საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
განახლებულია 07.02.2012

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შინაარსი

შესავალი: სფერო
პერსონალური ინფორმაცია
არა პერსონალური ინფორმაცია
„Cookies“ და სხვა ტექნოლოგიები
IP მისამართები
სოციალური ქსელი და ინტერაქტიული საშუალებები
მესამე პირის ვებ–გვერდები
მესამე პირის რეკლამა
უსაფრთხოება
არჩევანი
ხელმისაწვდომობა
შენახვა
საიტით სარგებლობა ბავშვების მიერ
ტრანსსასაზღვრო გადაცემა
კონფიდენციალობის შეთანხმების განახლება
დაგვიკავშირდით
დამოუკიდებელი წარმომადგენლობები

შესავალი: სფერო


კომპანია „ეივონმა“ (შემდგომში „ეივონი“, „ჩვენ“) შექმნა მისი „კონფიდენციალობის შეთანხმება“ რათა ინფორმაცია მოგაწოდოთ იმის შესახებ თუ როგორ ვაგროვებთ, ვსარგებლობთ და გავცემთ ინფორმაციას.

წინამდებარე „კონფიდენციალობის შეთანხმება“ ეხება ინფორმაციას, რომელიც მოიპოვება ამ ვებგვერდიდან ან სხვა ნებისმიერი მობილური ვებ–გვერდებიდან (შემდგომში „ვებ–გვერდი“), განაცხადების, ვიჯეტებისა და სხვა ინტერაქტიული საშუალებების სახით რომლებიც ეხება „კონფიდენციალობის შეთანხმებას“. გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც კონკრეტულად არის მოცემული ქვემოთ, წინამდებარე „კონფიდენციალობის შეთანხმება“ არ ეხება იმ ინფორმაციას, რომელსაც მოიპოვებს „ეივონი“ სხვა საშუალებების გამოყენებით, ანუ ინფორმაციას, რომელიც არ არის მოპოვებული ინტერნეტის საშუალებით.

„ეივონი“ ანიჭებს დამოუკიდებელ კონტრაქტორებს უფლებას შეუკვეთონ მათი პროდუქტები (შემდგომში მოიხსენიება, როგორც „დამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენლები“ ან „ეივონის წარმომადგენლები“). „დამოუკიდებელ სავაჭრო წარმომადგენლებს“ დაიქირავებს „ეივონი“. ამასთან, „ეივონი“ არ აკონტროლებს და არ აგებს პასუხს „დამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენლების“ მიერ პირადი ინფორმაციის მოგროვება, გამოყენებასა თუ მის განდობაზე, მათ შორის მათი მარკეტინგული მიზნებისათვის. თუ თქვენ „ვებ–გვერდით“ მიაწვდით „დამოუკიდებელ სავაჭრო წარმომადგენლებს“ ინფორმაციას, ის ხელმისაწვდომი გახდება „ეივონისთვის“, რომელიც მას გამოიყენებს „კონფიდენციალობის შეთანხმების“ შესაბამისად. „დამოუკიდებელმა სავაჭრო წარმომადგენელმა“ შესაძლოა მიაწოდოს „ეივონს“ ინფორმაცია მათი კლიენტების შესახებ, რა შემთხვევაშიც „ეივონი“ ასეთ ინფორმაციას განკარგავს მხოლოდ ამ „შეთანხმების“ შესაბამისად.

თუ თქვენ გადასცემთ თქვენს მონაცემებს „დამოუკიდებელ სავაჭრო წარმომადგენელს“, თქვენ უნდა შეამოწმოთ თქვენი „წარმომადგენლის“ ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვის პრაქტიკა.

თუ თქვენ გსურთ გახდეთ ან უკვე ხართ „დამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენელი“, ამ „კონფიდენციალობის შეთანხმების“ ზოგადი დებულებების შესაბამისად, გთხოვთ გაეცნოთ სექციას „დამოუკიდებელ სავაჭრო წარმომადგენელი“ ამ „კონფიდენციალობის შეთანხმების“ ბოლოში, რათა მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ დამატებითი კონფიდენციალობის პრაქტიკის შესახებ, რომლებიც თქვენზე ვრცელდება.

პერსონალური ინფორმაცია

პერსონალური ინფორმაციის მოპოვება.

