ეივონის კონფიდენციალობის შეთანხმება

შესავალი
:
სფერო

კომპანიაეივონმა“ (შემდგომშიეივონი“, „ჩვენ“) შექმნა მისიკონფიდენციალობის შეთანხმებარათა ინფორმაცია მოგაწოდოთ იმის შესახებ თუ როგორ ვაგროვებთ, ვსარგებლობთ და გავცემთ ინფორმაციას.

წინამდებარეკონფიდენციალობის შეთანხმებაეხება ინფორმაციას, რომელიც მოიპოვება ამ ვებგვერდიდან ან სხვა ნებისმიერი მობილური ვებგვერდებიდან (შემდგომშივებგვერდი“), განაცხადების, ვიჯეტებისა და სხვა ინტერაქტიული საშუალებების სახით რომლებიც ეხებაკონფიდენციალობის შეთანხმებას“. გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც კონკრეტულად არის მოცემული ქვემოთ, წინამდებარეკონფიდენციალობის შეთანხმებაარ ეხება იმ ინფორმაციას, რომელსაც მოიპოვებსეივონისხვა საშუალებების გამოყენებით, ანუ ინფორმაციას, რომელიც არ არის მოპოვებული ინტერნეტის საშუალებით

ეივონიანიჭებს დამოუკიდებელ კონტრაქტორებს უფლებას შეუკვეთონ მათი პროდუქტები (შემდგომში მოიხსენიება, როგორცდამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენლებიანეივონის წარმომადგენლები“). დამოუკიდებელ სავაჭრო წარმომადგენლებს დაიქირავებსეივონი“. ამასთან, „ეივონიარ აკონტროლებს და არ აგებს პასუხსდამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენლებისმიერ პირადი ინფორმაციის მოგროვება, გამოყენებასა თუ მის განდობაზე, მათ შორის მათი მარკეტინგული მიზნებისათვის. თუ თქვენვებგვერდითმიაწვდითდამოუკიდებელ სავაჭრო წარმომადგენლებსინფორმაციას, ის ხელმისაწვდომი გახდებაეივონისთვის“, რომელიც მას გამოიყენებსკონფიდენციალობის შეთანხმებისშესაბამისად. „დამოუკიდებელმა სავაჭრო წარმომადგენელმაშესაძლოა მიაწოდოსეივონსინფორმაცია მათი კლიენტების შესახებ, რა შემთხვევაშიცეივონიასეთ ინფორმაციას განკარგავს მხოლოდ ამშეთანხმებისშესაბამისად

თუ თქვენ გადასცემთ თქვენს მონაცემებსდამოუკიდებელ სავაჭრო წარმომადგენელს“, თქვენ უნდა შეამოწმოთ თქვენიწარმომადგენლისინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვის პრაქტიკა

თუ თქვენ გსურთ გახდეთ ან უკვე ხართდამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენელი“, ამკონფიდენციალობის შეთანხმებისზოგადი დებულებების შესაბამისად, გთხოვთ გაეცნოთ სექციასდამოუკიდებელ სავაჭრო წარმომადგენელიამკონფიდენციალობის შეთანხმებისბოლოში, რათა მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ დამატებითი კონფიდენციალობის პრაქტიკის შესახებ, რომლებიც თქვენზე ვრცელდება.

პერსონალური ინფორმაცია

პერსონალური ინფორმაციის მოპოვება. „პერსონალური ინფორმაციაარის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს თქვენს სახელს, გვარს, საფოსტო მისამართს (მათ შორის ბილინგ და ტრანსპორტირების მისამართებს), ტელეფონის ნომრებს, ელექტრონულ ფოსტას, საკრედიტო ბარათის ნომერს და მომხმარებლის სახელს. ჩვენ ვიღებთპერსონალურ ინფორმაციასთქვენგან, როდესაც თვენ ირჩევთ მონაწილეობას ჩვენს შემოთავაზებებსა და პროგრამებში ან სხვაგვარად მოგვაწვდით ინფორმაციას უშუალოდ ჩვენ, მათ შორის, როდესაც თქვენ რეგისტრირებული ხართ ჩვენთან, შეისყიდით პროდუქტებს, მონაწილეობას იღებთ ჩვენს ინტერაქტიულ ფუნქციებში ან სხვაგვარად ურთიერთობთ ჩვენთანვებგვერდისგამოყენებით. პერსონალური ინფორმაციის გამოყენება. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთპერსონალური ინფორმაცია“:

იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც თქვენ მოგვაწოდეთ ის, შეუზღუდავად, რათა მოგვცეთ საშუალება დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები და შევასრულოთ თქვენი დაკვეთები;

თქვენი ურთიერთობებისა და ჩვენთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად;

რათა ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექტური შეტყობინებით, ტელეფონით ან ჩვეულებრივი ფოსტის გამოყენებით მოგაწოდოთ ინფორმაცია პროდუქტების, სერვისების, პროგრამებისა და შემოთავაზებების შესახებ, რამაც, ჩვენი აზრით, შესაძლოა დაგაინტერესოთ.

იმ მიზნით, რომ პერსონალიზაცია გავუკეთოთ თქვენს ჩვენთან ურთიერთობის გამოცდილებას, თქვენზე მორგებული პროდუქტებისა და შემოთავაზების წარმოდგენით.

რათა მოგცეთ საშუალება ისარგებლოთ, იკონტაქტოთ და ითანამშრომლოთ სხვებთან ჩვენს ვებგვერდზე;

იმ მიზნით, რომ დაგეხმაროთდამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენლისმოძებნაში, მათ შორის შემოგთავაზოთეივონის წარმომადგენელითუ თქვენ დაკარგავთ კავშირს თქვენს წინასავაჭრო წარმომადგენელთანდა გავაადვილოთდამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენლისბიზნეს საქმიანობები.

ჩვენი შიდა საქმიანი მიზნებიდან გამომდინარე, როგორიც არის მონაცემთა ანალიზი, აუდიტი, ახალი პროდუქტების განვითარება, ჩვენი-გვერდის განვითარება, ჩვენი სერვისების გაუმჯობესება, ამოვიცნოთ გამოყენების ტენდენციები და განვსაზღვროთ ჩვენი სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის დონე;

მოგანიჭოთ საშუალება მონაწილეობა მიიღოთ ლატარეებში, გათამაშებებში და მსგავს ღონისძიებებში, ასევე ადმინისტრირება გავუწიოთ ასეთ ღონისძიებებს (ზოგიერთს ამ ღონისძიებათაგან აქვს დამატებითი წესები, რომლებმაც შესაძლოა მოიცვას დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვისარგებლოთ და გავცეთ თქვენიპერსონალური ინფორმაცია“, ამგვარად ჩვენ გთავაზობთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს წესები);

იმ მიზნით, რომ შევასრულოთ და განვახორციელოთ თქვენი შეკვეთა, ან სხვაგვარად მოგაწოდოთ პროდუქტები და გაგიწიოთ მომსახურება, მაგალითად გავაფორმოთ გადახდა, მოგაწოდოთ შეკვეთა, ვითანამშრომლოთ თქვენთან თქვენს შესყიდვებთან დაკავშირებით და გაგიწიოთ შესაბამისი სამომხმარებლო მომსახურება; და

რათა მოგცეთ საშუალება გაუგზავნოთ ელექტრონული წერილი სხვა პირებს ჩვენი ფუნქციაგაუზიარეთ მეგობარსგამოყენებით (ამ ფუნქციის გამოყენებით თქვენ გვიდასტურებთ, რომ თქვენ უფლებამოსილი ხართ ისარგებლოთ და მოგვაწოდოთ ჩვენ თქვენი მეგობრის სახელი და გვარი და ელექტრონული მისამართი ამ მიზნისათვის. თქვენი მეგობრის ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ წერილის გასაგზავნად და ის არ შეინახება ჩვენს მონაცემთა ბაზაში); პერსონალური ინფორმაციის გაზიარება. ჩვენ შეგვიძლია გავცეთ პერსონალური ინფორმაცია:.

კომპანიებს, რომლებიც არიან ჩვენი შვილობილი კომპანიები, .. არიანეივონისოჯახის წევრები (დააჭირეთ აქ სიის სანახავად), ამასთანავე ჩვენ არ გავცემთ მას მათი უშუალო მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე. „ეივონიაკონტროლებს მონაცემებს და პასუხისმგებელიაპერსონალური ინფორმაციისერთად სარგებლობაზე;

