საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
ნუცა სოსებაშვილი
     
     
     
კარიერა AVON–ში
  კარიერა
   
  ჩვენი გუნდი
   
  ჩენი უნიკალური შემოთავაზება
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
     

ნუცა სოსებაშვილი
მარკეტინგის მენეჯერი


2011 წ. – მარკეტინგის მენეჯერი
2008 წ. – მარკეტინგის კოორდინატორი




შენთვის ეივონი არის…
ის რაზეც ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო. . .
ჩემთვის AVON–ი არის:
სამუშაო ადგილი, ადამიანები, რომელთაც უკვე 5 წელია ვიცნობ და ვთანამშრომლობ, ადამიანები როლებიც ჩემთან ერთად პირველი პროცესების და პირველი მიღებული შედეგების მონაწილეები არიან.
მუდმივი გამოწვევა, მიზანი, განხორციელებული გეგმები, სამაგალითო ადამიანებთან ურთიერთიბის საშუალება, სკოლა სადაც ყოველ დღე ვსწავლობ, ვსწავლობ როგორ გადავჭრა პრობლემები, ვიყო შემოქმედებითი, ან კიდევ უფრო შემოქმედებითი, უბრალოდ ვსწავლობ როგორ მივუდგე სხვადსხვა ადამიანს.
ეს არის ადგილი სადაც ყოველი დღე ახალი გაკვეთილით მთავრდება, ადგილი სადაც გამოცდილების გაზიარება უბრალოდ სამუშაოს შემადგენილი ნაწილია!

 

რა დაგეხმარა წარმატების მიღწევაში?
მუდმივი გამოწვა კომპანიის მხრიდან, რომლებიც მუდმივად მიბიძგებს განვითარებისკენ.
ძალიან დიდი ენერგია რომელსაც ვგრძნობ პირველი დღიდან რაც კომპანიის ნაწილი გავხდი, შეგრძნება და უდიდესი პასუხისმგებლობა იმისა რომ ნაწილი ვარ, კომპანიის საქმიანობის და შეგრძნება, რომ თითოეული ადმიანის ქმედება და წინ გადადგმული ნაბიჯი, კომპანიის წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

 

რა არის შენი გუნდის წარმატების საიდუმლო?
ნიჭი, ამბიცია, მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ, ძალიან ძლიერი ენერგია და რა თქმა უნდა უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნება!