საქართველო
  |   დახმარება

თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:

თანახმა ვარ და უფლებამოსილებას ვანიჭებ შპს “ეივო ნ კოსმეტიკს საქართველო”-ს  (საქართველოს  კანონმდებლობის  შესაბამისად) რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, 0119, წერეთლის გამზ. #117, საიდენტიფიკაციო კოდი: 204556426)  (შემდგომში “ეივონი”), დაამუშაოს ჩემი პერსონალური მონაცემები ქვემოთ მოცემული პირობების  შესაბამისად:

პირადი ინფორმაცია: გვარი, სახელი, მამის სახელი, ელფოსტის მისამართი, რეგისტრირებული და ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, დაბადებისთარიღი და ადგილი, სქესი, საკონტაქტო ინფორმაცია საგანგებო შემთხვევებისათვის (საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, სამსახურის ტელეფონის ნომერი);

საიმიგრაციო კანონმდებლობიდან გამომდინარე საჭირო ინფორმაცია: მოქალაქეობა, ინფორმაცია რეზიდენტობის შესახებ;

საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაცია: საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკომონაცემები და აგნარიშის ნომერი, რომელზეც უნდა ჩაირიცხოს ანაზღაურება.

პერსონალური მონაცემების დამუშავების საშუალებები და მიზნები

"ეივონი" უფლებამოსილია, დაამუშაოს  ჩემი პერსონალური ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:

1.    "ეივონთან" დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა დაფუნქციების შესრულება;
2.    საგადასახადო ვალდებულებების შესრულება;
3.    ანგარიშსწორება;
4.    უწყვეტი/კორპორაციული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
5.    პერსონალური მონაცემების ადმინისტრაციული საქმიანობისთვის გამოყენება;
6.    სტატისტიკური ანალიზი განხორციელება;
7.    საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა კანონიერიმიზანი.

"ეივონი" უფლებამოსილია, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის გამოიყენოს შემდეგი საშუალებები: შეგროვება, სისტემატიზირება, აკუმულირება, შენახვა ფურცელზე, ელექტრონულად დაელექტრონულ მონაცემთა ბაზის გამოყენებით ზემოხსენებული დამუშავების მიზნების განსახორციელებლად; შემოწმება, დაზუსტება (განახლება, შეცვლა) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, განაწილება (მათ შორის საქართველოში და საზღვარგარეთ გადაცემა); ანგარიშგების წესისა და რეესტრის ფორმირება; დეპერსონალიზაცია; ბლოკირება, განადგურება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებებისგამოყენება.

პერსონალური ინფორმაციის გადაცემა და ერთობლივი გამოყენება

"ეივონი" წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელიც მიეკუთვნება საერთაშორისო კორპორაცია –“ეივონ ფროდაქთს ინკ.”-ს, რომელსაც აშშ-სა და სხვა სახელმწიფოებში აქვს რამდენიმე წარმომადგენლობა, იურიდიული პირი, ფილიალი (შემდგომში “აფილირებული პირები”). მეორე მუხლით განსაზღვრულ მიზნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ჩემი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეთ “აფილირებულ პირებს” ნებისმიერ სახელმწიფოში. შემდეგ ვებ-გვერდზე შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის ნახვა “ეივონ ფროდაქთს ინკ.”-ისა და მისი “აფილირებულიპირების” შესახებ, რომლებმაც “ეივონთან” ერთად შეიძლება, დაამუშაონ ჩემი პერსონალური მონაცემები - http://www.avoncompany.com/world/index.html. “ეივონ ფროდაქთს ინკ.” იღებს  პასუხისმგებლობას  “აფილირებული პირების”, მათ შორის "ეივონის" მიერ ჩემი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. 

"ეივონი" და მისი "აფილირებული პირები" დრო და დრო უფლებამოსილი არიან, ჩემი პერსონალურიმონაცემები გადასცენ მესამე პირებს, როგორიცაა საკონსულტაციო ორგანოები:  შემოწმების განმახორციელებელი ორგანოები, ბუღალტერიის, აუდიტის, სამართლისა და სხვა სფეროში მომუშავე კონსულტანტები, ასევე კომპანიებს, რომლებიც აწვდიან "ეივონს" პროდუქციასა დამომსახურებას.

პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულება

შპს „ეივონ კოსმეტიკს საქართველო“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შექმნილი დაარსებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებული საქართველოსფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური საგადასახადოინსპექციის მიერ 2008 წლის 11 ივნისს, სარეგისტრაციო/საიდენტიფიკაციო ნომერი 204556426, იურიდიული მისამართი: წერეთლის 117, თბილისი, საქართველო, წარმოდგენილი დირექტორის ანა ცხადაძე სახით, პირადი № 60001123934 (შემდგომში მოხსენიებული, როგორც ეივონი).
ეივონი და მყიდველი ერთად შემდგომში მოიხსენიება, როგორც მხარეები და ცალცალკე, როგორცმხარე თანხმდებიან შემდგომ ხელშეკრულების პირობებზე.

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი  ეივონი იღებს ვალდებულებას მიჰყიდოს და მყიდველი იღებს ვალდებულებას იყიდოს და გადაიხადოს ეივონის პროდუქციისათვის (შემდგომშიმოხსენიებული, როგორც პროდუქცია) წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რომელიც რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-508 მუხლებით. 
მუხლი 2. მხარეთა ვალდებულებები
2.1 ეივონი იღებს ვალდებულებას 
2.1.2 მიაწოდოს მყიდველს იმ ტიპის, რაოდენობის და ღირებულების პროდუქცია, რომელიც მითითებული იქნება მყიდველის მიერ გაკეთებულ და ეივონის მიერ დრო და დრო მიღებულ შეკვეთებში; 
2.2.2 პროდუქციის მიწოდების დროს წარუდგინოს მყიდველს ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც კონკრეტულად იქნება მითითებული მიწოდებული პროდუქციის ტიპი, რაოდენობა, ღირებულება.
2.2 მყიდველი იღებს ვალდებულებას
2.2.1 მიიღოს მყიდველის მიერ გაკეთებული შეკვეთა და გადაიხადოს მისი ღირებულება.
2.2.2. დაადასტუროს პროდუქციის  მიღება ეივონის ჩაბარების აქტის ხელმოწერით და მისი ერთი ასლის ეივონისთვის დაბრუნებით.
2.2.3  არ წარადგინოს თავი ეივონის თანამშრომლად ან წარმომადგენლად ან პირად, რომელიც სამართლებრივად უფლებამოსილია წარმოადგინოს ან დაავალდებულოს ეივონი, ან ეივონის სახელით დადოს ხელშეკრულებები, ან აიღოს სხვა ვალდებულებები. წინამდებარე ხელშკერულების შედეგად მხარეთაშორის არ წარმოიშობა შრომითი ურთიერთობები.
მუხლი 3. პროდუქციის ნასყიდობის პირობები  
3.1 პროდუქციის ნებისმიერი შეკვეთა დამოკიდებულია მის ხელმისაწვდომობაზე და ნებისმიერ დროს შეიძლება პროდუქციის გამოთხოვა.
3.2 პროდუქციის მიღების მომენტიდან, მასზე საკუთრების უფლება გადადის მყიდველზე. იმის გამო, რომ ეივონი იყენებს პროდუქციის გაყიდვის განსაკუთრებულ მეთოდს ბროშურების საშუალებით, მიწოდების თარიღი არ არის გარანტირებული და ეივონი არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის ზარალისთვის, რომელიც ნებისმიერი მიზეზით დადგამიწოდების დაგვიანების შედეგად. 
3.3 მყიდველის მიერ გაკეთებულ შეკვეთასთან დაკავშირებით იმოქმედებს ის ფასები და ფასდაკლებები, რომლებიც დგინდება ეივონის მიერ და მყიდველის მიერ შეკვეთის გაკეთების თარიღისთვის არის მიმდინარე და მოქმედი. ეივონი უფლებამოსილია შეცვალოს პროდუქციის ფასები და პროდუქციასთან დაკავშირებით ნებისმიერი ფასდაკლების ან სპეციალური შემოთავაზების პირობები.     ნებისმიერი ასეთი ცვლილება წინასწარ ეცნობება მყიდველს და ძალაში შევა მხოლოდ მომავალ შეკვეთებთან მიმართებაში. 
3.4 ეივონი უფლებამოსილია დაადგინოს კონკრეტული ტიპის პროდუქციის შეკვეთის მინიმალური და/ან მაქსიმალური რაოდენობა. 
3.5 პროდუქციის ყოველი შეკვეთის გადახდა მყიდველის მიერ განხორციელდება პროდუქციის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ეივონისაგან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე. გადახდა განხორციელდება საბანკო  სისტემით     ეივონის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ეივონის საბანკო ანგარიშის მონაცემების  შესახებ მყიდველს ეცნობება წერილობით. მყიდველი გაიღებს გადახდასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საბანკო ხარჯებს და ეივონის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ეივონს ბანკის მიერ დამოწმებულ ქვითარს გადახდის შესახებ. მყიდველის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, ეივონი უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გაგზავნის გარეშე მყიდველი გადაიყვანოს წინასწარ გადახდაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შეკვეთის ღირებულება წინასწარ უნდა იყოს გადარიცხული საბანკო სისტემით ეივონის საბანკო ანგარიშზე. 
3.6 იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი არ გადაიხდის პროდუქციის საფასურს შესაბამის ვადებში, ეივონი იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს ნებისმიერი შემდგომი შეკვეთის მიღებაზე, შეაჩეროს ნებისმიერი შემდგომი მიწოდებები და დაგვიანებულ ნაშთზე დაარიცხოს 1 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დაგვიანებული ნაშთი შეიძლება ასევე წარედგონოს ვალის ამოღების სააგენტოებს ან სხვა მესამე პირებს ეივონის სახელით ვალის ამოღევისათვის და მყიდველი პასუხისმგებელია ყველა დამატებით ხარჯებისათვის, რომელსაც ეივონი გასწევს დაგვიანებული ნაშთის ანაზღაურებისათვის. 
3.7 ეივონი კისრულობს ვალდებულებას შეცვალოს დეფექტის მქონე პროდუქცია კარგი ხარისხის მსგავსი პროდუქციით, ან აუნაზღაუროს მყიდველს დეფექტის მქონე პროდუქციის ღირებულება ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული ნასყიდობის ფასის შესაბამისად იმ პირობით, რომ პროდუქციის დეფექტი არ იყო გამოწვეული მყიდველის მიერ და პროდუქცია დაბრუნდება მისი დამუშავების და მომდევნო ერთი კამპანიის განმავლობაში.

წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერით მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო ეივონის წესებს პროდუქციის დაბრუნებასა და გაცვლასთან დაკავშირებით. მხარეები თანხმდებიან, რომ ეივონი უფლებამოსილია დრო და დრო ერთპიროვნულად შეცვალოს დაბრუნების პროცედურის პირობები მყიდველისგან თანხობის მიღების გარეშე.

3.8 პროდუქციის გაყიდვის დეტალური პირობები მოცემულია ეივონის ბროშურებში, შეკვეთის ფორმებში, ანგარიშ-ფაქტურებში და დროდადრო გამოცემულ სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში,

რომლებიც ყველა ერთად წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 4. სავაჭრო ნიშნები და ინფორმაცია 
4.1 მყიდველი არ განახორციელებს ქმედებას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ან საფრთხე შეუქმნას ეივონის სავაჭრო ნიშნებს და მის გამორჩეულ ხარისხს, რაც წარმოადგენს ეივონის ან მისი შვილობილი კომპანიების ექსკლუზიურ საკუთრებას და დაცულია კანონით. მყიდველი არ გამოიყენებს ზემოთ აღნიშნულ სავაჭრო ნიშნებს და სახელებს ეივონის წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების გარეშე(რომელიც, მიღების შემთხვევაში, შეიძლება, შეიცავდეს გამოყენების წესისა და ფარგლების დეტალურ აღწერას და პირობებს). 
4.2 მყიდველი თანხმობას აცხადებს, რომ მისი პირადი მონაცემები და პირადი ნომერი შეინახება დადამუშავდება ეივონის და მისი უფლებამოსილი მესამე პირების მიერ (მათ შორის მყიდველის ზონის გაყიდვების მენეჯერის და გაყიდვების ხელმძღვანელის მიერ) მყიდველის მომსახურების მიზნით, მათ შორის პროდუქციის შეკვეთის დაკმაყოფილების მიზნით, ასევე პირდაპირი გაყიდვების, სტატისტიკური ინფორმაციის მიღების, საკრედიტო შემოწმების, თაღლითობის თავიდან აცილებისდა ვალის აკრეფვის მიზნით. მყიდველი ასევე თანახმაა, რომ ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის მისი პირადი მონაცემები გადაეცეს ეივონის ჯგუფში შემავალ ნებისმიერ სხვა კომპანიას ან საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ბიზნეს კავშირებს.

მუხლი 5. პირადი ინფორმაცია და მისი გამოყენება 
5.1 მყიდველი აცნობიერებს და თანახმაა, რომ მისი პირადი/პერსონალური ინფორმაცია/მონაცემები (ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ახდენს პიროვნების იდენტიფიკაციას, ან შეიძლება პირდაპირ თუ ირიბად იყოს გამოყენებული პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით, მათ შორის და არა მხოლოდ სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის ნომერი, პირადი საიდენტიფიკაციო ან ნებისმიერი ანგარიშის ნომერი და ა.შ.), განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები დამუშავდეს ეივონის მიერ და გამოყენებულ იქნეს: წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად, საკრედიტო ისტორიის შესამოწმებლად, დავალიანების ამოსაღებად და ეივონის დამოუკიდებელი გაყიდვების წარმომადგენლის საქმიანობის უკეთ გასაგებად, სტატისტიკური ინფორმაციის შესაგროვებლად, სპეციალური შემოთავაზებების განსახორციელებლად, რეკლამირებისათვის, პირდაპირი მარკეტინგისათვის, ეივონის პროდუქციისა და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გასაგზავნად და ასევე ხელმისაწვდომი გახადოს მსგავსი ინფორმაცია საჯარო სახელმწიფო უწყებებისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სხვა მიზნებით, რომლებიც განსაზღვრულია ეივონის კონფიდენციალურობის პოლიტიკით მითითებულ მისამართზე: http://www.ge.avon.com/REPSuite/privacySecurityTwo.page (ასევე იხილეთ დებულება პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ - http://www.ge.avon.com/REPSuite/rsslogin.page )
