|
|
პირდაპირი გაყიდვები კომპანია AVON-ი პროდუქციის რეალიზაციას ახდენს პირდაპირი გაყიდვების მეთოდით. პირდაპირი გაყიდვა – ეს არის პროდუქტისა და/ან მომსახურების რეალიზაცია საბოლოო მომხარებელზე, აღიარებული საცალო სავაჭრო ობიექტების მიღმა, პროდუქტის და/ან მომსახურების მომხმარებლისთვის ინდივიდუალური წარდგენის გზით.პირდაპირი გაყიდვის ძირითადი მახასიათებელი არის, მომხარებელთან უშუალო კონტაქტი მისთვის მოსახერხებელ ადგილზე, გამყიდველის მიერ დემონსტრაცია და ამომწურავი კონსულტაცია პროდუქტთან დაკავშირებით და ასევე პირდაპირი გაყიდვების ბიზნესის შესაძლებლობების შეთავაზება.შუამავლის როლს, მწარმოებელ კომპანიასა და საბოლოო მომხმარებელს შორის ასრულებენ: დამოუკიდებელი გამყიდველები, დისტრიბუტორები, კონსულტანტები, წარმომადგენლები და ა.შპირდაპირი გაყიდვა შესაძლოა განხორციელდეს, როგორც ინდივიდუალური “პირისპირ” შეხვედრაზე, ასევე ჯგუფური პრეზენტაციის მეშვეობით. პირდაპირი გაყიდვის მეთოდით შეიძლება გაიყიდოს პროდუქცია, მომსახურება და გრძელვადიანი მოხმარების საგნები. პირდაპირი გაყიდვა არის პროდუქციის შეძენის მოსახერხებელი მეთოდი მისთვის , ვისაც სურს იხილოს ალტერნატივა მაღაზიებთან ან სხვა ალტერნატიულ საცალო სავაჭრო ობიექტებთან მიმართებაში.პროდუქციის შეძენის მაგვარი მეთოდი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რადგანაც გააჩნია არსებითი უპირატესობები მომხმარებლისათვის: • დროის ეკონომია- პროდუქციის შეძენა მოსახერხებელ დროს; • ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი პროდუქციის ფართო სპექტრთან; • გამყიდველთან უშუალო კონტაქტისა და ურთიერთობის შესაძლებლობა; • მომსახურების მაღალი დონე; • კონსულტაციის მიღება ინდივიდუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით; • პროდუქციის ტესტირების შესაძლებლობა მის შეძენამდე; • გათვალისწინებული დროის განმავლობაში პროდუქციის დაბრუნების საშუალება; • პერსონალური მიწოდება მომხმარებლისათვის მოსახერხებელ ადგილზე; • გარანტიაპროდუქციაზე და შეძენის შემდგომი მომსახურება- ხარისხის 100%-იანი გარანტია; კონსულტანტის სამუშაო მიმზიდველია იმით, რომ სთავაზობს: • დამატებითი შემოსავლის მიღებას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა; • მოსახერხებელ სამუშაო გრაფიკს, ოჯახთან მეტი დროის გატარების შესაძლებლობა; • უშუალო ხელმძღვანელის არარსებობა; • საკუთარი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა; • ხალხთან ურთიერთობის შესაძლებლობა;
|
|
|
|