საქართველო
  |   დახმარება

თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

  1. თანახმა ვარ და უფლებამოსილებას ვანიჭებ შპს `ეივონ კოსმეტიკს საქართველო~- (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, 0119, წერეთლის გამზ. #117, საიდენტიფიკაციო კოდი: 204556426) (შემდგომში `ეივონი~), დაამუშაოს ჩემი პერსონალური მონაცემები ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად: ~
  • პირადი ინფორმაცია: გვარი, სახელი, მამის სახელი, ელ-ფოსტის მისამართი, რეგისტრირებული და ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, საკონტაქტო ინფორმაცია საგანგებო შემთხვევებისათვის (საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, სამსახურის ტელეფონის ნომერი);
  • საიმიგრაციო კანონმდებლობიდან გამომდინარე საჭირო ინფორმაცია: მოქალაქეობა, ინფორმაცია რეზიდენტობის შესახებ;
  • საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაცია: საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო მონაცემები და აგნარიშის ნომერი, რომელზეც უნდა ჩაირიცხოს ანაზღაურება.

 

  1. პერსონალური მონაცემების დამუშავების საშუალებები და მიზნები

"ეივონი" უფლებამოსილია, დაამუშაოს ჩემი პერსონალური ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:

1.    "
ეივონთან" დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და ფუნქციების შესრულება;
2.    
საგადასახადო ვალდებულებების შესრულება;
3.    
ანგარიშსწორება;
4.    
უწყვეტი/კორპორაციული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
5.    
პერსონალური მონაცემების ადმინისტრაციული საქმიანობისთვის გამოყენება;
6.    
სტატისტიკური ანალიზი განხორციელება;
7.    
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა კანონიერი მიზანი.

"ეივონი" უფლებამოსილია, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის გამოიყენოს შემდეგი საშუალებები: შეგროვება, სისტემატიზირება, აკუმულირება, შენახვა ფურცელზე, ელექტრონულად და ელექტრონულ მონაცემთა ბაზის გამოყენებით ზემოხსენებული დამუშავების მიზნების განსახორციელებლად; შემოწმება, დაზუსტება (განახლება, შეცვლა) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, განაწილება (მათ შორის საქართველოში და საზღვარგარეთ გადაცემა); ანგარიშგების წესისა და რეესტრის ფორმირება; დეპერსონალიზაცია; ბლოკირება, განადგურება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებების გამოყენება.

 

  1. პერსონალური ინფორმაციის გადაცემა და ერთობლივი გამოყენება

"ეივონი" წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელიც მიეკუთვნება საერთაშორისო კორპორაცია – `ეივონ ფროდაქთს ინკ.~-, რომელსაც აშშ-სა და სხვა სახელმწიფოებში აქვს რამდენიმე წარმომადგენლობა, იურიდიული პირი, ფილიალი (შემდგომში `აფილირებული პირები~). მეორე მუხლით განსაზღვრულ მიზნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ჩემი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეთ `აფილირებულ პირებს~ ნებისმიერ სახელმწიფოში. შემდეგ ვებ-გვერდზე შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის ნახვა `ეივონ ფროდაქთს ინკ.~-ისა და მისი `აფილირებული პირების~ შესახებ, რომლებმაც `ეივონთან~ ერთად შეიძლება, დაამუშაონ ჩემი პერსონალური მონაცემები - http://www.avoncompany.com/world/index.html. `ეივონ ფროდაქთს ინკ.~ იღებს პასუხისმგებლობას `აფილირებული პირების~, მათ შორის "ეივონის" მიერ ჩემი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

"
ეივონი" და მისი "აფილირებული პირები" დრო და დრო უფლებამოსილი არიან, ჩემი პერსონალური მონაცემები გადასცენ მესამე პირებს, როგორიცაა საკონსულტაციო ორგანოები: შემოწმების განმახორციელებელი ორგანოები, ბუღალტერიის, აუდიტის, სამართლისა და სხვა სფეროში მომუშავე კონსულტანტები, ასევე კომპანიებს, რომლებიც აწვდიან "ეივონს" პროდუქციასა და მომსახურებას.