5.2 წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, პერსონალური ინფორმაციის/მონაცემების დამუშავება გულისხმობს მონაცემთა ნებისმიერ დამუშავებას, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავსავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთამიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას ეივონის შიდა რეგულაციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 
5.3 მყიდველი თანახმაა, მისი პირადი ინფორმაცია გამოიყენოს ეივონმა და გადასცეს (ეივონის მსოფლიო მასშტაბით არსებული ოფისების სია ხელმისაწვდომია ეივონის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, მისამართზე http://www.ge.avon.com/REPSuite/privacySecurityTwo.page (ასევე იხილეთ დებულება პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ - http://www.ge.avon.com/REPSuite/rsslogin.page), მის უფლებამოსილ მესამე მხარეს (მათშორის მყიდველის რაიონული გაყიდვების მენეჯერმა და პარტნიორმა მშობელ და შვილობილკომპანიებს, მესამე მხარის სერვისის მიმწოდებლებს, გაყიდვების სალიდერო პროგრამისწარმომადგენლებს, ადმინისტრაციულ/სახელმწიფო ორგანოებს ან ნებისმიერ მესამე პირს.მყიდველითანხმობას აცხადებს და აცნობიერებს, რომ მსგავსი პროცესი (პირადი/პერსონალური ნფორმაციის/მონაცემების გამოყენება) მოხდება გლობალურ დონეზე, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, სადაც პირადი მონაცემების დაცვის კანონები შესაძლოა განსხვავდებოდეს მყიდველის ქვეყანაში მოქმედი კანონებისაგან. მყიდველი ინფორმირებულია, რომ ეივონის კონფიდენციალურობისა და პირადიმონაცემების დაცვის ნორმების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მისთვის ხელმისაწვდომია ეივონის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შემდეგ მისამართზე  http://www.ge.avon.com/REPSuite/privacySecurityTwo.page (ასევე იხილეთ დებულება პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ - http://www.ge.avon.com/REPSuite/rsslogin.page )
5.4 მოთხოვნის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, წერილობითი ფორმით მიაწოდოს ეივონს წინამდებარე ხელშეკრულების  .15 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ინფორმაცია/მონაცემიმოთხოვნიდან 3(სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. ეივონი წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილია, თვითონ დაამუშაოს აღნიშნული მონაცემები ან დაავალოს [შესაბამისი კომპანიის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო მონაცემები] ეივონის სახელით დაამუშაოს ამგვარი მონაცემები.
5.5 მყიდველი ადასტურებს, რომ მან პირადი ინფორმაცია გადასცა ეივონს ნებაყოფილობით. თუმყიდველს სურს მოიძიოს, განაახლოს, შეცვალოს, დაბლოკოს ან გააუქმოს ნებისმიერი პირადიმონაცემი, მას შეუძლია დაუკავშირდეს ეივონს ელექტრონულ მისამართზე repservice.ge@avon.com. თუ მყიდველს სურს უარი თქვას ეივონის მარკეტინგული ინფორმაციების მიღებაზე მას შეუძლიაასევე დაუკავშირდეს ეივონს ელექტრონულ მისამართზე repservice.ge@avon.com
მუხლი 6. ფორსმაჟორი 