მომსახურების გამწევ მესამე პირებს, რომლევიცეივონსუწევენ ისეთ მომსახურებას, როგორიც არის ვებგვერდების მართვა, მონაცემთა ანალიზი, გადახდების მართვა, ბრძანების შესრულება, ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, აუდიტი, ტრენინგი და სხვა მსგავსი მომსახურებები (ამ მესამე პირებს მიეწოდება ან მათთვის ხელმისაწვდომი იქნება თქვენი პერსონალური ინფორმაცია ჩვენთვის და თქვენი სახელით ამ მომსახურებების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე);

• „დამოუკიდებელ სავაჭრო წარმომადგენელსიმ მოცულობით, როგორიც აუცილებელი იქნება მათთვის თქვენთან დასაკავშირებლად, თქვენი ბრძანებების შესასრულებლად და თქვენთვის მომსახურების გასაწევად;

მესამე პირს ჩვენი საქმიანობის, აქტივების ან ფონდების ან მათი ნაწილის რაიმე სახის რეორგანიზაციის, შერწყმის, გაყიდვის, ერობლივი საწარმოს შექმნის, დანიშვნის, გადაცემისა და სხვაგვარად განკარგვისათვის (მათ შორის გაკოტრებისა და მსგავსი პროცესების ჩათვლით); და .

იმის მიხედვით, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ ან შესაბამისად: (a) მოქმედი კანონმდებლობთ განსაზღვრულ პირობებში, მათ შორის სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობების შესაბამისად; (b) იურიდიული პროცესების შესაბამისად; (c) საჯარო და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობებში, მათ შორის საჯარო და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობებში, თქვენი რეზიდენტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ (d) ჩვენი პირობების განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე; (e) ჩვენი საქმიანობის ან ჩვენი წარმომადგენლების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე; (f) ჩვენი და/ან ჩვენი წარმომადგენლების უფლებების, კონფიდენციალობის, უსაფრთხოების ან ქონების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე; და (g) ჩვენთვის ხელმისაწვდომობის დონის შემოწმებისა და შესაძლო ზიანის შემცირების მინზით. არაპერსონალური ინფორმაცია. არაპერსონალური ინფორმაციის მოპოვება. „არაპერსონალური ინფორმაციაარის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ მოიცავს ინფორმაციას კონკრეტულად თქვენს შესახებ, ასეთი ინფორმაციაა: • ბრაუზერის ინფორმაციას

ინფორმაციას, რომელიც მოიპოვება „Coockies“, ციფრული თეგებისა და სხვა ტექნოლოგიების საშუალებით; • დემოგრაფიული მონაცემები და სხვა ინფორმაცია, რომელიც მიწოდებულია თქვენს მიერ ან ჩვენი დამუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენლების მიერ

ზოგადი ინფორმაცია. ჩვენ და ჩვენმა მესამე პირის სერვის პროვაიდერებმა შესაძლოა მივიღოთარაპერსონალური ინფორმაციასხვადასხვა საშუალებით. მაგალითად ჩვენ

ვიღებთ ინფორმაციას როგორიც არის თქვენი კომპიუტერის ტიპი („Windows“ ან „Macintosh“), ეკრანის სიგანე, ოპერაციული სისტემის ვერსია და ინტერნეტ ბროუზერის ტიპი და ვერსია.

დემოგრაფიული ინფორმაციის მოპოვება, როგორიც არის თქვენი ადგილმდებარეობა, განათლება, პროფესია, ასაკი, სქესი, ასევე ინფორმაცია თქვენი ჰობისა და სპეციალური ინტერესების შესახევ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნებაყოფლობით გასცემთ ამგვარ ინფორმაციას.

სანამ ის არ იქნება კომბინირებულიპერსონალურ ინფორმაციასთან“, ეს ინფორმაცია არ წარმოადგენს თქვენი ან ნებისმიერი სხვა პირისპერსონალურ ინფორმაციას“.

ინფორმაციის მოპოვება. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთპერსონალური ინფორმაციაისე, რომ მიღებული ინფორმაცია არ გეხებოდეთ უშუალოდ თქვენ ან ვინმე სხვას. საუბარიაპერსონალური ინფორმაციისგამოყენებაზე ჩვენს მომახმარებელთა პროცენტის გამოთვლის მიზნით, რომლებიც ცხოვრონებ კონკრეტულ ტერიტორიაზე. რიგ შემთხვევბში, ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთარაპერსონალური ინფორმაცია“ „პერსონალურ ინფორმაციასთან“ (როგორიც არის თქვენი სახელისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობს კომბინაცია). თუ ჩვენ გავაერთიანებთ რომელიმეარაპერსონალურ ინფრმაციასადაპერსონალურ ინფორმაციას“, ამგვარი კომბინირებული ინფორმაცია ჩვენს მიერ ჩაითვლებაპერსონალურ ინფორმაციადიმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის იქნება გამოყენებული კომბინირებული სახით. არაპერსონალური ინფორმაციის გამოყენება და გაზიარება. იქიდან გამომდინარე, რომარაპერსონალური ინფორმაციაპირადად თქვენ არ გეხებათ, ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ, გამოვიყენოთ და გავცეთარაპერსონალური ინფორმაციაშეუზღუდავად ნებისმიერი მიზნებიდან გამომდინარე.

