ნდობა
ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ ღია ურთიერთობის გარემოში, სადაც ადამიანები მზად არიან წავიდნენ გამართლებულ რისკზე და თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი
პატივისცემა
გვეხმარება დავაფასოთ აზრთა სხვადასხვაობა, დავაფასოთ ყოველი პიროვნების უნიკალური თვისებები. პატივისცემა ხელს უწყობს თითოეული ადამიანის სრული პოტენციალის გამოვლენას.
რწმენა
არის სწორედ ის, რაც აძლევს თანამშრომლებს საშუალებას აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და იმუშაონ სრული შემართებით. თუ თქვენ გაქვთ რწმენა ადამიანში და ნათლად აგებინებთ მას ამას, იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაგიმტკიცოთ, რომ არ სცდებით.
თავმდაბლობა
ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ თქვენ ყოველთვის მართალი არ ხართ, რომ ყველაზე კითხვაზე პასუხი არ გაქვთ და აღიარებთ ამას. თქვენ ისეთივე ადამიანი ხართ, როგორიც თქვენს გარშემო მომუშავეები და თქვენ არ გეშინიათ რჩევის ან დახმარების თხოვნა.
პატიოსნება
უნდა იყოს კომპანია AVON-ის თითოეული თანამშრომლის განმასხვავებელი თვისება, ქცევის უმაღლესი სტანდარტების დადგენითა და მათი შესრულებით, ჩვენ ვზრუნავთ არამხოლოდ კომპანიის წარმომადგენლებსა და მომხმარებლებზე, არამედ საკუთარ თავზე და ჩვენს კოლეგებზეც.