6.1 ეივონი პასუხს არ აგებს დაგვიანებაზე, შეუსრულებლობაზე, ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისთვის, თუ გარემოება ეივონის კონტროლს არ ექვემდებარება.
მუხლი 7. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების მოშლა. 
7.1 მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ მხარეების მიერ მისი ხელმოწერის, კომპანიის ბეჭდის დასმის და ეივონის მიერ მყიდველისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების შემდგომ, ეივონის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმება უნდა დამტკიცდეს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მყიდველის მიერ პირველი შეკვეთის შესრულებით, მყიდველისათვის შეკვეთილი პროდუქციის მიწოდების გზით.
7.2 მყიდველი აცნობიერებს და თანხამობას აცხადებს, რომ ეივონმა შესაძლოა თავისი შეხედულებისამებრ უარი განაცხადოს წინამდებარე მუხლის 7.1 პუნქტში აღნიშნული რეგისტრაციი ს ნომრის გაცემაზე. თუ  ეივონი უარს აცხადებს მყიდველს მიანიჭოს რეგისტრაციის  ნომერი  წინამდებარე ხელშეკრულება  ბათილია და არ  შევა ძალაში მიხედავად იმისა, რომ მას ხელი მოაწერეს/ ან თანხმობა გამოხატეს მხარეებმა ან მათმა წარმომადგენლებმა.
7.3 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის განუსაზღვრელი ვადით და თითოეულ მხარესუფლება აქვს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება მეორე მხარისთვის არანაკლებ 14 დღითადრე წერილობითი შეტყობინების მიწოდების გზით. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტისასმყიდველი არ თავისუფლდება არსებული ვალდებულებებისგან – ხელშეკრულების შეწყვეტამდე შეკვეთილი პროდუქციის საფასურის ან დაგვიანებულ ნაშთზე დარიცხული პროცენტის გადახდისაგან.

მუხლი 8. სხვადასხვა 
8.1 მყიდველი უნდა იყოს 18 წლის ასაკს გადაცილებული და უზრუნველყოს, რომ ეივონისათვის მიწოდებული მონაცემები იყოს სწორი, სრული დაგანახლებული.
8.1.1. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი წარმოადგენს 16 დან 18 წლამდე ასაკის პიროვნებას, იგი ვალდებულია ეივონს წარმოუდგინოს წარმომადგენლის (მშობლის ან მეურვის ან მზრუნველის) ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა ან/და ეივონის პარტნიორის თანდასწრებით კანონიერმა წარმომადგენელმა წერილობითი ფორმით გამოხატოს თანხმობა; თანხმობას თან უნდა ერთვოდეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
8.2 მყიდველს არ აქვს ვალდებულება ხელმეორედ გაყიდოს რომელიმე პროდუქტი. თუმცა, თუ მყიდველი გადაწყვეტს ხელმეორედ გაყიდოს პროდუქტი, ის ვალდებულია ყოველთვის მოიქცეს პროფესიონალურად და პატიოსნად დაიცვას ყველა შესაბამისი წესი. მყიდველი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჭირო ლიცენზიის ან რეგისტრაციის მოპოვებისთვის, ნებისმიერი დავალიანების გადახდისთვის, რაც, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს გადასახადს, სოციალურ დაზღვევას, ჯანმრთელობისა და საპენსიო დაზღვევას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებსა და რისკებს.
8.3 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ცვლილებას ეივონი განახორციელებს საიტის მეშვეობით, ცალმხრივად მყიდველის თანხმობის გარეშე. ხელშეკრულების ცვლილების ტექსტი განთავსდება ეივონის ოფიციალურ ვერბ გვერდზეwww.avon.ge, რომელიც ანთავისუფლებს ეივონს დამატებითი შეტყობინების გაგზავნის ვალდებულებისგან. 
8.3.1. მყიდველი თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან მობილური ტელეფონის საკონტაქტო მონაცემების ეივონისათვის მიწოდებით უფლებას ანიჭებს ეივონს ელექტრონული სახით, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით  აწარმოოს კომუნიკაცია მყიდველთან და მყიდველი თანახმაა, რომ ასეთი სახის კომუნიკაცია დააკმაყოფილებს წერილობითი შეტყობინების სამართლებრივ მოთხოვნებს.

8.4 წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 
8.5 მხარეთა შორის ნებისმიერი დავა ან უთანხმოება, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად გადაწყდება მოლაპარაკების გზით. თუ მხარეები ვერ შეძლებენ გადაწყვიტონ რომელიმე დავა ან უსიამოვნება მოლაპარაკების გზით, ისინი თანხმდებიან საკითხი გადასაწყვეტად გადასცენ საქართველოს სასამართლოს.
8.6 წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე, რომელთაგან შესაძლებელია გადაეცეს მხარეებს.

მუხლი 9. მხარეთა იურიდიული მისამართები

ეივონი:

შპს ეივონ კოსმეტიკს საქართველო

წერეთლის გამზირი, №117

თბილისი

საქართველო

 

დასტური/თანხმობა:

ღილაკზე “დადასტურებაზე” დაჭერით ვადასტურებ, რომ გავეცანი და ვეთანხმები პერსონალურიმონაცემების დამუშავების და პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მოცემულ პირობებს. ჩემი პერსონალური მონაცემების შეგროვებას, შენახვას, გამოყენებას, დამუშავებას და გადაცემას “ეივონისთვის”(მათ შორის საზღვარგარეთ), ყველა „აფილირებული პირისათვის“ და მესამეპირებისათვის იმ პირობით, რომ “ეივონი” უზრუნველყოფს ჩემი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობას და უსაფრთხოებას მათი დამუშავებისა და გადაცემის განმავლობაში. 
წინამდებარე “თანხმობის” საფუძველზე, ვადასტურებ ჩემს თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და გადაცემის შესახებ იმ დროის განმავლობაში, რაც შეესაბამება საქართველოსკანონმდებლობით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებს.
მე ინფორმირებული ვარ ჩემი უფლების შესახებ, მოვითხოვო პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, განადგურება, წაშლა, გამოვიხმო ჩემი თანხმობა ნებისმიერ დროს წერილობითი განცხადების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესისშესაბამისად.

ასევე უფლებამოსილი ვარ გამოვითხოვო პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულება.

ეივონის ბაზაში იმ მომეტისთვის არსებულ ჩემ ელექტრონულ ფოსტაზე ან პირადად სათავო ოფისში განცხადების საფუძველზე.