ქუქიზებიდა სხვა ტექნოლოგიები

ქუქიზები“:  ჩვენ და ჩვენს მომსახურების გამწევ მესამე პირებს შეგვიძლია ვისარგებლოთქუქიზებით“ „ვებ-გვერდზე“. „ქუქიზებივებსერვერს საშუალებას აძლევს გადასცეს მონაცემები კომპიუტერში მონაცემების შენახვისა და სხვა მიზნებისთვის. ჩვენ ვიყენებთქუქიზებსდა სხვა ტექნოლოგიებს, რათა, სხვა მრავალ მიზეზებთან ერთად, გაგიწიოთ უკეთესი მომსახურება მეტად მორგებებული ინფორმაციით და გაგიადვილოთვებგვერდისხელმისაწვდომობა და მისით სარგებლობა. ჩვენ ასევე ვთავაზობთ გამყიდველებს ისარგებლონქუქიზებითთქვენსვებგვერდზე“. თუ თქვენ არ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია, რომელიცქუქიზებითარის მოპოვებული, უმეტეს ბრაუზერი გთავაზობთ ადვილ პროცედურებს, რაც საშუალებას მოგცემთ უარი თქვათქუქიზებითსარგებლობაზე. „ქუქიზებისშესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს, რომელიც არ არის კავშირშიეივონთან“: http://www.allaboutcookies.org.

ლოკალური მეხსიერების ობიექტები:  ჩვენ და ჩვენთვის მომსახურების გამწევმა მესამე პირებმა შეგვიძლია ვისარგებლოთ ლოკალური ფლეშ-მეხსიერების ობიექტებით (შემდგომში, „ფლეშლმო“) კონკრეტულ სიტუაციებში, პროგრამა ამოგიცნობთ თქვენ და იმახსოვრებს რა არის თქვენს სავაჭრო კალათაში. „ფლეშლმოგანსხვავდება ბრაუზერისქუქიზებისაგან“, შენახული მონაცემების რაოდენობისა და ტიპებიდან გამომდინარე. ამასთან, თქვენ ჩვეულებრივ არ შეგიძლიათფლეშლმო“- ხელმისაწვდომობის კონტროლი, გაუქმება ან შეჩერება თქვენი ბროუზერიდან. „ფლეშლმო“- შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და მისი კონტროლისათვის დააჭირეთ დამხმარეგვერდს“ „ფლეშფლეიერისთვის“, აირჩიეთ გლობალური მეხსიერების პარამეტრების პანელი და მიჰყევით ინსტრუქციებს. თქვენს კომპიუტერზეფლეშლმო“- სანახავად გადადითვებგვერდის მეხსიერების პარამეტრების პანელზედა მიჰყევით ინსტრუქციებს რომელიმე კონკრეტულიფლეშლმო“– მიმოხედვისა და, სურვილის შემთხვევაში, გაუქმებისათვის.

ციფრული თეგები და სხვა ტექნოლოგიების საშუალებები: გრაფიკული მონაცემთა გაცვლის ფორმატი (GIF) არის უმცირესი გრაფიკები უნიკალური ამომცნობი სისტემით, რომლებიც ფუნქციით წააგავსქუქიზებს“. ამასთან, „ქუქიზებისგანგანსხვავებით, რომლებიც ჩაწერილია თქვენს კომპიუტერის მყარ დისკში, გრაფიკული მონაცემთა გაცვლის ფორმატი (GIF) უხილავია ვებ-გვერდზე. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ გრაფიკული მონაცემთა გაცვლის ფორმატი (GIF) (ასევე ცნობილი, როგორც ვებნიშნები, ვებხოჭოები ან ციფრული თეგები) ასევევებგვერდთანმიმართებაშიც, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, ვიმოქმედოთ ჩვენი საიტის სტუმრებთან ერთად და შევესაბამოთვებგვერდითსარგებლობის სტატისტიკასა და შესაბამის რეიტინგებს. ჩვენ და ჩვენთვის მომსახურების გამწევ მესამე პირს ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ გრაფიკული მონაცემთა გაცვლის ფორმატი (GIF) „HTML-ფორმატისელექტრონული ფოსტის გზავნილებში, ელექტრონული ფოსტის რეიტინგის შესამოწმებლად, ჩვენი მარკეტინგული კამპანიის წარმატების უზრუნველსაყოფად და იმის გასარკვევად, თუ როდის იხილავენ ან გადააგზავნიან ჩვენს ელექტრონულ წერილებს.