«პერსონალური ინფორმაცია» - არის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს თქვენს სახელს, გვარს, საფოსტო მისამართს (მათ შორის ბილინგ და ტრანსპორტირების მისამართებს), ტელეფონის ნომრებს, ელექტრონულ ფოსტას, საკრედიტო ბარათის ნომერს და მომხმარებლის სახელს. ჩვენ ვიღებთ „პერსონალურ ინფორმაციას“ თქვენგან, როდესაც თვენ ირჩევთ მონაწილეობას ჩვენს შემოთავაზებებსა და პროგრამებში ან სხვაგვარად მოგვაწვდით ინფორმაციას უშუალოდ ჩვენ, მათ შორის, როდესაც თქვენ რეგისტრირებული ხართ ჩვენთან, შეისყიდით პროდუქტებს, მონაწილეობას იღებთ ჩვენს ინტერაქტიულ ფუნქციებში ან სხვაგვარად ურთიერთობთ ჩვენთან „ვებ–გვერდის“ გამოყენებით.

პერსონალური ინფორმაციის გამოყენება.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ „პერსონალური ინფორმაცია“:
  • •თქვენი ურთიერთობებისა და ჩვენთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად;
  • •რათა ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექტური შეტყობინებით, ტელეფონით ან ჩვეულებრივი ფოსტის გამოყენებით მოგაწოდოთ ინფორმაცია პროდუქტების, სერვისების, პროგრამებისა და შემოთავაზებების შესახებ, რამაც, ჩვენი აზრით, შესაძლოა დაგაინტერესოთ.
  • •იმ მიზნით, რომ პერსონალიზაცია გავუკეთოთ თქვენს ჩვენთან ურთიერთობის გამოცდილებას, თქვენზე მორგებული პროდუქტებისა და შემოთავაზების წარმოდგენით;
  • •რათა მოგცეთ საშუალება ისარგებლოთ, იკონტაქტოთ და ითანამშრომლოთ სხვებთან ჩვენს ვებ–გვერდზე;
  • •იმ მიზნით, რომ დაგეხმაროთ „დამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენლის“ მოძებნაში, მათ შორის შემოგთავაზოთ „ეივონის წარმომადგენელი“ თუ თქვენ დაკარგავთ კავშირს თქვენს წინა „სავაჭრო წარმომადგენელთან“ და გავაადვილოთ „დამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენლის“ ბიზნეს საქმიანობები.
  • •ჩვენი შიდა საქმიანი მიზნებიდან გამომდინარე, როგორიც არის მონაცემთა ანალიზი, აუდიტი, ახალი პროდუქტების განვითარება, ჩვენი-გვერდის განვითარება, ჩვენი სერვისების გაუმჯობესება, ამოვიცნოთ გამოყენების ტენდენციები და განვსაზღვროთ ჩვენი სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის დონე;
  • •მოგანიჭოთ საშუალება მონაწილეობა მიიღოთ ლატარეებში, გათამაშებებში და მსგავს ღონისძიებებში, ასევე ადმინისტრირება გავუწიოთ ასეთ ღონისძიებებს (ზოგიერთს ამ ღონისძიებათაგან აქვს დამატებითი წესები, რომლებმაც შესაძლოა მოიცვას დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვისარგებლოთ და გავცეთ თქვენი „პერსონალური ინფორმაცია“, ამგვარად ჩვენ გთავაზობთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს წესები);
  • •იმ მიზნით, რომ შევასრულოთ და განვახორციელოთ თქვენი შეკვეთა, ან სხვაგვარად მოგაწოდოთ პროდუქტები და გაგიწიოთ მომსახურება, მაგალითად გავაფორმოთ გადახდა, მოგაწოდოთ შეკვეთა, ვითანამშრომლოთ თქვენთან თქვენს შესყიდვებთან დაკავშირებით და გაგიწიოთ შესაბამისი სამომხმარებლო მომსახურება; და
  • •რათა მოგცეთ საშუალება გაუგზავნოთ ელექტრონული წერილი სხვა პირებს ჩვენი ფუნქცია „გაუზიარეთ მეგობარს“ გამოყენებით (ამ ფუნქციის გამოყენებით თქვენ გვიდასტურებთ, რომ თქვენ უფლებამოსილი ხართ ისარგებლოთ და მოგვაწოდოთ ჩვენ თქვენი მეგობრის სახელი და გვარი და ელექტრონული მისამართი ამ მიზნისათვის. თქვენი მეგობრის ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ წერილის გასაგზავნად და ის არ შეინახება ჩვენს მონაცემთა ბაზაში);
პერსონალური ინფორმაციის გაზიარება.

