საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
ნინო კეკელია
     
     
     
კარიერა AVON–ში
  კარიერა
   
  ჩვენი გუნდი
   
  ჩვენი უნიკალური შემოთავაზება
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
     

ნინო კეკელია
საწყობის ასისტენტი

2011 წ. – საწყობის ასისტენტი
2010 წ. – საამწყობე ხაზის ოპერატორი


როგორ აირჩიე შენი გზა ეივონში?
გულწრფელად რომ ვთქვათ ჩემი გზა ეივონში შემთხვევით დაიწყო, უბრალოდ მე ვიყავი ადამიანი რომელიც სამსახურს ეძებდა, კომპანია კი თანამშრომელს. მეტნაკლებად ვიცნობდი ეივონს მაგრამ არ იყო ერთადერთი კომპანია, რომელში მუშაობის სურვილიც მქონდა. დღევანდელი გადმოსახედიდან კი გამიმართლა.

რა ისწავლე ეივონში მუშაობის დროს?
აქ მუშაობის დროს ჩემი თანამშრომლების (უკვე მეგობრების ) დახმარებით პირველ რიგში ვისწავლე ის საქმე რასაც იმედია კარგად ვაკეთებ, განვვითარდი როგორც პროფესიულად ასევე პიროვნულად, ვისწავლე ადამიანეთან ურთიერთობა და დღეს ჩემს დღევანდელ საქმეს და გარემოს რომელშიც ვარ ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვნად სასიამოვმნო ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში.

რამ მოახდინა გავლენა კომპანიაში შენს განვითარებაზე?
ყველა დეტალი რომ ჩამოვთვალო, რომლებმაც ჩემს განვითარებაზე გავლენა მოახდინა შორს წაგვიყვანს, უბრალოდ გამოვყოფ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან ხელს მიწყობენ და გვერდში მიდგანან მე ხშირად ვსვამ კითხვებს, ისინი კი ყოველთვის ამომწურავად მპასუხობენ.

რა არის შენი მუშაობის შთაგონების წყარო?
ჩემი მუშაობის შთაგონების წყარო ჩემი საქმეა და კიდევ ის განწყობა, რომლითაც სამსახურში მივდივარ და რომლითაც ის ხალხი მხვდება, ვისთან ერთადაც უახლოესი 8 საათი უნდა გავატარო.

რას ურჩევდი ახალ თანამშრომლებს?
ვურჩევდი გაითვალისწინონ, რომ არაფერია ისეთი რის გაკეთებას და სწავლასაც ვერ შეძლებენ და რაც ყველაზე მთავარია ხშირდა გაიღიმონ.