საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
რუსუდან უსტიაშვილი
   
   
   
კარიერა AVON–ში
 კარიერა
  
 ჩვენი გუნდი
  
 ჩვენი უნიკალური შემოთავაზება
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
   

რუსუდან უსტიაშვილი
გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი

2012წ. – გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი
2011-2012წწ. – მომხმარებლთა მომსახურების სპეციალისტი
2010-2011წწ. – ცხელი ხაზის პოპერატორი
2009-2010წწ. – რეგისტრატორი


როგორ აირჩიე შენი გზა ეივონში?
ეივონ-ში სტუდენტობის დროს მოვედი. ახლობლისგან გავიგე, რომ ახალგახსნილ კომპანიაში სჭირდებოდათ გოგონა, რომელიც კვირაში სამ დღეს იმუშავებდა. ესეთი გრაფიკი ძალიან მაწყობდა და გადავწყვიტე ბედი მეცადა. მას შემდეგ ჩემი და ეივონ საქართველოს გზები მჭიდროდ გადაიკვეთა.

რა ისწავლე ეივონში მუშაობის დროს?
ეივონი ჩემთვის პირველი სამსახური იყო, ამიტომ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე აქ: პირველი თანამშრომლობა, გუნდური მუშაობა, მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავი შრომა, მოთმინება.

რამ მოახდინა გავლენა კომპანიაში შენს განვითარებაზე?
პირველ რიგში აქ მომუშავე ადამიანებმა და მათთან ურთიერთობამ. და კიდევ იმან, რომ ეივონი_ეს ის კომპანიაა, სადაც ყოველთვის დაგიფასებენ შრომას. სადაც რეალურად გაქვს შენი თავის რეალიზების საშუალება.

რა არის შენი მუშაობის შთაგონების წყარო?
ის ფაქტი, რომ ჩვენს უკან ასობით კოორდინატორი და ათასობით წარმომადგენელი დგას, არ მაძლევს მოდუნების საშუალებას.

რას ურჩევდი ახალ თანამშრომლებს?
მას, ვინც კომპანია ეივონთან თანამშრომლობას გადაწყვეტს, ვურჩევდი არასოდეს დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა, არასოდეს შეეპაროთ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი. მათ ელოდებათ ემოციებით დატვირთული, ზოგჯერ რთული, მაგრამ უამრავი საინტერესო მოვლენით სავსე დღეები, და რაც მთავარია, კოლექტივი, რომელიც მუდამ მზად არის სხვების დასახმარებლად.