობს, მაგრამ ამასთანავე აქვს თავისუფალი სამუშაო გრაფიკი; რომელიც ეფექტურად იყენებს კომპანიის მიერ მიწოდებულ ნებისმიერ რესურსს – სწავლებას, მასალებს, სამოტივაციო პროგრამებს, დაგეგმილ აქციებს და მათი მეშვეობით ზრდის და აძლიერებს საკუთარ გუნდს და მომხმარებლების რაოდენობას; რომელიც აფასებს და პატივს სცემს ნებისმიერ ქალბატონს, რომელიც მასთან მოდის სათანამშრომლოდ - ეივონი ხომ ეს არის კომპანია ქალებისათვის;რომელიც სტიმულს აძლევს და ასწავლის საკუთარ გუნდს როგორ უნდა მიაღწიონ წარმატების მწვერვალებს და რაც მთავარია მიიღონ მაქსიმალური შემოსავალი;

და ბოლოს ის გირჩევთ მათ ვისაც ჯერ კიდევ წინ გაქვთ ყველაფერი:

„ მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია კომპანიის მხრიდან და გამოიყენეთ ყველა რესურსი და შესაძლებლობა რასაც კომპანია გთავაზობთ. ძალიან დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს მიზნის მიღწევა. გამოიჩინეთ რაც შეიძლება მეტი ორგანიზებულობა და პროფესიული კუთხით განვითარების სურვილი. ნდობა და პატივისცემა საკუთარი გუნდის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მთავარია:

„დაიჯერეთ რომ კომპანია AVON – თან ერთად ყველაფერი შესაძლებელია!“

ხათუნა სვანიძე - „ეივონ კოსმეტიკს საქართველო“– ს წარმომადგენელი

ხათუნა სვანიძე

ქალბატონი ხათუნა, კომპანია ეივონის წარმომადგენელი გახლავთ 2009 წლიდან, თუმცა სანამ პირდაპირი გაყიდვების სფერო დააინტერესებდა, მან უმაღლესი განათლება თბილისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე მიიღო, ამას გარდა გაიარა არაერთი ხანგრძლივი პროფესიული ტრეინინგი: ბიზნესის ეთიკაში, მარკეტინგსა და ფსიქოლოგიაში, რაც საკმაოდ გამოადგა მას ადამიანებთან ურთიერთობაში და განსაკუთრებით კი დღევანდელ საქმიანობაში და რაც მთავარია აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება.

საკმაოდ ორიგინალური ქალბატონის, გაწევრიანება ჩვენს კომპანიაში ასევე ორიგინალურად მოხდა, 2009 წელს, ქალბატონი ხათუნა, რომელიც მეგობართან გაეცნო კომპანია ეივონის პროდუქციას, დაინტერესდა კომპანიასთან თანამშრომლობით და სანამ, კომპანიის სათაო ოფისის კოორდინატებს მოიძიებდა, კომპანია AVON-ის მანქანა დაინახა, თბილისი ერთერთ გამზირზე – მისი დანახვისას, ბევრი არ უფიქრია და კომპანიის გაყიდვების ერთერთ მენეჯერს, რომელიც საცობის გამო იყო შეჩერებული თამამად მიმართა და შესთავაზა თანამშრომლობა... როგორ განვითარდა მოვლენები ამ ამბის შემდეგ, ალბათ ხვდებით.

ეს შესანიშნაბი ქალბატონი, რომელსაც პროდუქციის შეთავაზების გარდა, ნებისმიერ ქალბატონისთვის, საკმაოდ ღირებული რჩევების მიწოდება შეუძლია მოვლასთან დაკავშირებით, კომპანიის ერთგული წარმომადგენელი გახდა.

მას მერე ქალბატონი ხათუნა 20-ზე მეტ ქალბატონს ემსახურება ყოველ კამპანიაში და პროდუქციასთან ერთად, სიხარული და სასარგებლო რჩევები მიაქვს მათთვის...

