საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
ჩვენს შესახებ
AVON (ეივონი) დღეს ...
ჩვენ – ვართ მსოფლიოში #1 კომპანია პირადპირი გაყიდვების სფეროში,128 წლიანი წარმატების ისტორიით, სილამაზის ინდუსტრიის მსიფლიო ბრენდი, 100 საუკეთესო მსოფლიო ბრენდს შორის 90%იანი ცნობადობით და უამრავი საერთაშორისო ჯილდოთი.
AVON - ის ისტორია...

კომპანია AVON-მა დიდი გზა განვლო მას შემდეგ, რაც მისმა დამფუძნებელმა დევიდ მაკკონელიმ 1886 წელში, გამოუშვა გაყიდვაში პირველი პროდუქტი- პარფიუმერული ნაკრები Little Dot Perfume Set. დღესდღეობით AVON არის მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი კომპანია, რომელმაც სახელი გაითქვა იმით, რომ დანერგა და განავითარა პირდაპირი გაყიდვების სისტემა. ქალბატონებისათვის პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შეთავაზება სავაჭრო აგენტების შუამავლობით გაჩნდა იმ პერიოდში, როდესაც დევიდი მუშაობდა კომივოიაჟორად ჩიკაგოს ერთერთ გამომცემლობაში. თავის კლიენტ ქალბატონებს დევიდი წიგნის შეძენისთვის საჩუქრად აძლევდა სუნამოს პატარა ფლაკონს. ეს პატარა საჩუქარი იმდენად პოპულარული გახდა მის კლიენტებს შორის, რომ დევიდი დაფიქრდა: "სინამდვილეში რას ელიან მისგან ქალბატონები: წიგნს თუ სუნამოს ახალ არომატს?" დევიდ მაკკონელიმ გაცილებით უფრო დიდი პერსპექტივა დაინახა პარფიუმერიაში და წიგნები წარსულად იქცა მის ცხოვრებაში. სწორედ ასე 1886 წელს ჩამოყალიბდა კომპანია California Perfume. სრულად

კომპანია AVON - ის დამფუძნებელი : დევიდ მაკკონელი
ფასეულობა ...

ჩვენი ძირეული ხუთი ფასეულობა: ნდობა, პატივისცემა, რწმენა, რეალური თვითშეფასება და პატიოსნება. ამ ფასეულობებმა გაუძლო დროის გამოცდას და წარმოადგენს კომპანია AVON-ის მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს.სრულად

ნდობა
ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ ღია ურთიერთობის გარემოში, სადაც ადამიანები მზად არიან წავიდნენ გამართლებულ რისკზე და თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი
პატივისცემა
გვეხმარება დავაფასოთ აზრთა სხვადასხვაობა, დავაფასოთ ყოველი პიროვნების უნიკალური თვისებები. პატივისცემა ხელს უწყობს თითოეული ადამიანის სრული პოტენციალის გამოვლენას.
რწმენა
არის სწორედ ის, რაც აძლევს თანამშრომლებს საშუალებას აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და იმუშაონ სრული შემართებით. თუ თქვენ გაქვთ რწმენა ადამიანში და ნათლად აგებინებთ მას ამას, იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაგიმტკიცოთ, რომ არ სცდებით.
თავმდაბლობა
ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ თქვენ ყოველთვის მართალი არ ხართ, რომ ყველაზე კითხვაზე პასუხი არ გაქვთ და აღიარებთ ამას. თქვენ ისეთივე ადამიანი ხართ, როგორიც თქვენს გარშემო მომუშავეები და თქვენ არ გეშინიათ რჩევის ან დახმარების თხოვნა.
პატიოსნება
უნდა იყოს კომპანია AVON-ის თითოეული თანამშრომლის განმასხვავებელი თვისება, ქცევის უმაღლესი სტანდარტების დადგენითა და მათი შესრულებით, ჩვენ ვზრუნავთ არამხოლოდ კომპანიის წარმომადგენლებსა და მომხმარებლებზე, არამედ საკუთარ თავზე და ჩვენს კოლეგებზეც.
დაგვიკავშირდით ...
სათაო ოფისი
0119, საქართველო, თბილისი, ა.წერეთელის გამზ. # 117.
ტელ. 995 32 2 508 508
იხილეთ რუკაზე
მოგვწერეთ
გაგიჩნდათ კითხვა, მაშინ გამოიყენეთ მითითებული ბმული და მოგვწერეთ.
საკონტაქტო ინფორმაცია პრესისათვის
გუჩი თავხელიძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
საქველმოქმედო პროგრამები...
AVON – -ესაა კომპანია ქალებისათვის, რომელიც ზრუნავს ქალბატონების სილამაზეზე და მიაჩნია, რომ ჯანმრთელობა - სილამაზის და წარმატების საწინდარია.
სარძევე ჯირკვლის კიბო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ონკოლოგიურ პრობლემას ქალბატონებისათვის, როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში. თუ თქვენთვის ისევე აქტუალურია ეს პრობლემა როგორც ჩვენთვის, გთხოვტ ეწვიოთ ჩვენს ვებ- გვერდს და შეიძინოთ, ჩვენი საქველმოქმედო პროდუქცია.
ერთად დავამარცხოთ ძუძუს კიბო საქართველოში
კომპანია AVON -ის ინიციატივით 2013 წლიდან ეივონ კოსმეტიკს საქართველო საკუთარ თავზე იღებს სოციალურ კორპორატიულ პასუხისმგებლობას, და სპეციალური საქველმოქმედო პროდუქციის გაყიდვის გზით, აგროვებს ფონდებს რათა ებრძოლოს დაავადებას საქართველოში!
www.avonbcc.ge