საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
Отдел Обеспечения продаж
   
   
   
კარიერა AVON–ში
 კარიერა
  
 ჩვენი გუნდი
  
 ჩვენი უნიკალური შემოთავაზება
  
  
  
  
  
  
  
  
  
  


ლევანი ქვარცხავა,
განყოფილების ხელმძღვანელი

გაყიდვების უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქცია და ამოცანა ფართო და მრავალფეროვანია, ამიტომ მას შეიძლება მთლიანი სტუქტურა ვუწოდოთ. ეს სტრუქტურა პასუხისმგებელია ყველაფერზე რაც ეხება პროდუქციის დროულ და ხარისხიან მიწოდებას ქარხნიდან საბოლოო მომხმარებლამდე. მოკლედ ეს გზა შეგვიძლია ასე აღვწეროთ: ჩვენი სპეციალისტები თვალყურს ადევნებენ ტვირთის მოძრაობას, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას და დოკუმეტების მომზადებას საბაჟო ინსტანციებისთვის, აკეთებენ იმპორტული პროდუქციის რეგისტრირებას და სერტიფიცირებას საქართველოს ტერიტორიაზე.

თანამშრომლები ორგანიზებას უკეთებენ ტვირთის შენახვას, მიღებას და გაცემას, ანალიზს და დაგეგმვას რეგიონებში მიწოდებისთვის. შეკვეთების აწყობა, ანუ შეკვეთილი პროდუქციის უშუალოდ ყუთებში ჩალაგება ხდება საამწყობე ხაზზე. როდესაც შეკვეთები შეგროვებულია და მზად არის მომხმარებლის ხელში მოხვდეს, პროცესში ტრანსპორტირების ფუნქცია ერთვება. ტრანსპორტირების სამუშაო გულისხმობს: შეკვეთების რეგიონებში ჩატანის უზრუნველყოფას, ავტონტრანსპორტის გამოყენების კონტროლს, დოკუმენტების კოორდინირებას და მონიტორინგს და ტრანსპორტთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციებს. დაბრუნებული პროდუქციის ადმინისტრირება, მათი გადატანა საამწყობე ხაზზე და საწყობში ჩვენი განყოფილების ერთ-ერთი ფუნქციაა.

ჩვენს სტრუქტურაში ვეძებთ სხვადასხვა ტიპის ადამიანებს, პირველ რიგში ახალგაზრდა, აქტიურ და ცნობისმოყვარე პიროვნებებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან განვითრებასა და ზრდაში. ასვე, ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ პროფესიული, მმართველობითი და ცხოვრებისეული გამოცდილება, მათ, ვისაც აქვს მეტის მიღწევის მოტივაცია და სურვილი. რა თქმა უნდა, ვეძებთ თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან, შეუძლიათ გაუმკლავდნენ სტრესს, დაიცვან ბალანსი ჯანსაღ ამბიციებსა და გუნდურ სულისკევთებას შორის.