ქალბატონი ხათუნა აცხადებს რომ მთავარი ფაქტორი რის გამოც მისი ახლობლები მის მიერ მიწოდებული რჩევების და შეთავაზებული პროდუქციის ერთგულნი რჩებიან უკვე სამი წლის მანძილზე, ნდობაა მის მიმართ და რწმენა რომ კომპანია Avon–ისპროდუქცია მართლაც მაღალი ხაროსხით გამოირჩევა. პირველ რიგში იგი თავად სინჯავს პროდუქტებს და შემდეგ უკვე საკუთარ გამოცდილებას უზიარებს სხვებს.

ქალბატონი ხათუნა ერთი ნახვით მოხიბლავს ადამიანს მას კარგად გამოსდის ადამიანებთან ურთიერთობა, აქტიურად მუშაობს კატალოგთან, ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას პროდუქციასთან დაკავშირებით, იყენებს პროდუქციის ნიმუშებს და რაც მთავარია მუდამ ახსოვს საკუთარი მომხმარებლების საჭიროებები და იცის რომ მომხმარებელთან შეხვედრით იგი თითოეული იმ ქალბატონის ერთ დღეს მაინც ცვლის და ალამაზებს.

თვითონ ქალბატონი ხათუნას ცხოვრებაც შეიცვალა და დღითიდღე იცვლება – აქტიური ქალბატონი, რომელიც არასოდეს ჩერდება აცხადებს რომ, დღეს მას უკვე სტაბილურობის შეგრძნება აქვს, წარმომადგენლად მუშაობისას, მას მოქნილი სამუშაო გრაფიკი და სრული თავისუფლება აქვს და რაც მთავარია აკეთებს იმ საქმეს რომელიც ყველაზე უკეთ გამოსდის და მოსწონს – ადამიანებთან უერთიერთობა, კოსმეტიკური პროდუქციის გავრცელება და ქალბატონების გაბედნიერება.

რაც ყველაზე მთავარია ხათუნა ფინანასურად დამოიკიდებელია და საბოლოოდ ის დამატებითი შემოსავალი, რომელიც ამ აქტიური და სასიამოვნო საქმიანობიდან აქვს – საშუალებას აძლევს, პერიოდულად კომფორტი მოიწყოს საკუთარ სახლში და შეიძინოს ნებისმერი ქალისათვის აუცილებელი ელექტრო ტექნიკა.

დღეს ის უკვე გეგმებსაც აწყობს – ხათუნამ მიზნად დაისახა უახლოესი წელიწადნახევრის განმავლობაში საოცნებო სამზარეულო მოიწყოს ბინაში.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე რომ ხათუნა რეგულარულად ინებივრებს თავს მრავალფეროვანი კოსმეტიკური საშუალებებით და მაღახარისხიანი სუნამოებით, თავს უფლებას აძლევს ახლობელი ადამიანებიც გაანებივროს საჩუქრებით.

ეკატერინე მირცხულავა - „ეივონ კოსმეტიკს საქართველო“– ს წარმომადგენელი

ეკატერინე მირცხულავა

მიღებული აქვს უმაღლესი განალება ორ უნივერსიტეტში, კომპანია AVON-ში მოსვლამდე კი იყო უმუშევარი.ძალიან უყვარს კოსმეტიკა და სწორედ ამან მიიზიდა კომპანიისაკენ. განსაკუთრებით უყვარს AVON–ის კოსმეტიკა, რომელიც სულ ადრე დედას ჩამოჰქონდა მოსკოვიდან. როგორც კი გაიგო კომპანიის საქართველოში არსებობის შესახებ, მაშინვე გადაწყვიტა მასთან თანამშრომლობა. 2 წლის წინ ქუჩაში ძველი ნაცნობი შეხვა, რომელიც უკვე თანამშრომლობდა კომპანია AVON–თან და მან გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და ურჩია გაწევრიანება. ძალიან მალე ეკატერინე უკვე კომპანია AVON–ის წარმომადგენელი იყო.

