საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
ქეთევან სურმავა
     
     
     
კარიერა AVON–ში
  კარიერა
   
  ჩვენი გუნდი
   
  ჩვენი უნიკალური შემოთავაზება
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
     

ქეთევან სურმავა
მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის ოპერატორი

2011 წ. – მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის ოპერატორი
2009 წ. – საამწყობე ხაზის ოპერატორი


როგორ აირჩიე შენი გზა ეივონში?
თავდაპირველად გავწევრიანდი როგორც წარმომადგენელი და ჩემი ცხოვრებაც კომპანია ეივონს ამ გზით დავუკავშირე. მიუხედავად იმისა რომ პროფესიით მხატვარი ვარ, გადავწყვიტე აქ მეცადა ბედი და საწყობში დავიწყე მუშაობა, სადაც სხვათაშორის უფრო ახლოს გავიცანი ეივონის თითოეული პროდუქტი. დღეს ოპერატორი ვარ და ჩემი ყოველი დღე დაკავშირებულია იმ ადამიანებთან რომლებიც ჩვენი კომპანიის მამოძრავებელ ღერძს წარმოადგენენ – ჩვენი წარმომადგენლები. გარდა ამ საქმიანობისა პერიოდულად ვითავსებ სხვადასხვა პროექტებს, ამიტომ ჩემი სამუშაო არასოდეს რუტინული და მოსაბეზრებელი არ არის, ყოველი დღე განსხვავებული და საინტერესოა.

რა ისწავლე ეივონში მუშაობის დროს?
ბევრი რამ ჯერ კიდევ მაშინ ვისწავლე როდესაც წარმომადგენელი ვიყავი, ადამიანებთან ურთიერთობა, სხვადასხვა პროგრამები, პროდუქტები. თუმცა პროდუქტები უფრო ახლოს და კარგად საწყობში მუშაობის დროს შევისწავლე, რაც ოპერატორად მუშაობის დროს ძალიან მეხმარება. დღესაც გამუდმებით ვცდილობ რომ რაიმე ახალი ვისწავლო და განვივითარო ის უნარები, რომლებიც სამომავლო წინსვლაში დამეხმარება.

რამ მოახდინა გავლენა კომპანიაში შენს განვითარებაზე?
აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ განვითარდე. მე ხელს მიწყობდნენ პირველ რიგში ჩემი ხელმძღვანელები და მათ გარდა ის ადამიანები, ვისთანაც ყოველდღე მიწევდა ურთიერთობა. ხედავდნენ ჩემს პოტენციალს და ყველანაირად ხელს მიწყობდნენ სწორი ნაბიჯის გადადგმაში.

რა არის შენი მუშაობის შთაგონების წყარო?
პირველ რიგში ის რომ ჩემი შრომა ფასდება, თუ ინდომებ ამას აუცილებლად ხედავენ და მას სათანადო შედეგიც მოყვება. ეს რა თქმა უნდა სტიმულს გაძლევს და საბოლოოდ შენც უფრო მეტს ინდომებ და ენერგიას არ იშურებ რომ უფრო მეტი და მეტი შედეგი აჩვენო. თანაც ძალიან მიყვარს ეს კომპანია და რა თქმა უნდა ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.

რას ურჩევდი ახალ თანამშრომლებს?
ვურჩევდი მოუსმინონ ყველა რჩევას, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ და ეცადონ რომ ყველაფერი რასაც ასწავლიან დაიმახსოვრონ. ელემენტარული და მარტივიც კი შეიძლება ძალიან გამოადგეთ მომავალში. დასვან რაც შეიძლება მეტი კითხვები და იყვნენ მუდმივად მობილიზებულები. ეივონი არის კომპანია, სადაც დრო ორჯერ უფრო სწრაფად გარბის და მთავარია ამ ტემპს აუწყო ფეხი.