საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
ეკატერინე გუჯაბიძე
     
     
     
კარიერა AVON–ში
  კარიერა
   
  ჩვენი გუნდი
   
  ჩენი უნიკალური შემოთავაზება
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
     

ეკატერინე გუჯაბიძე
გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი

2012 წ. – უფროსი ბუღალტერი
2010 წ. – ბუღალტერი
2009 წ. – მონაცემთა ბაზის ოპერატორი


როგორ აირჩიე შენი გზა ეივონში?
სიმართლე გითხრა თავიდან გააზრებული არ მქონდა. ეივონი ისეთივე "სამსახური" მეგონა როგორიც სხვა ფირმა, ან ბანკი. ისიც კი არ ვიცოდი რომ მსოფლიო ბაზარზე ასეთი მოწინავე ადგილი ეკავა. უკვე პირველივე კვირას გავაცნობიერე როგორ გამიმართლა და ვიამაყე იმით რომ ამ კომპანიში დავიწყე მუშაობა. მაშინ კომპანიის კოლექტივი ძალიან პატარა იყო, შედგებოდა 10-15 ადამიანისგან. ძალიან მომეწონა ატმოსფერო რომელიც ამ მცირე კოლექტივში იგრძნობოდა. ყველანი პროფესიონალები და კრეატიულები იყვნენ.

რა ისწავლე ეივონში მუშაობის დროს?
რა თქმა უნდა ბევრი რამ ვისწავლე. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა რომ თეორიული ცოდნის პრაკტიკაში გამოყენების საშუალება მომეცა. ყველაფერი რასაც ვსწავლობდი ყოველდღიურ პრაკტიკაში აუცილებლობა იყო.

 

რამ მოახდინა გავლენა კომპანიაში შენს განვითარებაზე?
პირველ რიგში გამოცხადებულმა ნდობამ. როდესაც კომპანია გიცხადებს ნდობას და განდობს საპსაუხისმგებლო საკითხებს, გიწევს საკუთარ თავზე მუშაობა რომ ეს ნდობა გაამართლო. იზრდება ასევე სურვი და მოტივაცია იმისა რომ უფრო ღრმად შეისწავლო საკითხი და განავითარო საკუთარი თავი.

რა არის შენი მუშაობის შთაგონების წყარო?
:)) მე ხომ ფინანსურ განყოფილებაში ვარ, შეიძლება იფიქრო რომ შთაგონება არ გვჭირდება ჩვენს პროფესიაში. ჩემი მაგიდა (გარდა უამრავი სარგებლო ფურცლისა) სავსეა სხვადასხვა ლამაზი მოგონებების ამსახველი ნივთებით, ღია ბარათებით, რომელსაც ახალ წელს გვჩუქნის კომპანია, შოკოლადის ქაღალდებით, რომელიც ჩამოაქვთ ჩვენს კოლეგებს უკრაინიდან, ყავის ჭიქის დასადებებით, რომელიც ჩამოაქვთ მივლინებებიდან თანამშრომლებს. ეს ყველაფერი ჩემი კომპანიაში მუშაობის ისტორიაა. მუშაობისას, როდესაც ძალიან ვიღლები თვალში მომხვდება ხოლმე რომელიღაცა "სუვენირი" და სასიამოვნო მოგონებების თანხლებით, ახალი სტიმულით ვაგრძელებვ მუშაობას.
და კიდევ ჩემი განყოფოლების თანამშრომლები, ესენი არიან შთაგონების წყარო. ჩვენ ყველა ერთი მექანიზმის სხვადასხვა დეტალები ვართ. სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ მე თუ ჩემს საქმეს კარგად გავაკეთებ საერთო საქმე გაკეთდება კარგად. ეს დიდი სტიმულია.

რას ურჩევდი ახალ თანამშრომლებს?
ახალ თანამშრომლებს ვურჩევდი რომ რაც შეიძლება დროულად გადაეწყონ ეივონის ტალღაზე. ეივონის მუშაობის სტილი ძალიან განსხვავდება სხვა კომპანიებისგან. ადვილი არ არის, მაგრამ როდესაც შრომა გიფასდება ხვდები რომ ტყუილად არ გიშრომია.