საქართველო
    |         |     წარმომადგენელი

კვლევისა და ინოვაციის სამეცნიერო ცენტრი ქალაქ საფერნში

რით განსხვავდება კომპანია Avon-ი სხვა მრავალი კოსმეტიკური ბრენდებისგან? Avon-ს გააჩნია საკუთარი სამეცნიერო ცენტრი, რომელიც დიდი ხნის ისტორიას და ტრადიციებს უსვავს ხაზს, ეს კი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია კოსმეტიკურ ინდუსტრიაში.

მუდმივი ინოვაციები

Avon-ის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია ქალაქ საფერნში, ნიუ-იორკის შტატში დაფუძნდა 1897 წელს. ინოვაციის კენ სწრაფვა დაფუძნების დღიდან გახდა მისი სავიზიტო ბარათი. ჯერ კიდევ მაშინ ხის კედლებს მიღმა ათი თანამშრომელი ქმნიდა მთელი დროის საუკეთესო არომატებს. 1899 წელს ლაბორატორიის შენობა ორჯერ, ხოლო მე-20 საუკუნის ბოლოს 20-ჯერ გაიზარდა.

2005 წელს გაიხსნა ახალი შენობა კვლევისა და განვითარების გლობალური ცენტრი, რომელიც გადაჭიმულია 68 000 კვ. მეტრ ფართობზე და აშენდა საერთაშორისო სტანდარტებით „Green Building“ („მწვანე შენობა“) - მშენებლობის დროს გამოიყენებოდა ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რომლებიც არ იყო საზიანო გარემოსთვის.

ვინ არიან - Avon-ის მთავარი ნოვატორები?

დღეს კვლევისა და განვითარების გლობალური ცენტრი საფერნში - ეს არის Avon-ის გული. სწორედ აქ იქმნება Avon-ის კოსმეტიკური საშუალებების ყველა რეცეპტი. ცენტრის სუპერთანამედროვე შენობაში მუშაობს 300-ზე მეტი მეცნიერი და ტექნოლოგი სხვადასხვა ქვეყნებიდან ბიოქიმიის, ფარმაკოლოგიის, მოლეკულური მოდელირების, ბაქტერიოლოგიის და რეცეპტების შედგენის დარგში. Avon-ის მეცნიერთა გუნდი დაკომპლექტებულია შემოქმედი ადამიანებით, ისინი ქმნიან უახლეს ტექნოლოგიებს, რომლებიც მალევე 300 მილიონი მყიდველის ცხოვრების ნაწილი ხდება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

ცენტრის ახალ შენობას დამსახურებულად შეიძლება ეწოდოს ხელოვნების ნიმუში, რომელმაც Avon-ი კოსმეტიკისა და პარფიუმერიის პირდაპირი გაყიდვების ლიდერად აქცია. აქ ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება: შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნა და შენარჩუნება. Avon-ის მეცნიერებს შთააგონებთ და უბიძგებთ თანამშრომლობისაკენ სწორედ შენობის თანამედროვე მოდულარული განლაგება, რომელიც აერთიანებს ლაბორატორიას და საოფისე სივრცეს. თანამშრომლებს შეუძლიათ იურთერთონ ერთმანეთთან და გაუზიარონ საკუთარი იდეები კოლეგებს დასვენებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახებში. საკონფერენციო დარბაზებში არ დგას მაგიდები. მათ მაგივრობას მბრუნავი სკამები წევენ, რათა ადამიანებმა ყველანაირი შეზღუდვის და ბარიერის გარეშე შეძლონ ურთიერთობა.

მეცნიერული მიღწევები სილამაზის ინდუსტრიაში

კომპანიის საკუთარი სამეცნიერო ლაბორატორიების სიმრავლე მიუთითებს პროდუქციის შექმნის მიმართ სერიოზულ მიდგომაზე, რაც მოითხოვს კვლევებში მრავალმილიონიან ინვესტიციებს და ინოვაციის რითმისთვის ფეხის აყოლას.

Avon-ი უპირატესობას საკუთარ აღმოჩენებს ანიჭებს, რათა მუდამ იყოს კოსმეტიკური ბიზნესის ავანგარდი, გამოირჩეოდეს იმ კომპანიებისაგან, რომლებიც იძენენ მზა იდეებს და მათ საკუთარი სავაჭრო ნიშნით აწარმოებენ.

Avon-ის მეცნიერები ყოველწლიურად ქმნიან და ტესტავენ 1000-მდე პროდუქტს. მათ გააკეთეს მრავალი ცნობილი მეცნიერული აღმოჩენა. კომპანია Avon-ი ნოვატორია კანის მოვლის სფეროში, პირველად ბაზარზე გამოჩნდა ტექნოლოგია „AHA“ (პროდუქცია, რომელშიც გამოყენებულ იქნა ალფა-ჰიდროოქსიმჟავა). Avon-ი იყო პირველი ასაკის საწინააღმდეგო საშუალების შექმნაში, რომელმაც მოახდინა ვიტამინი А-ს და კონცენტრირებული ვიტამინი С-ს კომბინირება მის შემადგენლობაში. Rejuvi-cell-ის Derma-3X-ის და ჰერბაცევტიკის დაპატენტებულმა ტექნოლოგიებმა აიყვანეს კანის გამაახალგაზრდავებელი საშუალება საერთოდ სხვა საფეხურზე.

ყველაზე ნიჭიერი სპეციალისტების მოზიდვით მთელი მსოფლიოდან Avon-ი მომავალშიც არ შეწყვეტს მსოფლიოს გაოცებას საკუთარი აღმოჩენებით. მისი დაფუძნების დღიდან 1897 წლიდან დღემდე Avon-ის ლაბორატორია საფერნში, ცნობილი მთელს მსოფლიოში მისი გამოგონებებით და სილამაზის ინდუსტრიით, აგრძელებს მნიშვნელოვანი როლის თამაშს, რათა განახორციელოს Avon-ის მისია - იყოს კომპანია ქალებისათვის.