კანის ტიპი

ნორმალური ტიპის კანი

ნორმალური ტიპის კანის პატრონებს ძალიან გაუმართლათ. ასეთი ტიპის კანი იდეალურად ითვლება, თუმცა იშვიადად გვხვდება. ის ნაკლებ პრობლემებთანაა დაკავშირებული-არ აქვს მიდრეკილება გაღიზიანების და სიწითლისკენ, აქვს პატარა ფორები, არის მოვარდისფრო-ბეჟი ტონალობის,სუფთა, ნაზი და ელასტიური

მშრალი კანი

საგრძნობლად ხშირად გვხვდება და ითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, რადგან ძალიან მგრძნობიარეა მავნეზემოქმედების მიმართ და ადრე ბერდება. კანის გამოშრობას იწვევს სინოტივის დიდი ოდენობით აორთქლება. ახალგაზრდა ასაკში მშრალი კანი სასიამოვნოდ გამოიყურება, შემდგომში, განსაკუთრებით არასწორი მოვლის შედეგად, კანი შრება და კარგავს ელასტიურობას. სხვა ტიპებთან შედარებით ასეთ კანზე ნაოჭები ყველაზე ადრე ჩნდება.

მგრძნობიარე კანი

დღევანდელი ცხოვრების წესისა და გარემოს პირობების დამსახურებით ასეთი ტიპის კანი დღეს ყველაზე ხშირად გვხვდება. მგრძნობიარე კანისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ალბათ მრავალი თქვენგანისთვისაა ნაცნობი: დაჭიმულობის შეგრძნება, კანის გარკვეული ზონების გაღიზიანება, წითელი ლაქები და წერტილები. ასეთი ტიპის კანს არ ყოფნის ბუნებრივი დაცვა. ნეგატიური ზემოქმედების შედეგად მისი მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება. ასეთი ტიპის კანი საჭიროებს კოსმეტიკური საშუალებების ყურადღებით შერჩევას.

კომბინირებული კანი (შერეული ტიპი)

შედარებით იშვიათად გვხვდება. ახალგაზრდა და საშუალო ასაკში ქალბატობებს T-ზონაში (შუბლი,ცხვირი, ნიკაპი) კანი ძირითადად ცხიმიანი აქვთ.ლოყებზე ყელზე და თვალის გარშემო კი მშრალი. შერეული ტიპის კანი საჭიროებს თითოეული ნაწილის განსხვავებულ მოვლას.

ცხიმიანი კანი

პრობლემურად ითვლება: აქვს ზედმეტი სიპრიალე და ფართო ფორები. გადაჭარბებული სეკრეციის გამო მასზე ჩნდება შავი წერტილები. ცხიმიანი კანი გვხვდება ახალგაზრდა კანში და შეიძლება შეინარჩუნოს ეს მდგომარეობა 35-40 წლამდე. ცხიმიან კანზე ნაოჭები ჩნდება შედარებით გვიან.