ვებგვერდის ანალიტიკა: ეივონსშეუძლია ითანამშრომლოს მომსახურების გამწევ მესამე პირებთან, რომლებიც სარგებლობენ ამ განყოფილებაში აღწერილი ტექნოლოგიებით, იმის გასაგებად, თუ როგორ იყენებენ ჩვენს ვებგევრდს მისი სტუმრები. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ „Omniture“-, მესამე მხარის ვებ ანალიზის მომსახურების პროვაიდერს, რაც გვეხმარება ჩვენი ვებგვერდის მუშაობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში. მეტი ინფორმაციისთვისა და „Omniture“- კონფიდენციალობის პოლიტიკის განხილვის მიზნით „Omniture Technology“-სა და მისი დაგზავნის ფუნქციის გასაცნობად, გთხოვთ იხილეთ მათიკონფიდენციალობის ცენტრი“. შემდეგი მისამართიდანhttp://www.omniture.com/en/privacy/2o7#optout

ვიჯეტები, განაცხადები და მსგავსი ტექნოლოგიები. თუ თქვენ არჩევთ ისარგებლოთ ჩვენს მიერ მოწოდებული ტექნოლოგიებით (როგორიც არის ვიჯეტი), ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციით ან სხვა ინფორმაციით, ასეთი ტექნოლოგია შესაძლოა გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი, მაგალითად, სოციალური მედიისა და სხვა ვებ-გვერდებისა და პლატფორმებისათვის, რომლებზედაც თქვენ შეგიძლიათ ხელმისაწვდომი გახადოთ შესაბამისი ტექნოლოგია. ამასთან, ზოგ ტექნოლოგიას შესაძლოა ჰქონდეს უნარივირუსის სახითგავრცელდეს სხვა ადგილმდებარეობებზე (მაგალითად, თქვენმა მეგობარმა ან კლიენტმა შესაძლოა გამოაქვეყნოს ბლოგი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თქვეს შესახებ). „ეივონიარ აგებს პასუხს იმ პერსონალური ინფორმაციის და/ან სხვა ინფორმაციის მოგროვებაზე, გამოყენებაზე ან გავრცელებაზე, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.

IP მისამართები
როგორ ვაგროვებთ IP მისამართებს

თქვენი „IP მისამართიარის ნომერი, რომელიც ავტომატურად ენიჭება კომპიუტერს, რომლითაც თქვენ სარგებლობთ ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერებთან ურთიერთობისას.
„IP მისამართიშესაძლოა ამოცნობილ და ჩაწერილ იქნას ავტომატურად ჩვენი სერვერის სარეგისტრაციო ფაილებში როცა კი მომხმარებელი ეწვევავებგვერდს“, ვებგვერდზე ყოფნის პერიოდის განმავლობაში. „IP-მისამართებისმოგროვება წარმოადგენს სტანდარტულ პრაქტიკას ინტერნეტში და ამას ავტომატურად აკეთებს მრავალი ვებგვერდი.

როგორ ვიყენებთ და გავცემთ „IP მისამართებს

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ „IP მისამართებიისეთი მიზნებისთვის, როგორიც არისვებგვერდითსარგებლობის დონის გამოანგარიშება, სერვერის ბრობლემების დიაგნოზირება, თაღლითობის ამოცნობა დავებგვერდისადმინისტრირება. ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყეოთ და გავანდოთ „IP მისამართებიყველა იმ მიზნით, რომელთათვისაც ჩვენ გამოვიყენებთ დაგავცემთ ინფორმაციას“. გთხოვთ ჩაინიშნოთ, რომ ჩვენ მივიჩნევთ „IP მისამრთებს“, სერვერის სარეგოსტრაციო ფაილებსა და მათთან დაკავშირებულ ინფორმაციებს არაპერსონალურ ინფორმაციად, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით ჩვენგან მოითხოვება სხვაგვარად მოქცევა.

