საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
Отдел Продаж
   
   
   
კარიერა AVON-ში
 კარიერა
  
 ჩვენი გუნდი
  
 ჩვენი უნიკალური შემოთავაზება
  
  
  
  
  
  
  
  
  
  

ელმირა მურადიანი,
განყოფილების მენეჯერი

კეთილი იყოს თქვენი მობძანება გაყიდვების განყოფილებაში!

ჩვენი ძირითადი ამოცანაა - უზრუნველვყოთ AVON-ის პროდუქციის გაყიდვების სტაბილურობა და ზრდა, ასევე კომპანიის აქტიური წარმომადგენლების რაოდენობის მუდმივი ზრდა საქართველოს ტერიტორიაზე.

გაყიდვების განყოფილება – ყველაზე მსხვილი დეპარტამენტი კომპანიაში. ის შეიცავს 4 ქვეგანყოფილებას, რომლებიც მჭირდროდ თნამშრომლობენ ერთმანეთთან: ტრენინგების განყოფილება, გაყიდვების მხარდაჭერის განყოფილება, ანალიტიკოსთა და ველის გაყიდვების გუნდი.

ბიზნეს ტრენერების ამოცანაა, გასცენ ის ცოდნა და უნარები, რაც გაყიდვების განყოფილების ნებისმიერ თანამშრომელს დაეხმარება და ხელს შეუწყობს კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მიაღწიოს გაყიდვების განყოფილების მიზნებს.

გაყიდვების მხარდაჭერის განყოფილება ახდენს გაყიდვების ძირითადი მაჩვენებლების ანალიზს, გეგმავს და აკონტროლებს გაყიდვების განყოფილების ბიუჯეტს, უზრუნველყოფს დროულ, ზუსტ და ეფექტიან კომუნიკაციას ველის ყველა სტრუქტურასთან, ასევე კომპანიის სხვა განყოფილებებთან.

ამ განყოფილებაში სპეციალისტები შეიმუშავებენ, ნერგავენ და ადმინისტრაციას უწევენ საკომპენსაციო, წამახალისებელ და სამოტივაციო პროგრამებს და ღონისძიებებს, განკუთვნილს წარმომადგენლებისთვის, კოორდინატორებისთვის და გაყიდვების რაიონული მენეჯერებისთვის.

ანალიტიკოსები კომპანიაში წარმოადგენენ ანალიკიური გონების ცენტრს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და აკავშირებენ გაყიდვების ყველა განყოფილებას. ჩვენი ანალიტიკოსები აანალიზებენ კომპანიის პრობლემებს და ბიზნესის შესაძლებლობებს მოთხოვნის კონტექსტში და უწევენ რეკომენდაციებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხმარებიან არა მხოლოდ საკუთარ განყოფილებას, არამედ მთელ კომპანიას, დასახული მიზნების მიღწევაში.

საველე გაყდვების განყოფილება - ეს არის პროფესინალების მყარი გუნდი, რომლებიც შედგება ახალგაზრდა, მიზანდასახული, ძლიერი, ამბიციური ლიდერებისგან. ჩვენს განყოფილებაში შეგიძლიათ შეიძინოთ არა მხოლოდ ახალი ცოდნა, გამოცდილება, აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები და განავითაროთ პოტენციალი, აგრეთვე ისწავლოთ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალის მოძებნა ყველაზე სწრაფ ვადებში და ეს ამ ყველაფერს პოზიტიური განწყობით მიაღწიოთ.