  
პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულება 


შპს „ეივონ კოსმეტიკს საქართველო“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შექმნილი დაარსებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური საგადასახადო ინსპექციის მიერ 2008 წლის 11 ივნისს, სარეგისტრაციო/საიდენტიფიკაციო ნომერი 204556426, იურიდიული მისამართი: წერეთლის 117, თბილისი, საქართველო, წარმოდგენილი დირექტორის ანა ცხადაძის სახით, პირადი № 60001123934 (შემდგომში მოხსენიებული, როგორც ეივონი)

ეივონი
და მყიდველი ერთად შემდგომში მოიხსენიება, როგორც მხარეები და ცალცალკე, როგორც მხარე თანხმდებიან შემდგომ ხელშეკრულების პირობებზე 

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი  ეივონი იღებს ვალდებულებას მიჰყიდოს და მყიდველი იღებს ვალდებულებას იყიდოს და გადაიხადოს ეივონის პროდუქციისათვის (შემდგომშიმოხსენიებული, როგორც პროდუქცია) წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რომელიც რეგულირდება საქართველოს სამოქა-ლაქო კოდექსის 477-508 მუხლებით.

მუხლი
2. მხარეთა ვალდებულებები
2.1 ეივონი იღებს ვალდებულებას
2.1.2
მიაწოდოს მყიდველს იმ ტიპის, რაოდენობის და ღირებულების პროდუქცია, რომელიც მითითებული იქნება მყიდველის მიერ გაკეთებულ და ეივონის მიერ დრო და დრო მიღებულ შეკვეთებში;
2.2.2
პროდუქციის მიწოდების დროს წარუდგინოს მყიდველს ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც კონკრეტულად იქნება მითითებული მიწოდებული პროდუქციის ტიპი, რაოდენობა, ღირებულება.

2.2
მყიდველი იღებს ვალდებულებას
2.2.1 მიიღოს მყიდველის მიერ გაკეთებული შეკვეთა და გადაიხადოს მისი ღირებულება.
2.2.2.
დაადასტუროს პროდუქციის  მიღება ეივონის ჩაბარების აქტის ხელმოწერით და მისი ერთიასლის ეივონისთვის დაბრუნებით.
2.2.3
არ წარადგინოს თავი ეივონის თანამშრომლად ან წარმომადგენლად ან პირად, რომელიც სამართლებრივად უფლებამოსილია წარმოადგინოს ან დაავალდებულოს ეივონი, ან ეივონის სახელით დადოს ხელშეკრულებები, ან აიღოს სხვა ვალდებულებები. წინამდებარე ხელშკერულების შედეგად მხარეთაშორის არ წარმოიშობა შრომითი ურთიერთობები.