სოციალური ქსელი და ინტერაქტიული საშუალებები

ჩვენსვებგვერდზეკონკრეტულმა ფუნქციებმა შესაძლოა მოგცეთ საშუალება იურთიერთობოთ ჩვენთან და სხვებთან. ეს შესაძლოა მოიცავდეს ბლოგებს, გზავნილების დაფებს, გზავნილების გაცვლის ფუნქციონალურობა, ჩეტის ფუნქციონალურობა და საზოგადო პროფილების შექმნა. როდესაც თქვენ იყენებთ ამ ფუნქციებს თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის თქვენი სახელი, ადგილმდებარეობა და ელექტრონული ფოსტა, შესაძლოა საჯაროდ ხელმისაწვდომი. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ რაიმე ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ შეარჩევთ წარმოსადგენად ამ ინტერაქტიული ფუნქციის გამოყენებით და ჩვენ მკაცრად გირჩევთ არ გაანდოთ რაიმე პერსონალური ინფორმაცია (როგორიც არის ჯანმრთელობასა და საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული ინფორმაცია) ამ ფუნქციების გამოყენებით. თუ თქვენ იყენებთ ამ ფუნქციებს, თქვენიპერსონალური ინფორმაციაშესაძლოა დარჩესვებგვერდზემას შემდეგაც, როცა თქვენ შეწყვეტთვებგვერდითსარგებლობას.

მესამე პირის ვებგვერდები

ჩვენივებგვერდიშესაძლოა ლინქით იყოს დაკავშირებული სხვა მესამე პირების ვებგვერდებთან. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე პირების იმ ვებგვერდების კონფიდენციალობაზე, რომელიც ლინქით არიან დაკავშირებული ან ინტეგრირებული არიან ჩვენსვაბგვერდთან“, ან იმ მესამე პირების კონფიდენციალობაზე, რომლებსაც რეკლამა აქვთ განთავსებული ჩვენსვებგვერდზე“. „ვებგვერდზებმულის ჩართვა არ გულისხმობს ჩვენს მიერ ბმულით დაკავშირებული ვებგვერდის მოწონებას. „ეივონის“ „დამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენლებიარიან ცალმხრივად პასუხისმგებელი საკუთარ ვებგვერდებზე და იმ ინფორმაციაზე, რომელიც ამ ვებგვერდებზე მოიპოვება. თუდამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენელიიყენებსეივონის ვებგვერდსთქვენგან ინფორმაციის მისაღებად, „ეივონმაშესაძლოა ხელმისაწვდომი გახადოს ის და მან უნდა გამოიყენოს ის ამკონფიდენციალურობის შეთანხმებისშესაბამისად.

მესამე პირის რეკლამა


ჩვენს შეგვიძლია გამოვიყენოთ მესამე პირის სარეკლამო კომპანიები სარეკლამო მოსმახურებისათვის, როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენსვებგვერდს“. ამ კომპანიებმა შესაძლოა გამოიყენონ ინფორმაციავებგვერდზეთქვენი სტუმრობის შესახებ იმ მიზნით, რომ მოგაწოდოთ რეკლამა იმ საქონლისა და მომსახურების შესახებ, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს თქვენი ინტერესის საგანს. ამვებგვერდისათვისრეკლამის მიწოდების მიზნით, ამ კომპანიებს შეუძლია განათავსოს ან ამოიცნოს უნიკალურიქუქიზითქვენს ბროუზერზე. თუ თქვენ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება ამ პრაქტიკის შესახებ ან იცოდეთ თქვენი არჩევნები იმ ინფორმაციის არქონის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამ კომპანიების მიერ, გთხოვთ ესტუმროთ http://networkadvertising.org/optout_nonppii.asp

უსაფრთხოება

სამწუხაროდ, ინტერნეტით გადაცემული არცერთი ინფორმაცია ან მონაცემთა დაცვის სისტემა შეიძლება იყოს 100%–ით დაცული. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი იმისა, ეჭვის ქვეშ დააყენოთ თქვენი ჩვენთან თანამშრომლობის უსაფრთხოება (მაგალითად, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ რომელიმე ანგარიშის უსაფრთხოება, რომელიც თქვენს მიერ არის მოწოდებული, რისკის ქვეშ იმყოფება). გთხოვთ სასწრაფოდ შეგვატყობინოთ ამ პრობლემის შესახებ ქვემოთ მოყვანილი განყოფილებითდაგვიკავშირდით“.

