ვებ–გვერდის გამოყენების პირობები www.ge.avon.com - ზოგადი ინფორმაცია
www.ge.avon.com (შემდგომში - ”საიტი Avon”) საიტის გამოყენებით, რომლის მხარდაჭერას ახორციელებს შპს ”ეივონ კოსმეტიკს საქართველო” (შემდგომში აქ - ”Avon” ან ”კომპანია”), მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე გამოყენების პირობებს. Avon იტოვებს უფლებას ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინებით ან მის გარეშე შეცვალოს გამოყენების წინამდებარე პირობები. მომხმარებელი ვალდებულია საიტის გამოყენებისას, ყოველ ჯერზე, შეამოწმოს გამოყენების წინამდებარე პირობები, მასში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. თუ მომხმარებელი იყენებს საიტს გამოყენების წინამდებარე პირობების შეცვლის შემდეგ, ეს განიხილება როგორც განხორციელებული ცვლილებების დასტური. - გამოყენების შეზღუდვა
საიტ Avon -ის შინაარსს იცავს საქართველოს კანონმდებლობა საავტორო უფლებების შესახებ, და აგრეთვე, გამოყენების შემთხვევაში, სხვა ქვეყნების კანონები საავტორო უფლებების შესახებ. მოცემულ დოკუმენტში მითითებული შემთხვევების გარდა, საიტ Avon-ის არც ერთი მასალა არ შეიძლება გამოყენებულ, გამრავლებულ, ტირაჟირებულ, გადაბეჭდილ, ჩატვირთულ ან გამოყენებულ იქნას სადმე დემონსტრირების, სარეკლამო განცხადების ან რაიმე სხვა სახით. ამასთანავე, მომხმარებელს შეუძლია ჩამოტვირთოს მასალები საკუთარი, არაკომერციული მოთხოვნებისათვის. მომხმარებელს აგრეთვე შეუძლია ჩამოტვირთოს მასალები იმ რუბრიკებიდან, რომლებიც შეიცავს სპეციალურ შეტყობინებებას იმის შესახებ, რომ მასალები განკუთვნილია თავისუფალი მოხმარებისათვის. სხვა შემთხვევებში, მომხმარებელს არ შეუძლია გამოიყენოს საიტ Avon -იდან ჩამოტვირთული მასალები კომერციული მიზნებისათვის. მოცემული პირობების მიღებით, მომხმარებელი იძლევა დასტურს დაიცვას საავტორო უფლებები საიტის იმ მასალებთან დაკავშირებით, რომლებსაც ტვირთავს. საიტის მასალების ცვლილება ან მასალების გამოყენება წინამდებარე მუხლში (2) მითითებული მიზნებისაგან განსხვავებული და დაშვებული მიზნებით, წარმოადგენს Avon -ის საავტორო უფლებების ან მესამე პირების საავტორო უფლებების დარღვევას. სავაჭრო ნიშანი ”Avon”, და აგრეთვე სხვა სავაჭრო ნიშნები, რომლებიც ჩნდება საიტზე Avon, წარმოადგენს Avon Products, Inc ან მისი შვილობილი კომპანიების საკუთრებას. ნებისმიერი სავაჭრო ნიშნის ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის გამოყენება საიტიდან Avon, გარდა მოცემულ დოკუმენტში მოცემული პირობებისა, მკაცრად აკრძალულია. - სავარაუდო აუდიტორია
თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, მასალები საიტიდან Avon განკუთვნილია მხოლოდ საქართველოში წარმოდგენილი Avon -ის პროდუქციის რეკლამირებისათვის. Avon-ი არ იძლევა გარანტიას, რომ ამ საიტზე წარმოდგენილი მასალები აქტუალურია სხვა ქვეყნებისათვის და შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ. თუ თქვენ სხვა ქვეყანაში ყოფნისას სტუმრობთ ამ საიტს, თქვენ მოქმედებთ საკუთარი ინიციატივით და ეთანხმებით საქართველოს კანონმდებლობას. - პასუხისმგებლობის შეზღუდვა
საიტი Avon-ი წარმოდგენილია ყოველგვარი გარანტიების გარეშე მის, აშკარად გამოხატულ ან სავარაუდო, შინაარსთან დაკავშირებით, საიტ Avon-ის შინაარსის გამოყენების გამოსადეგობის გარანტიების ჩათვლით, და არა მარტო. Avon-ი არ იძლევა Avon-ის საიტზე განთავსებული ან ამ საიტის მეშვეობით ხელმისაწვდომი მასალების სიზუსტის, ნამდვილობის, აქტუალობის ან სისრულის გარანტიას. Avon-ის საიტზე განთავსებული მინიშნებებით გადასვლა სხვა საიტზე და მასზე განთავსებული მასალების გამოყენება ხორციელდება მომხმარებლის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობით. Avon-ი აგრეთვე იძლევა საიტ Avon-ის რეგულარული და მუდმივი ხელმისაწვდომობის, შეცდომების, ვირუსების და სხვა მავნე კომპონენტების არარსებობის გარანტიას. არავითარი გარემოებებისას Avon–ი არ აგებს პასუხს Avon-ის საიტის გამოყენების ან გამოყენების შეუძლებლობით გამოწვეულ პირდაპირ ან ირიბ ზიანზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ Avon-ი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი გაფრთხილებული იყვნენ ამგვარი ზიანის შესახებ. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ნორმები, რომლებიც კრძალავს სრულად ან ნაწილობრივ, პასუხისმგებლობის შეზღუდვას, ამ შემთხვევაში მოცემული პუნქტის (4) მუხლები არ უნდა იყოს გამოყენებული. - ჰიპერმინიშნებები სხვა საიტებზე და ჰიპერმინიშნებები სხვა საიტებიდან
Avon-ი არ აგებს პასუხს იმ საიტებზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე, უტყუარობასა ან ხელმისაწვდომობაზე, რომლებზეც მიუთითებს Avon-ის საიტი ან პირიქით, რომლებიდანაც მინიშნება კეთდება Avon-ის საიტზე. Avon-ი არ იძლევა რეკომენდაციებს პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით, და აგრეთვე არ ადასტურებს მესამე მხარეების საიტებზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეს და ნამდვილობას. Avon-ი არ არის პასუხიმგებელი იმ ინფორმაციის უსაფრთხოებაზე ( საკრედიტო ბარათის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით, და არა მხოლოდ), რომელსაც მომხმარებელი მიაწვდის მესამე პირებს. - ზიანის ანაზღაურება
მომხმარებლის მიერ წინამდებარე მოხმარების პირობების ან მესამე პირების უფლებების დარღვევის შემთხვევაში, რაც მათი მხრიდან გამოიწვევს პრეტენზიებსა და მოთხოვნებს კომპანიის მისამართით, მომხმარებელი გარანტიას იძლევა აუნაზღაუროს Avon -ს მიყენებული ზიანი. სხვა
წინამდებარე მოხმარების პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მომხმარებელი თანახმაა, რომ წინამდებარე მოხმარების პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი სარჩელი გადაეცეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასამართლო ინსტანციას. მომხმარებელი თანახმაა სასამართლო დავის წარმოშობისას, რომლის დროსაც მომხმარებელი იქნება მხარე, დაექვემდებაროს საქართველოს სასამართლოს იურისდიქციას. თუ წინამდებარე დოკუმენტის რომელიმე პირობას არ გააჩნია იურიდიული ძალა, ეს პირობა გამოირიცხება მისგან და ეს არ იმოქმედებს დოკუმენტის სხვა დებულებების კანონიერებაზე.
|