საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
Финансовый отдел
   
   
   
კარიერა AVON-ში
 კარიერა
  
 ჩვენი გუნდი
  
 ჩვენი უნიკალური შემოთავაზება
  
  
  
  
  
  
  
  
  
  

ნატალია ივანივი 
ფინანსური მენეჯერი, AVON საქართველო ,

ფინანსური განყოფილება სპეციალიზდება ფინანსური ფუნქციების მრავალ ასპექტზე, ეს გულისხმობს კომპანიის ანგარიშების მომზადებას, ფინანსური მაჩვენებლების დაგეგმვის და ანალიზის პროცესის მართვას. რაც მიზანდ ისახავს კომპანიის მდგომარეობის მონიტორინგს, ამასთან ახალი გადაწყვეტილებების და კონცეფციების დანერგვას.

ფინანსურ დეპარტამენტში მუშაობა - ასევე სტრატეგიულ დაგეგმარებაში მონაწილების მიღების შესაძლებლობაა. ეს გულისხმობს სხვა განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობას, ამიტომ ამ განყოფილებაში მუშაობისას თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ისწავლოთ თანამედროვე ბიზნესის ბევრი დეტალი.

ფინანსური განყოფილება ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
- ბუღალტრული ანგარიშგება, ფინასური ანგარიშის მომზადება საქართველოს და FAS (US GAAP)-ის სტანდარტების შესაბამისად
- საგადასახადო აღრიცხვა და საგადასახადო ანგარიშგება
- შიდა კონტროლი, რისკების იდენტიფიცირება და შიდა პროცედურების მონიტორინგი
- ფინანსური ანალიზი და დაგეგმარება, ახალი პროექტების და გადაწყვეტილებების შეფასება, ხარჯების კონტროლი
- ფულადი ნაკადების მართვა (Treasury).

თუ თქვენ გსურთ მიიღოთ მოწინავე გამოცდილება ფინანსების სფეროში მსოფილიში ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში და შეგიძლიათ შექმნათ და შეინარუნოთ გუნდური სულისკვეთება, ჩვენ სიხარულით ვითანამშრომლებთ თქვენთან!