არჩევანი
ეივონისმიერ შემოთავაზებულ მარკეტინგულ და/ან სარეკლამო მომსახურებებზე უარის სათქმელად შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მოთხოვნა მისამართზე ქვემოთ მოყვანილ განყოფილებაშიდაგვიკავშირდით“.

ჩვენ შევეცდებით დავაკმაყოფილოდ ყველა მოთხოვნა გონივრულ ვადებში.

ხელმისაწვდომობა
თუ თქვენ გსურთ განიხილოთ, მოიპოვოთ ან წაშალოთპერსონალური ინფორმაცია“, რომელიც წინაწარ მოგვაწოდეთ, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოყვანილ განყოფილებაშიდაგვიკავშირდითმოყვანილი პირობების შესაბამისად. თუ თქვენ მოითხოვთ, გთხოვთ მიუთითოთ კონკრეტულად რა ინფორმაციის შეცვლას აპირებთ. ჩვენ შევეცდებით გიპასუხოთ შეძლებისადგვარად მალე .

შენახვა
ჩვენ შევინახავთ თქვენსპერსონალურინფორმაციას იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საჭიროა ამკონფიდენციალობის შეთანხმებაშიჩამოყალიბებული მიზნების განსახორციელებად, თუ არ იქნება მოთხოვნილი ან კანონით დაშვებული დამატებითი შენახვის პერიოდი.

საიტით სარგებლობა ბავშვების მიერ
ესვებგვერდიარ არის განკუთვნილი თოთხმეტ (14) წელზე დაბალი ასაკის მქონე პირებისთვის და ჩვენ მოვითხოვთ ამგვარმა პირებმა არ განთავსონპერსონალური ინფორმაციაჩვენსვებგვერდზე“.

ტრანსსასაზღვრო გადაცემა
თქვენიპერსონალური ინფორმაციაშესაძლოა შენახულ და დამუშავებულ იქნას ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც გვყავს ოფისები, და ჩვენთან თანამშრომლობითა დაპერსონალური ინფორმაციისმოწოდებით თქვენ იძლევით თანხმობას იმაზე, რომ თქვენი ინფორმაცია გატანილ იქნას თქვენი რეზიდენტობის ქვეყნის გარეთ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას განსხვავებული მონაცემთა დაცვის წესები, ვიდრე ჩვენს ქვეყანაშია.

ამ კონფიდენციალობის შეთანხმების განახლება
ჩვენ დროდადრო შეიძლება შევცვალოთ ესკონფიდენციალობის შეთანხმება“. გთხოვთ იხილოთ ბმულშიბოლო განახლებაამ გვერდის თავში, რათა შეიტყოთ თუ როდის იყო ესკონფიდეციალობის შეთანხმებაგანახლებული ბოლოს. ნებისმიერი ცვლილება ამკონფიდენციალობის შეთანხმებაშიძალაში შედის იმ მომენიდან, როდესაც ჩვენ განვათავსებთ შეცვლილკონფიდენციალობის შეთანხმებას“ „ვებგვერდზე“. თქვენი თანამშრომლობა ჩვენთან, ამ ცვლილებების გათვალისწინებით ნიშნავს, რომ თქვენ იღებთ ჩვენს განახლებულკონფიდენციალობის შეთანხმებას“.

დაგვიკავშირდით
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამკონფიდენციალობის შეთანხმებისშესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით repservice.ge@avon.com, ან რეგულარული ფოსტით 0119,.წრეთლის გამზ.#117. გამომდინარე იქედან, რომ კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტით მუდამ უსაფრთხო არ არის, გთხოვთ, ნუ მიუთითებთ თქვენს მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ ელექტრონულ წერილში ისეთ ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვან მონაცემებს შეიცავს.

დამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენლობები
შემდეგი დებულებები ეხება მხოლოდეივონის“ „დამოუკიდებელ სავაჭრო წარმომადგენლებს“: 
ესკონფიდენციალობის შეთანხმებაეხებაპერსონალურ ინფორმაციას“ „დამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენლებისშესახებ, რომელსაც მოიპოვებსეივონი“, მოგროვილს ელექტრონული ან სხვა გზით. ეს ინფორმაცია მოპოვებულ უნდა იქნასპერსონალურ ინფორმაციასთანერთად, რომელსაც მივიღებთ თქვენგან, როგორცეივონისკლიენტისგან, ზემოთ აღწერილის შესაბამისად.