კომპანიასთან თანამშრომლობა სრულიად არ ართმევს დიდ დროს. ეს უფრო მისი ჰობია, ეს არის სამყარო, რომელიც მომწონს, მსიამოვნებს აქ ყოფნა, ეს არის გარკვეულ წილად ჩემთვის სულიერი საზრდო – ამბობს ეკატერინე. ძალიან დიდი სამეგობრო წრე და ნათესავები ჰყავს, რომლებიც ასევე ძალიან დაინტერესებულნი არიან და ყოველ კამპანიაში სულმოუთქმენლად ელიან ახალ ბროშურას. ჩემს შეკვეთაში 10 ბროშურაზე ნაკლები არ მოხვედრილა – თქვა ეკამ, ყოველთვის ვარიგებ ახალ ბროშრებს, ვიცი ვინც არის დაინტერესებული, ამის გარდა მივდივარ ბანკებში და სხვადასხვა ორგანიზაციებში და იქაც ვეძებ ახალ ნაცნობებს.

ეკა თვლის რომ, თუ გაყიდვა გინდა აუცილებელია პროდუქტები საკუთარ თავზე გამოსცადო. მომხმარებელს ვერ მოატყუებ, მას პროფესიონალური რჩევა სჭირდება, გამოცდილი პროდუქტი და ვიზუალურადაც სჭირდება რომ ნახოს, ამიტომ სადემონსტრაციო პროდუქტის გარეშე გაყიდვა საკმაოდ რთულია.

მუდმივად ვყიდულობ და მოვიხმარ AVON–ის სუნამოებს, ხშირად მეკითხებიან, რა გასხია? და ჩემი პასუხის შემდეგ ყოველთვის თვითონაც ინტერესდებიან ამ სუნამოთი და ამ დროს უკვე ჩემი დემო პროდუქტები მეხმარება – ამბობს ეკა.

იმისავის რომ წარმატებას მიაღწიო AVON–ში მისი აზრით აუცილებელია იყოს დამოუკიდებელი ადამიანი, შენ თვითონ გჯეროდეს იმ კომპანიის და პროდუქტის, რომელთან ერთადაც მუშაობ და დარწმუნებული იყო საკუთარ თავში. AVON–ისაგან მიღებული შემოსავალი დრეისათვის არ წარმოადგენს ეკას შემოსავლის ძირითად წყაროს, თუმცა ისი წყალობით მუდმივად აქვს ის კოსმეტიკა თუ პარფიუმერია რაც სურს, შეუძლია საკუთარ შვილს საჩუქრები გაუკეთოს და სადღესასწაულო დღეებში უფრო დიდი საყიდლებიც დაგეგმოს.რაც მთავარია კომპანია აძლევს საშუალებას გააკეთოს მისი საყვარელი საქმე, გაანებივროს საკუთარი თავი და ერთი სიტყვით ეს არის იდეალური სამყარო ნებისმიერი ქალისათვის – ამბობს ეკა.

მარინა ტყემალაძე - „ეივონ კოსმეტიკს საქართველო“– ს კოორდინატორი

მარინა ტყემალაძე

უმაღლესი განათლებით ქიმიკოსი მარინა, უკვე 45 კამპანიაა, რაც კომპანია AVON–თან თანამშრომლობს. კომპანიასთან თანამშრომლობამდე იგი საკმაოდ კარგი დიასახლისი იყო, ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. ძირითად დროს მათთან ატარებდა. თუმცა საკუთარი თავის რეალიზაციისათვის ეძებდა სამსახურს და სწორედ ამ დროს მიიპატიჟეს სასტუმრო მერიოტის გახსნის დღეებზე. ძალიან დაინტერესდა და იმავე დღეს გადაწყვიტა დარეგისტრირება. პირველივე დღიდან მას კოორდინატორობა სურდა, იგი ეძებდა სტაბილურობას და საქმეს, რომელსაც მისი სამსახური დაერქმეოდა. მერიოტში მისვლიდან უკვე 2 თვეში მარინა კოორდინატორი იყო. მას ძალიან სწრაფი სტარტი ჰქონდა, შეკვეთებს არა კამპანიაში ერთხელ არამედ ყოველ ოპუსში აკეთებდა, თითოეულ კამპანიაში მას სამი შეკვეთა ჰქონდა. მოიყვანა 10 წარმომადგენელი აქედან 7 დაარეგისტრირა პირველივე ოპუსზე. შემდეგ უკვე ძალიან მალე 2009 წლის დეკემბერში მარინა იყო უფროსი კოორდინატორი. ამის შემდეგ კი უკვე აღმასრულებელი კოორდინატორის სტატუსიც ჰქონდა დაცული. დღეისათვის მარინას ძალიან მკვეთრად გამოხატული გეგმა და მიზანი აქვს, რისკენაც ყოველდღე მიიწევს და იცის რომელ კამპანიაში რას ელოდოს.

მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები რაც მას მიზნის მიღწევაში ეხმარება, თუმცა აუცილებელია ჩანდეს პერსპექტივა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მხოლოდ მასზეა დამოკიდებული ყველაფერი ეს ყველაფრის ძალას აძლევს. იგი ხედავდა AVON–ში განვითარების რეალურ საშუალებას და რაც მთავარია ყველაფერი მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული.

ერთ ადგილზე დგომა ჩემი საქმე არ არის! – ამბობს მარინა

ყველა დავალება, რომელსაც იგი უფროსისგან იღებდა სატანადოდ ასრულებდა, მას სჯეროდა მენეჯერის მითითებების, არ ეზარებოდა შრომისა და ენერგიის დახარჯვა, როდესაც იცოდა რომ ამას აღიარება და კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მოჰყვებოდა, ყოველდღიურად ეკონტაქტება კოორდინატორებსა და წარმომადგენლებს, მობილურით აგზავნის ძალიან ბევრ ტექსტურ შეტყობინებებს, იმისათვის რომ მუდმივად საქმის კურსში ამყოფოს საკუთარი ველი. დაწვრილებით აწოდებს ყოველ შემოთავაზებას, რომელიც ბროშურაში და ჟურნალ ჩემი AVON–ში გვხდება. თითოეულ წარმომადგენელს უდგება ინდივიდუალურად, ზრუნავს მის სარგებელზე და შემოსავალზე, დეტალურად გადის ყველა შეკვეთას მათთან ერთად, ასწავლის როგორ მიიღოს უკეთესი სარგებელი.

ყველა პროდუქტს ჯერ თავად მოიხმარს და შემდეგ უკეთებს მას რეკლამას და სთავაზობს სხვებს, თავიდანვე ასწავლიდნენ მას სადემონსტრაციო პროდუქტების შეძენას, ახლა კი ის ასწავლის თავის კოორდინატორებსა და წარმომადგენლებს, რომელიც 6 ოფისში არიან განაწილებულნი მის სტრუქტურაში, ასევეა ბროშურების შეძენაც, რომელიც ძალიან ეხმარება მას დაინტერესების გაზრდაში.

AVON–ში მიღებული შემოსავლით მას შეუძლია თავისუფლად დააკმაყოფილოს ოჯახის წევრების სურვილები, სრულიად არაფერზე უთხრას უარი თავის 8 წლის შვილს და საკუთარ თავს ისეთი ნივთების შეძენაზე, როგორიც არის ძვირადღირებული ფეხსაცმელი თუ კაბა. მას აქვს ნაპოვნი სულიერი სიმშვიდე და სტაბილურობის განცდა, AVON–ის დახმარებით მან თავი იგრზნო ქალად, რომელიც საკუთარ თავს უვლის, მას ძალიან უყვარს AVON. ყველაზე მეტად კი ის უხარია, რომ კომპანიის დახმარებით მას 2 წელიწადში აქვს გეგმაში იყიდოს ბინა საკუთარი სახსრებით.

იმისათვის რომ მიაღწიო წარმატებას AVON–ში აუცილებელია იყო მიზანდასახული, შრომისმოყვარე და რაც მთავარია ამბიცია, იყო პირველი!

