საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
გუჩი თავხელიძე
     
     
     
კარიერა AVON–ში
  კარიერა
   
  ჩვენი გუნდი
   
  ჩენი უნიკალური შემოთავაზება
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
     

გუჩი თავხელიძე
საზოგადოებასთან ერთიერთობის სპეციალისტი

2011 წ. – საზოგადოებასთან ერთიერთობის სპეციალისტი
2010 წ. – ადმინისტრაციული ასისტენტი



როგორ აირჩიე შენი გზა ეივონში?
პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ვარ, თუმცა ეივონში მანამ დავიწყებდი მუშაობას ბანკში ვმუშაობდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა როდესაც ასისტენტის პოზიციაზე ამ კომპანიაში ამიყვანეს. თავდაპირველად, როდესაც ვაკანსიის შესახებ გავიგე, დავიწყე გარკვევა რა კომპანიაში ვაგზავნიდი რეზიუმეს და მაშინ გავიგე, რომ თურმე ეივონი საერთაშორისო ამერიკული კომპანიაა ამდენ წლიანი ისტორიით და რომ საქართველოში მხოლოდ ორი წლის დაარსებული ყოფილა. ჯერ კიდევ მაშინ დავისახე მიზნად რომ ამ კომპანიაში სასურველი შედეგებისთვის უნდა მიმეღწია და დღეს საკუთარი პროფესიით ვმუშაობ, თუმცა ეს არ არის ჩემი მიზნის დასასრული და წინ კიდევ ბევრი რამ მაქვს დაგეგმილი და განსახორციელებელი.

რა ისწავლე ეივონში მუშაობის დროს?
ეივონში მუშაობამ მასწავლა საკუთარი ძალების და შესაძლებლობების სწორად გამოყენება, მასწავლა რომ მთავარია გქონდეს მიზანი და სურვილი იმისა რომ ამ დასახულ მიზანს მიაღწიო, დანარჩენში ყველა და ყველაფერი  ხელს გიწყობს როგორც ხელმძღვანელი ისე ის თანამშრომლები, რომლებთანაც ყოველდღიურად გიწევს ურთიერთობა.
ეივონმა მასწავლა რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოვა.

.

რამ მოახდინა გავლენა კომპანიაში შენს განვითარებაზე?
გავლენა მოახდინეს პირველ რიგში იმ გამოცდილმა ადამიანებმა, რომლებიც ყოველდღიურად მაძლევდნენ სწორ რჩევებს, მეხმარებოდნენ თითოეული ნაბიჯის გადადგმაში და საბოლოოდ ვხედავდი შედეგს ჩემი გაკეთებული საქმის – ეს საოცარი გრძნობაა და დღესაც სტიმულს მაძლევს. აქ უამრავი პროგრამა და პროექტია იმისათვის რომ სწორი მიმართულება აირჩიო, გაიგო რა თვისებების და უნარების განვითარება გჭირდება და განავითარო კიდეც ისინი. გავლენა მოახდინა იმან, რომ ყველაფერი რაც აქამდე გამიკეთებია დამიფასდა და დღესაც ასე ხდება.

რა არის შენი მუშაობის შთაგონების წყარო?
ეს ყველა ის ადამიანია რომლებთანაც ყოველდღე ვმუშაობ და ვურთიერთობ, ეს ყველა ის პროექტი და აქტივობაა რასაც ვგეგმავთ და ვაკეთებთ პიარის და არა მხოლოდ პიარის მიმართულებით, როდესაც ვხედავ რამდენი რამე იცვლება და ვითარდება კომპანიაში ყოველდღიურად და ამის ერთ–ერთი ნაწილი შენ ხარ, ეს ნამდვილად შთაგაგონებს.

რას ურჩევდი ახალ თანამშრომლებს?
ვურჩევდი იყვნენ მუდამ აქტიურები, გამოიჩინონ რაც შეიძლება მეტი ინიციატივა, გაიგონ რაც შეიძლება მეტი განსაკუთრებით მუშაობის პირველ ეტაპზე. ეს ყველაფერი მათ დაეხმარებათ წარმატების მიღწევაში და საკუთარი მიზნების განხორციელებაში. ვურჩევდი არასოდეს დაიხიონ უკან, იარონ მხოლოდ წინ და არ შეეშინდეთ დაბრკოლებების, მათ გარეშე წარმატება ხომ უბრალოდ არ არსებობს.