მუხლი3. პროდუქციის ნასყიდობის პირობები 
3.1
პროდუქციის ნებისმიერი შეკვეთა დამოკიდებულია მის ხელმისაწვდომობაზე და ნებისმიერ დროს შეიძლება პროდუქციის გამოთხოვა.
3.2
პროდუქციის მიღების მომენტიდან, მასზე საკუთრების უფლება გადადის მყიდველზე. იმის გამო, რომ ეივონი იყენებს პროდუქციის გაყიდვის განსაკუთრებულ მეთოდს ბროშურებისსაშუალებით, მიწოდების თარიღი არ არის გარანტირებული და ეივონი არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის ზარალისთვის, რომელიც ნებისმიერი მიზეზით დადგამიწოდების დაგვიანების შედეგად.
3.3
მყიდველის მიერ გაკეთებულ შეკვეთასთან დაკავშირებით იმოქმედებს ის ფასები და ფასდაკლებები, რომლებიც დგინდებაეივონის მიერ და მყიდველის მიერ შეკვეთის გაკეთების თარიღისთვის არის მიმდინარე და მოქმედი. ეივონი უფლებამოსილია შეცვალოს პროდუქციის ფასები დაპროდუქციასთან დაკავშირებით ნებისმიერი ფასდაკლების ან სპეციალური შემოთავაზების პირობები. ნებისმიერი ასეთი ცვლილება წინასწარ ეცნობება მყიდველს და ძალაში შევა მხოლოდ მომავალ შეკვეთებთან მიმართებაში.
3.4
ეივონი უფლებამოსილია დაადგინოსკონკრეტული ტიპის პროდუქციის შეკვეთისმინიმალური და/ან მაქსიმალური რაოდენობა.
3.5
პროდუქციის ყოველი შეკვეთის გადახდა მყიდველის მიერ განხორციელდება პროდუქციის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ეივონისაგან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. გადახდა განხორციელდება საბანკო სისტემით ეივონის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ეივონის საბანკო ანგარიშის მონაცემების შესახებ მყიდველს ეცნობება წერილობით. მყიდველი გაიღებს გადახდასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საბანკო ხარჯებს და ეივონის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ეივონს ბანკის მიერ დამოწმებულ ქვითარს გადახდის შესახებ. მყიდველის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, ეივონი უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გაგზავნის გარეშე მყიდველი გადაიყვანოს წინასწარ გადახდაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შეკვეთის ღირებულება წინასწარ უნდა იყოს გადარიცხული საბანკო სისტემით ეივონის საბანკო ანგარიშზე.
3.6
იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი არ გადაიხდის პროდუქციის საფასურს შესაბამის ვადებში, ეივონი იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს ნებისმიერი შემდგომი შეკვეთის მიღებაზე, შეაჩეროს ნებისმიერი შემდგომი მიწოდებები და დაგვიანებულ ნაშთზე დაარიცხოს 1 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დაგვიანებული ნაშთი შეიძლება ასევე წარედგონოს ვალის აკრეფვის სააგენტოებს ან სხვა მესამე პირებს ეივონის სახელით ვალის აკრეფვისათვის და მყიდველი პასუხისმგებელია ყველა დამატებით ხარჯებისათვის, რომელსაც ეივონი გასწევს დაგვიანებული ნაშთის ანაზღაურებისათვის.
3.7 ეივონი კისრულობს ვალდებულებას შეცვალოს დეფექტის მქონე პროდუქცია კარგი ხარისხის მსგავსი პროდუქციით, ან აუნაზღაუროს მყიდველს დეფექტის მქონე პროდუქციის ღირებულება ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული ნასყიდობის ფასის შესაბამისად იმ პირობით, რომ პროდუქციის დეფექტი არ იყო გამოწვეული მყიდველის მიერ და პროდუქცია დაბრუნდება მისი დამუშავების და მომდევნო ერთი კამპანიის განმავლობაში.

წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერით მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო ეივონის წესებს პროდუქციის დაბრუნებასა და გაცვლასთან დაკავშირებით. მხარეები თანხმდებიან, რომ ეივონი უფლებამოსილია დრო და დრო ერთპიროვნულად შეცვალოს დაბრუნების პროცედურის პირობები მყიდველისგან თანხობის მიღების გარეშე.

3.8 პროდუქციის გაყიდვის დეტალური პირობები მოცემულია ეივონის ბროშურებში, შეკვეთის ფორმებში, ანგარიშ-ფაქტურებში და დროდადრო გამოცემულ სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში, რომლებიც ყველა ერთად წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 4. სავაჭრო ნიშნები და ინფორმაცია
4.1
მყიდველი არ განახორციელებს ქმედებას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ან საფრთხე შეუქმნას ეივონის სავაჭრონიშნებს და მის გამორჩეულ ხარისხს, რაც წარმოადგენს ეივონის ან მისი შვილობილი კომპანიების ექსკლუზიურ საკუთრებას და დაცულია კანონით. მყიდველი არ გამოიყენებს ზემოთ აღნიშნულ სავაჭრო ნიშნებს და სახელებს ეივონის წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების გარეშე(რომელიც, მიღების შემთხვევაში, შეიძლება, შეიცავდეს გამოყენების წესისა და ფარგლების დეტალურ აღწერას და პირობებს).
4.2
მყიდველი თანხმობას აცხადებს, რომ მისი პირადი მონაცემები და პირადი ნომერი შეინახება და დამუშავდება ეივონის და მისი უფლებამოსილი მესამე პირების მიერ (მათ შორის მყიდველის ზონის გაყიდვების მენეჯერის და გაყიდვების ხელმძღვანელის მიერ) მყიდველის მომსახურების მიზნით, მათ შორის პროდუქციის შეკვეთის დაკმაყოფილების მიზნით, ასევე პირდაპირი გაყიდვების, სტატისტიკური ინფორმაციის მიღების, საკრედიტო შემოწმების, თაღლითობის თავიდან აცილების და ვალის აკრეფვის მიზნით. მყიდველი ასევე თანახმაა, რომზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის მისი პირადი მონაცემები გადაეცეს ეივონის ჯგუფში შემავალ ნებისმიერ სხვა კომპანიას ან საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ბიზნეს კავშირებს.

