საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
სალომე კიღურაძე
     
     
     
კარიერა AVON–ში
  კარიერა
   
  ჩვენი გუნდი
   
  ჩენი უნიკალური შემოთავაზება
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
     

სალომე კიღურაძე
HR ბიზნეს პარტნიორი


2011 წ. – HR ბიზნეს პარტნიორი
2008 წ. – პერსონალური ასისტენტი



როგორ აირჩიე შენი გზა ეივონში?
მე ეივონ საქართველოს ერთ ერთი პირველი თანამშრომელი ვარ. თავიდან ყველაფერი მარტივად დაიწყო, ვიცოდი რა იყო ჩემი მოვალეობები, რას ითხოვდნენ ჩემგან და ვცდილობდი უფრო მეტი გამეკეთებინა. რამდენიმე თვის შემდეგ გენერალურ მენეჯერთან შეხვედრაზე, სადაც 2009 წლის გეგმებზე და ჩემს განვითარეაზე უნდა გველაპარაკა, მოვამზადე იდეები რომელებიც ადამიანურ რესურსებსაც შეეხებოდა და ჩემი მხრიდან დამატებითი ინიციტივა იყო. აი ესე, ნელ-ნელა დავიწყე მუშაობა ამ მიმართულებით, უკრაინის HR-განყოფილების ზედამხედველობის ქვეშ ვმუშაობდი და ჩემი განვითარებაც ეტაპობრივად ხდებოდა. 2 წლის შემდეგ როცა უკვე ოფიცილურად დავინიშნე HR ბიზნეს პარტნიორად უკვე დარწმუნებული ვიყავი ჩემს თავში და ვიცოდი რომ ეს არის ის მიმართულება რომელიც ძალიან მომწონს.

 

რა ისწავლე ეივონში მუშაობის დროს?
უამრავი რამ, რაც დღეს ვიცი პროფესიული კუთხით შემიძლია ვთქვა რომ ეივონში ვისწავლე. დაწყებული HR-ის ადმიანისტრაციული სამუშაოთი დამთავრებული რთული გადაწყვეტილების მიღებით. მართლა მიჭირს კონკრეტულად გიპასუხო. არც ერთ უნივერსიტეტს არ შეუძლია მოგცეს იმდენი რაც ამ კომპანიამ მომცა. გარდა იმისა, რომ შენი გამოცდილებით სწავლობ ყველაფერს და ხშირად მარტო იღებ პასუხისმგებლობას, ყოველთვის არის ვიღაც აქ ან სხვა ქვეყანაში, ვისაც შეგიძლია მიმართო და რჩევა კითხო. ვინც შენზე მეტი იცის და შენზე მეტი გამოცდილება აქვს. და მაინც, ყველაზე მთავარი, რაც აქ ვისწავლე არის ის, რომ ნებისმიერი საქმე გამოწვევაა, რომ ყველა პროცესი ერთ საერთო სურათს ქმნის, რომ შეცდომის დაშვება - დამატებითი გამოცდილებაა, წარმატება კიდევ ერთი ნაბიჯია წინ წასავლელად, ჩვენი კერიერა ჩვენს ხელშია.

 

რამ მოახდინა გავლენა კომპანიაში შენს განვითარებაზე?
ადამიანებმა მოახდინეს დიდი გავლენა და დღესაც ახდენენ. სულ თავიდან, როდესაც კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, მენეჯმენტის გარდა, თანამშრომლების დიდი თანადგომა მახსოვს, ყველაფერში ვგრძნობდი მხარდაჭერას, ვიცოდი, რომ მგულშემატკივრობდნენ. ახლაც ვგრძნობ და ძალიან მიხარია. მთელს ეივონში, საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც ძალიან ძლიერ პროფესიონალებს ვხვდებით. ჩვენს მენეჯმენტში ყოველთვის არის რამდენიმე უცხოელი თანამშრომელი, რომელთა გამოცდილება ძალიან სასრგებლოა ჩვენთვის და უამრავი რამის სწავლა შეიძლება მათგან.
ჩვენთან მატრიცული სტუქტურის წყალობით, ჩვენ გვიწევს აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმეტთან მჭიდრო თანამშრომლობა, ყველა მენეჯმენტ შეხვედრაზე, ვხედავ პროცესს როგორ მიიღება სტრატეგიული გადაწყვეტილებები ბიზნესში, გულწრფელად შემიძლია ვთქვა რომ ვიცნობ და ვმუშაობ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ქმნიან და მართავენ ბიზნესს ყველაზე მაღალი საფეხურებიდან. ასეთ ადამიანებთან ურთერთობას არ შეეძლო არ მოეხდინა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა.

 

რას ურჩევდი ახალ თანამშრომლებს?
არ შეეშინდეთ გამოწვევების, უფრო მეტიც, რთული მიზნები დაისახონ, იმუშაონ მონდომებით, თავდადებით. საქართველო არის ეივონის ერთ-ერთი ახალგაზრდა ბაზარი, და აქ პრიორიტეტი ნიჭიერი ადამიანების განვითარებას ენიჭება.