საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
კარიერა
   
   
   
 კარიერა
  
 ჩვენი გუნდი
  
 ჩვენი უნიკალური შემოთავაზება
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 
მთელს მსოფლიოში AVON აღიარებულია, როგორც ლიდერი კომპანია, რომელსაც აქვს საუკეთესო პროგრამები ტალანტების განვითარებისთვის.

გარდა მთელ რიგი ინიციატივებისა, ჩვენ გთავაზობთ:
• მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებში;
•შესაძლებლობას იმუშაოთ საერთაშორისო ჯგუფებში და გაიზიაროთ დიდი პასუხისმგებლობა
• საერთაშორისო გაცვლებს/მუშაობას საქართველოს ფარგლებს გარეთ
• მაღალპოტენციური კადრებისთვის სწავლების და განვითარების პროგრამებს, რომელთა დასრულების შემდეგ ისნი იღებენ კარიერული ზრდის შესაძლებლობას და სხვა.

კონკრეტული კარიერული მიზნების მისაღწევად AVON არ გაძლევთ გამზადებულ "მარშრუტს". ჩვენს თანამშრომლებს შეუძლიათ ერთნაირი წარმატებით მიაღწიონ ერთსა და იმავე კარიერულ მიზანს, განავითარონ რა თავისი ცოდნა და გამოცდიელბა სხვადასხვაგვარად, რადგან თითოეულ ჩვენგანს განვითარების საკუთარი სფეროები გვაქვს, ყველას ინდივიდულური პოტენციალი და ამბიციები გაგვაჩნია. თუმცა, ჩვენი შეფასების და განვითარების პროგრამის წყალობით AVON ხელს უწობს ყველა თანამშრომლის სტაბილურ და ეფექტიან პროფესიულ ზრდას. კომპანიის მხრიდან მკაფიოდ განსაზღვრული, მიღწევადი მიზნების დასახვა, ქცევის კონკრეტული სტანდარტების განსაზღვრა და რეგულარული უკუკავშირი მუდმივად გაუმჯობესებული სამუშაოს გარანტიაა.

AVON-ში თანამშრომელი თავად განსაზღვრავს თავისი განვითარების ტემპს და გზას.