მუხლი 5. პირადი ინფორმაცია და მისი გამოყენება
5.1
მყიდველი აცნობიერებს და თანახმაა, რომ მისი პირადი/პერსონალური ინფორმაცია/მონაცემები (ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ახდენს პიროვნების იდენტიფიკაციას, ან შეიძლება პირდაპირ თუ ირიბად იყოს გამოყენებული პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით, მათ შორის და არა მხოლოდ სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის ნომერი, პირადი საიდენტიფიკაციო ან ნებისმიერი ანგარიშის ნომერი და ..), განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები დამუშავდეს ეივონის მიერ და გამოყენებულ იქნეს: წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად, საკრედიტო ისტორიის შესამოწმებლად,დავალიანების ამოსაღებად და ეივონის დამოუკიდებელი გაყიდვების წარმომადგენლის საქმიანობის უკეთ გასაგებად, სტატისტიკური ინფორმაციის შესაგროვებლად, სპეციალური შემოთავაზებების განსახორციელებლად, რეკლამირებისათვის, პირდაპირი მარკეტინგისათვის, ეივონის პროდუქციისა და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გასაგზავნად და ასევე ხელმისაწვდომი გახადოს მსგავსი ინფორმაცია საჯარო სახელმწიფო უწყებებისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სხვა მიზნებით, რომლებიც განსაზღვრულია ეივონის კონფიდენციალურობის პოლიტიკით მითითებულ მისამართზე: http://www.ge.avon.com/REPSuite/privacySecurityTwo.page
5.2
წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, პერსონალური ინფორმაციის/მონაცემების დამუშავებაგულისხმობს მონაცემთა ნებისმიერ დამუშავებას, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას ეივონის შიდა რეგულაციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5.3
მყიდველი თანახმაა, მისი პირადი ინფორმაცია გამოიყენოს ეივონმა და გადასცეს (ეივონის მსოფლიო მასშტაბით არსებული ოფისების სია ელმისაწვდომია ეივონის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, მისამართზე http://www.ge.avon.com/REPSuite/privacySecurityTwo.page), მის უფლებამოსილ მესამე მხარეს (მათ შორის მყიდველის ზონალური გაყიდვების მენეჯერმა და კოორდინატორმა) მშობელ და შვილობილ კომპანიებს, მესამე მხარის სერვისის მიმწოდებლებს, გაყიდვების სალიდერო პროგრამის წარმომადგენლებს, ადმინისტრაციულ/სახელმწიფო ორგანოებს ან ნებისმიერ მესამე პირს.მყიდველი თანხმობას აცხადებს და აცნობიერებს, რომ მსგავსი პროცესი (პირადი/პერსონალური ნფორმაციის/მონაცემების გამოყენება) მოხდება გლობალურ დონეზე, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, სადაც პირადი მონაცემების დაცვის კანონები შესაძლოა განსხვავდებოდეს მყიდველის ქვეყანაში მოქმედი კანონებისაგან. მყიდველი ინფორმირებულია, რომ ეივონის კონფიდენციალურობისა და პირადი მონაცემების დაცვის ნორმების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მისთვის ხელმისაწვდომია ეივონის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შემდეგ მისამართზე http://www.ge.avon.com/REPSuite/privacySecurityTwo.page
5.4
მოთხოვნის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, წერილობითი ფორმით მიაწოდოს ეივონს წინამდებარე ხელშეკრულების .15 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ინფორმაცია/მონაცემი მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. ეივონი წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილია, თვითონ დაამუშაოს აღნიშნული მონაცემები ან დაავალოს [შესაბამისი კომპანიის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო მონაცემები] ეივონის სახელით დაამუშაოს ამგვარი მონაცემები.“
5.5
მყიდველი ადასტურებს, რომ მან პირადი ინფორმაცია გადასცა ეივონს ნებაყოფილობით. თუ მყიდველს სურს მოიძიოს, განაახლოს, შეცვალოს, დაბლოკოს ან გააუქმოს ნებისმიერი პირადი მონაცემი, მას შეუძლია დაუკავშირდეს ეივონს ელექტრონულ მისამართზე repservice.ge@avon.com. თუ მყიდველს სურს უარი თქვას ეივონის მარკეტინგული ინფორმაციების მიღებაზე მას შეუძლია ასევე დაუკავშირდეს ეივონს ელექტრონულ მისამართზე repservice.ge@avon.com.