მარინა მოწყობილი - „ეივონ კოსმეტიკს საქართველო“– ს კოორდინატორი

მარინა მოწყობილი

ქალბატონი მარინასა და კომპანია AVON–ის თანამშრომლობის ისტორია ათწლეულზე მეტი ხნის არის. ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ ისწავლა და სხვებსაც გაუზიარა საკუთარი გამოცდილება.AVON–ში მუშაობა ნიშნავს: იცოდე ხალხთან ურთიერთობა; გაიზარდო, როგორც ლიდერი და რა თმა უნდა გაზარდო შენი შემოსავალი. გუნდურობა აუცილებელი თვისებაა იმისათვის, რომ ითანამშრომლო კომპანია AVON–თან და იყო წარმატებული, ამის შედეგად, კი ხედავ რომ არსებობს გუნდი, რომლის განვითარებაში მიგიძღვის გარკვეული როლი და ამასთან მნიშვნელოვანი როლი. კომპანია კარგად უნდა გაიცნო, დაინტერესდე მისით, გაიგო რაც შეიძლება მეტი და გაუზიარო სხვებს, არც ერთი დღე არ უნდა გაჩერდე და აუცილებელია იცოდე ადამიანებთან ურთიერთობა. ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია ყოველდღიურად შენი საქმის ნაწილად გაიხადო.

ქალბატონი მარინა ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ წარუდგენ პირველად ადამიანებს შენს კომპანიას. პირველ შეხვედრაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და არასდროს არ უნდა დაგეზაროს ეს. გაყიდვების სხვადასხვა ინსტრუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ გაიცნო კომპანია, მოსინჯო პროდუქცია, შეაფასო, როგორც შენ ასევე სხვებმა. ის აადვილებს ურთიერთობას და პროდუქტის პრეზენტაციის პროცესს.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ვერ აღწევს წარმატებას და ვერ ადის იმ საფეხურზე, რომელზეც სხვები ადიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ აინტერესებს ის საფეხური, არ არის მისთვის ეს მიზანი, რადგან თუ გაქვს მიზანი, სურვილი და ამისათვის არ ჩერდები AVON–თან ერთად ამას აუცილებლად აღწევ.

იმისათვის რომ იყო საინტერესო უნდა იყო დაინტერესებული – ამბობს მარინა.

კომპანია AVON მაძლევს მე საშუალება ვიყო დამოუკიდებელი ქალბატონი – განაცხადა ქალბატონმა მარინამ, შვილების განთლება, ბინა და სხვა ხარჯები მისთვის სრულიად შესაძლებელია კომპანია AVON–თან ერთად.

მზია კორძაია - „ეივონ კოსმეტიკს საქართველო“– ს კოორდინატორი

მზია კორძია

ქალბატონი მზია კომპანია AVON-ში მოსვლამდე სკოლის დირექტორი იყო, ამ საქმეს იგი 1988 წლიდან ემსახურებოდა და ძალიან უყვარდა სკოლა. არასდროს ეგონა რომ ამ საქმეს რაიმე შეუცვლიდა, თუმცა 2009 წლის მარტის თვეში მან პირველად იხილა კატალოგი, რამაც ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა მის ცხოვრებაში.

თავდაპირველად ნამდვილად არ ეგონა თუ ასე მჭიდრო თანამშრომლობა შედგებოდა მათ შორის, რადგან მხოლოდ ხათრის გამო განათავსა პირველი შეკვეთა, მაშინ ჯერ წარმომადგენელი არ იყო. სულ რამოდენიმე დღის შემდეგ კი ქალბატონი მზიას აზრი საგრძნობლად შეიცვალა კომპანიის მიმართ, ძალიან მოეწონა პროდუქცია, შემდეგ უკვე იკითხა რა განვითარების საშუალებები იყო კომპანიაში და როგორი მოდელით სარგებლობდა AVON–ი.

დეტალურად აუხსნეს რისი მიღწევა შეიძლებოდა კომპანიასთან ერთად. თავდაპირველად საკმაოდ ეჭვის თვალით უყურებდა ამ ყველაფერს მზია, რადგან არ ეგონა, რომ ამდენის შესაძლებლობებს იტევდა კომპანია, თუმცა სულ რაღაც სამ თვეში უკვე კოორდინატორი იყო და ამის შემდეგ უკვე ექვს თვეში კი, უფროსი კოორდინატორი.

აქ ყველამ შეიძლება მიაღწიოს წარმატებას – ამბობს მზია, ამის გარდა, ვთვლი, რომ ჩემი პროფესიაც მეხმარება, მუდმივად უნდა ასწავლო და განავითარო სხვები.

2011წლის მარტში უკვე სკოლასაც დაანება თავი და უპირატესობა AVON–ს მიანიჭა, რადგან თვლის რომ ორ ადგილას ადამიანი ერთნაირად წარმატებული ვერ იქნები და მისი პერსპექტივისა და უზუნველი მომავლისათვის AVON–ი უფრო მისაღებია. ეს არის კომპანია, სადაც არავინ არ გეტყვის რომ შენი საპენსიო ასაკია, ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებულია და შენს შესაძლებლობებზე. პირველივე დღიდან როდესაც ქალბატონი მზია, ჯერ კიდევ წარმომადგენელი იყო, მისთვის ყოველი ახალი ბროშურა ახალი გაკვეთილივით იყო, რომელსაც სწავლობდა, დეტალურად იგებდა ყველა შემოთავაზების პირობებს და მაქსიმალურად აგროვებდა ინფორმაციას პროდუქტების შესახებ, ვისთვის რა კრემი, დეკორატიული კოსმეტიკა და შამპუნი შეეთავაზებინა.

აუცილებელია იცოდე ვის რა სჭირდება იმისათვის, რომ ხარისხიანად მოემსახურო, ქალბატონი მზიას აზრით შეიძლება ადამიანს ძვირიანი პროდუქტი ურჩიო, იყიდოს და უკმაყოფილო დარჩეს და ამავდროულად საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად კმაყოფილი იყოს. იმისათვის რომ ძლიერი და განვითარებული გუნდი გყავდეს მუდმივად უნდა დაეხმარო სხვებს განვითარებაში, ურჩიო და ასწავლო.

ჩემი წარმატების მთავარი ფაქტორი მაინც ამდენი გაღიმებული სახეა, რომელსაც ჩემ გარშემო ვხედავდი – ამბობს მზია – სწორედ ამან გადამაწყვეტინა მეთანამშრომლა კომპანიასთან, მაშინ როდესაც შენ საქმეს კარგად ასრულებ, ყველა ყოველთვის კმაყოფილია და შენი მადლობელი, ეს კი ნამდვილად დიდი სიამოვნებაა.

პროფესიონალიზმი და დამოკიდებულება საქმის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად სიახლის ძიება და სწავლა, მაშინ როდესაც კომპანია AVON ათასობით პროდუქტს გვაწვდის ყოველ კამპანიაში, მიუღებელია ეს არ ვიცოდეთ და არ ვერკვეოდეთ.

პროფესიონალიზმი და დამოკიდებულება საქმის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად სიახლის ძიება და სწავლა, მაშინ როდესაც კომპანია AVON ათასობით პროდუქტს გვაწვდის ყოველ კამპანიაში, მიუღებელია ეს არ ვიცოდეთ და არ ვერკვეოდეთ.

თუ მომხმარებელი კმაყოფილია – შენ უკვე წარმატებული ხარ.

გამოცდილი და ნასწავლი გუნდი ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამას ძალიან დიდ დროს უთმობს ქალბატონი მზია.

კომპანია AVON არის ჩემი უზრუნველი სიბერის დასაწყისი – ამბობს მზია. დარმწუნებული ვარ, რომ უფრო მაღალ საფეხურებზე ავალ და შემოსავალიც გამეზრდება.

გაზიარება: