ბიზნესის განვითარების ახალი მოდელი!
არ ჩანს სურათები? დააჭირეთ აქ
logo
Avon-ი უკვე10 წელია ზრუნავს ქართველ ქალბატონებზე, სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, მოქნილ მომსახურებას, განვითარებას და რაც მთავარია, შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.
და სწორედ იმისათვის, რომ Avon-ის წარმომადგენელმა კიდევ უფრო კომფორტულად, თავდაჯერებულად და დაცულად იგრძნოს თავი
მე-4 კამპანიიდან გთავაზობთ დამატებით 5%-ს ბიზნესის განვითარებისთვის და ჯამში 35%-მდე ფასდაკლების მიღების შესაძლებლობას.
აქედან გამომდინარე გვეყოლება წარმომადგენლების 2 სეგმენტი:

1-VIP მომხმარებელი
წარმომადგენლები, რომლებიც პროდუქციას ყიდულობენ პირადი მოხმარებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, საჩუქრად და შეკვეთის მიზანი არის მხოლოდ ფასდაკლების მიღება სასურველ პროდუქციაზე იქნებიან სეგმენტში
VIP მომხმარებელი და ისარგებლებენ 15%-30%-მდე ფასდაკლებით და სტანდარტულად ექნებათ მონაწილეობის მიღების შეუზღუდავი შესაძლებლობა ყველა წარმომადგენლის პროგრამაში.
2-VIP წარმომადგენელი
წარმომადგენლები, რომლებიც პროდუქციას ყიდულობენ გაყიდვის მიზნით მომხმარებელზე და აქვთ ფულადი მოგება პროდუქციის გაყიდვის შედეგად იქნებიან სეგმენტში
VIP წარმომადგენელი, ექნებათ დამატებით ფასდაკლება 5%-ის ოდენებით, ისარგებლებენ 15%-35%-მდე ფასდაკლებით და სტანდარტულად ექნებათ მონაწილეობის მიღების შეუზღუდავი შესაძლებლობა ყველა წარმომადგელის პროგრამაში.
მნიშვნელოვანია!
ყველა ბიზნეს პარტნიორს, რომელსაც 2017 წლის მე-3 კამპანიის ჩათვლით
ერთხელ მაინც აქვს ჩარიცხული საკომისიო, ავტომატურად მიიღებს დამატებით 5%-ს პირად შეკვეთაზე შეკვეთის მიზნობრიობის მიუხედავად.
იქიდან გამომდინარე, რომ დამატებითი 5% გათვალისწინებულია ბიზნესის განვითარებისთვის, მის მისაღებად წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს ინდივიდუალურ მეწარმედ ან მცირე მეწარმედ რეგისტრაციის დოკუმენტი.
 

AVON-ი დამატებითი 5%-იანი ფასდაკლების მეშვეობით შესაძლებლობას გაძლევთ დაფაროთ გადასახადი, რომლის გადახდაც მოუწევს ინდივიდუალურ მეწარმედ ან მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ წარმომადგენელს მისი საქმიანობიდან გამომდინარე.

რა უნდა გააკეთოს წარმომადგენელმა იმისთვის, რომ მიიღოს დამატებითი 5% ბიზნესის განვითარებისთვის?
უნდა დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ ან მცირე მეწარმედ
როგორ და სად უნდა დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ ან მცირე მეწარმედ?
მივიდეს იუსტიციის სახლში ან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გააკეთოს განაცხადი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციაზე.
განაცხადის გაკეთებიდან 24 საათში ის მიიღებს საბუთს.
ინდ. მეწარმედ რეგისტრაციის შემდეგ სურვილიდან გამომდინარე წარმომადგენელს შეუძლია მცირე მეწარმის სტატუსის მიღება.
 
იმისთვის, რომ ინდ.მეწარმემ მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი, უნდა მივიდეს შემოსავლების სამსახურში, გააკეთოს განაცხადი მცირე მეწარმის სტატუსის მიღებაზე და
განაცხადის გაკეთებისთანავე ის მიიღებს საბუთს.
რა განსხვავებაა ინდივიდუალურ და მცირე მეწარმეს შორის?
წარმომადგენელი სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელია სტატუსის არჩევაში.
ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში, რომელიც ეხება ინდ.მეწარმედ ან მცირე მეწარმედ რეგისტრაციას წარმომადგენელს შეუძლია მიიღოს შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე.
ასევე, რეკომენდირებულია, წარმომადგენელმა გახსნას ინდ.მეწარმის ან მცირე მეწარმის სახელზე საბანკო ანგარიში იმისთვის, რომ მიიღოს პროდუქციის საფასური მომხმარებლისგან.
როგორ და სად უნდა მიიღოს წარმომადგენელმა დამატებითი 5% ბიზნესის განვითარებისთვის?
შეავსოს განაცხადის ფორმა VIP წარმომადგენლის სტატუსის მიღებაზე
შევსებული ფორმა წარმომადგენელმა უნდა გააგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: repservice.ge@avon.com
ან მოიტანოს სათავო ოფისში: თბილისი, კოსტავას 37/39

 დამატებითი 5% ფასდაკლება წარმომადგენელს ჩაერთვება 24 საათის განმავლობაში, მას შემდეგ რაც კომპანიის მხრიდან გადამოწმდება  და სტატუსის ცვლილების დასტურს მიიღებს შემდეგი SMS შეტყობინების მეშვეობით:

Zvirfaso xxxx!Tqveni statusi Seicvala da gaxda VIP warmomadgeneli.
DamatebiTi informaciisTvis dagvikavSirdiT: 2 508 508
SMS შეტყობინების მიღების შემდეგ განთავსებულ ყველა შეკვეთაზე წარმომადგენელი მიიღებს დამატებითი 5% ბიზნესის განვითარებისთვის.
გაითვალისწინეთ, თუ წარმომადგენელი შეკვეთას განათავსებს შეტყობინების მიღებამდე, ისარგებლებს ძველი ფასდაკლებით.


წარმომადგენელს სრული თავისუფლება აქვს გადაწყვიტოს რა სახის თანამშრომლობა სურს კომპანიასთან და აირჩიოს

რა სურს მას!
კომპანია ეივონი გისურვებთ წარმატებებს!
Fb YouTube
მეტი, ვიდრე სილამაზე