მუხლი 6.
ფორსმაჟორი ეივონი პასუხს არ აგებს დაგვიანებაზე, შეუსრულებლობაზე,ვალდებულებისმთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისთვის, თუ გარემოებაეივონის კონტროლს არ ექვემდებარება.

მუხლი 7.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების მოშლა.
7.1
მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ მხარეების მიერ მისი ხელმოწერის, კომპანიის ბეჭდის დასმის და ეივონის მიერ მყიდველისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების შემდგომ, ეივონის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმება უნდა დამტკიცდეს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მყიდველის მიერ პირველი შეკვეთის შესრულებით, მყიდველისათვის შეკვეთილი პროდუქციის მიწოდების გზით.
7.2
მყიდველი აცნობიერებს და თანხამობას აცხადებს, რომ ეივონმა შესაძლოა თავისი შეხედულებისამებრ უარი განაცხადოს წინამდებარე მუხლის 7.1 პუნქტში აღნიშნული რეგისტრაციის ნომრის გაცემაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეივონი უარს განაცხადებს მიანიჭოს მყიდველს რეგისტრაციის ნომერი, წინამდებარე ხელშეკრულება ბათილია და არ შევა ძალაში მიუხედავად იმისა, რომ მას ხელი მოაწერეს მხარეებმა ან მათმა წარმომადგენლებმა.
7.3 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის განუსაზღვრელი ვადით და თითოეულ მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება მეორე მხარისთვის არანაკლებ 14 დღით ადრე წერილობითი შეტყობინების მიწოდების გზით. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტისას მყიდველი არ თავისუფლდება არსებული ვალდებულებებისგანხელშეკრულების შეწყვეტამდე შეკვეთილი პროდუქციის საფასურის ან დაგვიანებულ ნაშთზე დარიცხული პროცენტის გადახდისაგან. პერსონალური მონაცემების შეგროვებას, შენახვას, გამოყენებას, დამუშავებას და გადაცემას `ეივონისთვის~ (მათ შორის საზღვარგარეთ), ყველა `აფილირებული პირისათვის~ და მესამე პირებისათვის იმ პირობით, რომ `ეივონი~ უზრუნველყოფს ჩემი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობას და უსაფრთხოებას მათი დამუშავებისა და გადაცემის განმავლობაში. 

წინამდებარე `თანხმობის~ საფუძველზე, ვადასტურებ ჩემს თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და გადაცემის შესახებ იმ დროის განმავლობაში, რაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებს.