ჩვენ შეგვიძლია გავცეთ პერსონალური ინფორმაცია:
  • •კომპანიებს, რომლებიც არიან ჩვენი შვილობილი კომპანიები, ე.ი. არიან „ეივონის“ ოჯახის წევრები (დააჭირეთ , აქ , სიის სანახავად), ამასთანავე ჩვენ არ გავცემთ მას მათი უშუალო მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე. „ეივონი“ აკონტროლებს მონაცემებს და პასუხისმგებელია „პერსონალური ინფორმაციის“ ერთად სარგებლობაზე;
  • • მომსახურების გამწევ მესამე პირებს, რომლევიც „ეივონს“ უწევენ ისეთ მომსახურებას, როგორიც არის ვებ–გვერდების მართვა, მონაცემთა ანალიზი, გადახდების მართვა, ბრძანების შესრულება, ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, აუდიტი, ტრენინგი და სხვა მსგავსი მომსახურებები (ამ მესამე პირებს მიეწოდება ან მათთვის ხელმისაწვდომი იქნება თქვენი პერსონალური ინფორმაცია ჩვენთვის და თქვენი სახელით ამ მომსახურებების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე);
  • • „დამოუკიდებელ სავაჭრო წარმომადგენელს“ იმ მოცულობით, როგორიც აუცილებელი იქნება მათთვის თქვენთან დასაკავშირებლად, თქვენი ბრძანებების შესასრულებლად და თქვენთვის მომსახურების გასაწევად;
  • •იმის მიხედვით, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ ან შესაბამისად: (a) მოქმედი კანონმდებლობთ განსაზღვრულ პირობებში, მათ შორის სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობების შესაბამისად; (b) იურიდიული პროცესების შესაბამისად; (c) საჯარო და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობებში, მათ შორის საჯარო და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობებში, თქვენი რეზიდენტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ (d) ჩვენი პირობების განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე; (e) ჩვენი საქმიანობის ან ჩვენი წარმომადგენლების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე; (f) ჩვენი და/ან ჩვენი წარმომადგენლების უფლებების, კონფიდენციალობის, უსაფრთხოების ან ქონების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე; და (g) ჩვენთვის ხელმისაწვდომობის დონის შემოწმებისა და შესაძლო ზიანის შემცირების მინზით.

არა–პერსონალური ინფორმაცია
არა–პერსონალური ინფორმაციის მოპოვება

«არა–პერსონალური ინფორმაცია» - არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ მოიცავს ინფორმაციას კონკრეტულად თქვენს შესახებ, ასეთი ინფორმაციაა:
  • • ბრაუზერის ინფორმაციას
  • • ინფორმაციას, რომელიც მოიპოვება „ქუქიზების“, ციფრული თეგებისა და სხვა ტექნოლოგიების საშუალებით;
  • •დემოგრაფიული მონაცემები და სხვა ინფორმაცია, რომელიც მიწოდებულია თქვენს მიერ ან ჩვენი დამუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენლების მიერ
  • •ზოგადი ინფორმაცია.
ჩვენ და ჩვენმა მესამე პირის სერვის პროვაიდერებმა შესაძლოა მივიღოთ „არა–პერსონალური ინფორმაცია“ სხვადასხვა საშუალებით.

მაგალითად ჩვენ
  • •ვიღებთ ინფორმაციას როგორიც არის თქვენი კომპიუტერის ტიპი („Windows“ ან „Macintosh“), ეკრანის სიგანე, ოპერაციული სისტემის ვერსია და ინტერნეტ ბროუზერის ტიპი და ვერსია.
  • •დემოგრაფიული ინფორმაციის მოპოვება, როგორიც არის თქვენი ადგილმდებარეობა, განათლება, პროფესია, ასაკი, სქესი, ასევე ინფორმაცია თქვენი ჰობისა და სპეციალური ინტერესების შესახევ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნებაყოფლობით გასცემთ ამგვარ ინფორმაციას. სანამ ის არ იქნება კომბინირებული „პერსონალურ ინფორმაციასთან“, ეს ინფორმაცია არ წარმოადგენს თქვენი ან ნებისმიერი სხვა პირის „პერსონალურ ინფორმაციას“.
ინფორმაციის მოპოვება

ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ „პერსონალური ინფორმაცია“ ისე, რომ მიღებული ინფორმაცია არ გეხებოდეთ უშუალოდ თქვენ ან ვინმე სხვას. საუბარია „პერსონალური ინფორმაციის“ გამოყენებაზე ჩვენს მომახმარებელთა პროცენტის გამოთვლის მიზნით, რომლებიც ცხოვრონებ კონკრეტულ ტერიტორიაზე. რიგ შემთხვევბში, ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ „არა–პერსონალური ინფორმაცია“ „პერსონალურ ინფორმაციასთან“ (როგორიც არის თქვენი სახელისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობს კომბინაცია). თუ ჩვენ გავაერთიანებთ რომელიმე „არა–პერსონალურ ინფრმაციასა“ და „პერსონალურ ინფორმაციას“, ამგვარი კომბინირებული ინფორმაცია ჩვენს მიერ ჩაითვლება „პერსონალურ ინფორმაციად“ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის იქნება გამოყენებული კომბინირებული სახით.

COOKIES და სხვა ტექნოლოგიები
Cookies: ჩვენ და ჩვენს მომსახურების გამწევ მესამე პირებს შეგვიძლია ვისარგებლოთ „ქუქიზებით“ „ვებ-გვერდზე“. „ქუქიზები“ ვებ–სერვერს საშუალებას აძლევს გადასცეს მონაცემები კომპიუტერში მონაცემების შენახვისა და სხვა მიზნებისთვის. ჩვენ ვიყენებთ „ქუქიზებს“ და სხვა ტექნოლოგიებს, რათა, სხვა მრავალ მიზეზებთან ერთად, გაგიწიოთ უკეთესი მომსახურება მეტად მორგებებული ინფორმაციით და გაგიადვილოთ „ვებ–გვერდის“ ხელმისაწვდომობა და მისით სარგებლობა. ჩვენ ასევე ვთავაზობთ გამყიდველებს ისარგებლონ „ქუქიზებით“ თქვენს „ვებ–გვერდზე“. თუ თქვენ არ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც „ქუქიზებით“ არის მოპოვებული, უმეტეს ბრაუზერი გთავაზობთ ადვილ პროცედურებს, რაც საშუალებას მოგცემთ უარი თქვათ „ქუქიზებით“ სარგებლობაზე. „ქუქიზების“ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებ–გვერდს, რომელიც არ არის კავშირში „ეივონთან“:http://www.allaboutcookies.org/.

Local Storage Objects: ჩვენ და ჩვენთვის მომსახურების გამწევმა მესამე პირებმა შეგვიძლია ვისარგებლოთ ლოკალური ფლეშ-მეხსიერების ობიექტებით Local Storage Objects ("ფლეშ LSOs") კონკრეტულ სიტუაციებში, პროგრამა ამოგიცნობთ თქვენ და იმახსოვრებს რა არის თქვენს სავაჭრო კალათაში. „ფლეშ–ლმო“ განსხვავდება ბრაუზერის Cookies, შენახული მონაცემების რაოდენობისა და ტიპებიდან გამომდინარე. ამასთან, თქვენ ჩვეულებრივ არ შეგიძლიათ „ფლეშ–ლმო“-ს ხელმისაწვდომობის კონტროლი, გაუქმება ან შეჩერება თქვენი ბროუზერიდან. „ფლეშ–ლმო“-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და მისი კონტროლისათვის დააჭირეთ დამხმარე „გვერდს“ „ფლეშ–ფლეიერისთვის“, აირჩიეთ Flash Player,აირჩიეთ „გლობალური მეხსიერების პარამეტრების პანელი“ და მიჰყევით ინსტრუქციებს ა. თქვენს კომპიუტერზე „ფლეშ–ლმო“-ს სანახავად გადადით „ვებ–გვერდის მეხსიერების პარამეტრების პანელზე“ და მიჰყევით ინსტრუქციებს რომელიმე კონკრეტული „ფლეშ–ლმო“–ს მიმოხედვისა და, სურვილის შემთხვევაში, გაუქმებისათვის.