თუ თქვენ გსურთ გახდეთეივონის წარმომადგენელიჩვენ შეგვიძლია მივიღოთ და გამოვიყენოთ თქვენიპერსონალური ინფორმაციამათ შორის საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული ინფრომაცია, თქვენი უფლებამოსილების განსაზღვრის მიზნით.

იმისათვის, რომ დანიშნოთეივონის წარმომადგენელი“, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ გააფორმოთ ცალკე ხელშეკრულებაეივონთან“ („წარმომადგენლობითი ხელშეკრულება“). თუ თქვენ გააფორმებთწარმომადგენლობით ხელშეკრულებას“, ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ, ვისარგებლოთ და გავანდოთ თქვენიპერსონალური ინფორმაციაამკონფიდენციალობის შეთანხმებისადა თქვენიწარმომადგენლობითი ხელშეკრულებისშესაბამისად. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვიპოვოთ, ვისარგებლოდ და გავანდოდ თქვენიპერსონალური ინფორმაცია“, როგორც აუცილებელი ინფორმაცია ჩვენი ვალდებულებების განსახორციელებლადწარმომადგენლობითი ხელშეკრულებისშესაბამისად. ამკონფიდენციალობის შეთანხმებასდაწარმომადგენლობით ხელშეკრულებასშორის შეუსაბამობის შემთხვევაში, გამოიყენებაწარმომადგენლობითი ხელშეკრულებისდებულებები.

სანამ თქვენ ხართეივონის წარმომადგენელი“ (მათ შორის სავაჭრო ლიდერი), ჩვენ შეგვიძლია გავცეთ თქვენიპერსონალური ინფორმაცია“:

  • რეგიონალურ მენეჯერებს, რეგიონის სავაჭრო მენეჯერები ან მსგავს თანამდებობრივ საფეხურზე მყოფი პირები, რომლებიც შეიძლება იყვნენეივონისდამოუკიდებელი კონტრაქტორები.
  • ეივონის წარმომადგენლებს“, როგორც ჩვენი ვაჭრობის ხელმძღვანელობის პროგრამის ნაწილ;
  • ახლანდელ და პოტენციურ კლიენტებს, რომლებსაც სურთეივონის წარმომადგენლისდახმარება; და
  • კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, რომლებიც გამოწვეულია საგადასახადო და ანგარიშის წარმოების ვალდებულებით.

ჩვენ შეგვიძლია ასევე კომბინირება გავუწიოთ არაპერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ და ჩვენი მომსახურების გამწევი მესამე პირები მოვიპოვებთ ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენივებგვერდითსარგებლობის შესახებ (ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის შესაბამისად) თქვენი უნიკალური წარმომადგენლობითი ანგარიშის ნომრით. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ კომბინირებული ინფორმაცია ისეთი მიზნებისთვის, როგორიც არისეივონის წარმომადგენლებისმიერვებგვერდითსარგებლობის ანალიზისათვის, იმისათვის, რომ შეფასდეს და გაუმჯობესდეს ჩვენი ბიზნეს მოდელი, და სხვა სხვა შიდა ანალიტიკური მიზნებისთვის.

დასტური/თანხმობა:

ღილაკზედადასტურებაზედაჭერით ვადასტურებ რომ გავეცანი და ვეთანხმები ეივონის კონფიდენცალურობის შეთნხმებას ჩემი პერსონალური მონაცემების შეგროვებას, შენახვას, გამოყენებას, დამუშავებას და გადაცემასეივონისთვის” (მათ შორის საზღვარგარეთ), ყველააფილირებული პირისათვის” და მესამე პირებისათვის იმ პირობით, რომეივონიუზრუნველყოფს ჩემი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობას და უსაფრთხოებას მათი დამუშავებისა და გადაცემის განმავლობაში

წინამდებარეთანხმობისსაფუძველზე, ვადასტურებ ჩემს თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და გადაცემის შესახებ იმ დროის განმავლობაში, რაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებს.

მე ინფორმირებული ვარ ჩემი უფლების შესახებ, მოვითხოვო პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, განადგურება, წაშლა, გამოვიხმო ჩემი `თანხმობა~ ნებისმიერ დროს წერილობითი განცხადების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

 

 

 
Print this page