მუხლი 8. სხვადასხვა
8.1
მყიდველიუნდაიყოს 18 წლისასაკსგადაცილებულიდაუზრუნველყოს, რომეივონისათვისმიწოდებულიმონაცემებიიყოსსწორი, სრულიდაგანახლებული.
8.1.1. იმშემთხვევაში, თუმყიდველიწარმოადგენს 16 დან 18 წლამდეასაკისპიროვნებას, იგივალდებულიაეივონსწარმოუდგინოსწარმომადგენლის(მშობლისანმეურვისანმზრუნველის) ნოტარიალურადდამოწმებულითანხმობაან/დაეივონისკოორდინატორისთანდასწრებითკანონიერმაწარმომადგენელმაწერილობითიფორმითგამოხატოსთანხმობა; თანხმობასთანუნდაერთვოდესწარმომადგენლობითიუფლებამოსილებისდამადასტურებელიდოკუმენტი.
8.2
მყიდველსარაქვსვალდებულებახელმეორედგაყიდოსრომელიმეპროდუქტი. თუმცა, თუმყიდველიგადაწყვეტს ხელმეორედგაყიდოსპროდუქტი, ისვალდებულიაყოველთვისმოიქცესპროფესიონალურადდაპატიოსნადდაიცვასყველაშესაბამისიწესი. მყიდველიერთპიროვნუ-ლადარისპასუხისმგებელი მისსაქმიანობასთანდაკავშირებულინებისმიერისაჭიროლიცენზიისანრეგისტრაციისმოპოვებისთვის, ნებისმიერიდავალიანებისგადახდისთვის, რაც, შეზღუდვისგარეშე, მოიცავსგადასახადს, სოციალურდაზღვევას, ჯანმრთელობისადასაპენსიოდაზღვევასდამისსაქმიანობასთანდაკავშირებულსხვახარჯებსადარისკებს.
8.3
წინამდებარეხელშეკრულებითგათვალისწინებულიანმასთანდაკავშირებულინებისმიერისახისცვლილებასეივონიგანახორციელებსსაიტისმეშვეობით, ცალმხრივადმყიდველისთანხმობისგარეშე. ხელშეკრულებისცვლილებისტექსტიგანთავსდებაეივონისოფიციალურვერბგვერდზე www.avon.ge, რომელიცანთავისუფლებსეივონსდამატებითიშეტყობინებისგაგზავნისვალდებულებისგან.
8.3.1.
მყიდველითავისიელექტრონულიფოსტისმისამართის, მოკლეტექსტურიშეტყობინებისანმობილურიტელეფონისსაკონტაქტომონაცემებისეივონისათვისმიწოდებითუფლებასანიჭებსეივონსელექტრონულისახით, ელექტრონულიფოსტის, მოკლეტექსტურიშეტყობინებებისმეშვეობითაწარმოოსკომუნიკაციამყიდველთანდამყიდველითანახმაა, რომასეთისახისკომუნიკაციადააკმაყოფილებსწერილობითიშეტყობინებისსამართლებრივმოთხოვნებს 8.4 წინამდებარეხელშეკრულებარეგულირდებასაქართველოსკანონმდებლობით.
8.5
მხარეთაშორისნებისმიერიდავაანუთანხმოება, რომელიცწარმოიშობაწინამდებარეხელშეკრულებიდანგამომდინარე, შეძლებისდაგვარადგადაწყდებამოლაპარაკებისგზით. თუმხარეებივერშეძლებენგადაწყვიტონრომელიმედავაანუსიამოვნებამოლაპარაკებისგზით, ისინითანხმდებიანსაკითხიგადასაწყვეტადგადასცენსაქართველოსსასამართლოს.
8.6
წინამდებარეხელშეკრულებაგაფორმებულიაქართულენაზე, ორეგზემპლარად, რომელთაგანთითოგადაეცემათმხარეებს. ორივეეგზემპლარსგააჩნიათანაბარიიურიდიულიძალა. წინამდებარეხელშეკრულებისგაფორმებისასეივონისწარმომადგენლისხელმოწერაკეთდებაფაქსიმილესმეშვეობით, ნაბეჭდიფორმითდაჩაითვლებახელნაწერიხელმოწერისტოლფასად.

მუხლი 9. მხარეთა იურიდიული მისამართები

ეივონი:

შპს ეივონ კოსმეტიკს საქართველო

წერეთლის გამზირი, №117

თბილისი

საქართველო

დასტური/თანხმობა:

ღილაკზე დადასტურებაზედაჭერით ვადასტურებ, რომ გავეცანი და ვეთანხმები პერსონალური მონაცემების დამუშავების და პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მოცემულ პირობებს.

ჩემი პერსონალური მონაცემების შეგროვებას, შენახვას, გამოყენებას, დამუშავებას და გადაცემას `ეივონისთვის~ (მათ შორის საზღვარგარეთ), ყველა `აფილირებული პირისათვის~ და მესამე პირებისათვის იმ პირობით, რომ `ეივონი~ უზრუნველყოფს ჩემი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობას და უსაფრთხოებას მათი დამუშავებისა და გადაცემის განმავლობაში. 

წინამდებარე `თანხმობის~ საფუძველზე, ვადასტურებ ჩემს თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და გადაცემის შესახებ იმ დროის განმავლობაში, რაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებს.

 

ასევე უფლება მოსილი ვარ გამოვითხოვო პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულება

ეივონის ბაზაში იმ მომეტისთვის არსებულ ჩემ ელექტრონულ ფოსტაზე ან პირადად სათავო ოფისში განცხადების საფუძველზე.

 

 

მეინფორმირებულივარჩემიუფლებისშესახებ,მოვითხოვოპერსონალურიმონაცემებისგასწორება,განახლება,დამატება,დაბლოკვა,განადგურება,წაშლა,გამოვიხმოჩემი`თანხმობა~ნებისმიერდროსწერილობითიგანცხადებისსაფუძველზესაქართველოსკანონმდებლობითგანსაზღვრულიწესისშესაბამისად.
Новиннй портал
Назва   Копіювати URL до RSS