ციფრული თეგები და სხვა ტექნოლოგიების საშუალებები: გრაფიკული მონაცემთა გაცვლის ფორმატი (GIF) არის უმცირესი გრაფიკები უნიკალური ამომცნობი სისტემით, რომლებიც ფუნქციით წააგავს „ქუქიზებს“. ამასთან, „ქუქიზებისგან“ განსხვავებით, რომლებიც ჩაწერილია თქვენს კომპიუტერის მყარ დისკში, გრაფიკული მონაცემთა გაცვლის ფორმატი (GIF) უხილავია ვებ-გვერდზე. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ გრაფიკული მონაცემთა გაცვლის ფორმატი (GIF) (ასევე ცნობილი, როგორც ვებ–ნიშნები, ვებ–ხოჭოები ან ციფრული თეგები) ასევე „ვებ–გვერდთან“ მიმართებაშიც, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, ვიმოქმედოთ ჩვენი საიტის სტუმრებთან ერთად და შევესაბამოთ „ვებ–გვერდით“ სარგებლობის სტატისტიკასა და შესაბამის რეიტინგებს. ჩვენ და ჩვენთვის მომსახურების გამწევ მესამე პირს ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ გრაფიკული მონაცემთა გაცვლის ფორმატი (GIF) „HTML-ფორმატის“ ელექტრონული ფოსტის გზავნილებში, ელექტრონული ფოსტის რეიტინგის შესამოწმებლად, ჩვენი მარკეტინგული კამპანიის წარმატების უზრუნველსაყოფად და იმის გასარკვევად, თუ როდის იხილავენ ან გადააგზავნიან ჩვენს ელექტრონულ წერილებს.

ვებ–გვერდის ანალიტიკა: „ეივონს“ შეუძლია ითანამშრომლოს მომსახურების გამწევ მესამე პირებთან, რომლებიც სარგებლობენ ამ განყოფილებაში აღწერილი ტექნოლოგიებით, იმის გასაგებად, თუ როგორ იყენებენ ჩვენს ვებ–გევრდს მისი სტუმრები.

მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ „Omniture“-ს, მესამე მხარის ვებ ანალიზის მომსახურების პროვაიდერს, რაც გვეხმარება ჩვენი ვებ–გვერდის მუშაობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში. მეტი ინფორმაციისთვისა და „Omniture“-ს კონფიდენციალობის პოლიტიკის განხილვის მიზნით „Omniture Technology“-სა და მისი დაგზავნის ფუნქციის გასაცნობად, გთხოვთ იხილეთ მათი . „კონფიდენციალობის ცენტრი“.

ვიჯეტები, განაცხადები და მსგავსი ტექნოლოგიები: თუ თქვენ არჩევთ ისარგებლოთ ჩვენს მიერ მოწოდებული ტექნოლოგიებით (როგორიც არის ვიჯეტი), ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციით ან სხვა ინფორმაციით, ასეთი ტექნოლოგია შესაძლოა გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი, მაგალითად, სოციალური მედიისა და სხვა ვებ-გვერდებისა და პლატფორმებისათვის, რომლებზედაც თქვენ შეგიძლიათ ხელმისაწვდომი გახადოთ შესაბამისი ტექნოლოგია. ამასთან, ზოგ ტექნოლოგიას შესაძლოა ჰქონდეს უნარი „ვირუსის სახით“ გავრცელდეს სხვა ადგილმდებარეობებზე (მაგალითად, თქვენმა მეგობარმა ან კლიენტმა შესაძლოა გამოაქვეყნოს ბლოგი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თქვეს შესახებ). „ეივონი“ არ აგებს პასუხს იმ პერსონალური ინფორმაციის და/ან სხვა ინფორმაციის მოგროვებაზე, გამოყენებაზე ან გავრცელებაზე, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.

IP მისამართები
როგორ ვაგროვებთ IP მისამართებს

თქვენი IP-მისამართი – არის ნომერი, რომელიც ავტომატურად ენიჭება კომპიუტერს, რომლითაც თქვენ სარგებლობთ ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერებთან ურთიერთობისას.

შესაძლოა ამოცნობილ და ჩაწერილ იქნას ავტომატურად ჩვენი სერვერის სარეგისტრაციო ფაილებში როცა კი მომხმარებელი ეწვევა „ვებ–გვერდს“, ვებ–გვერდზე ყოფნის პერიოდის განმავლობაში. „IP-მისამართების“ მოგროვება წარმოადგენს სტანდარტულ პრაქტიკას ინტერნეტში და ამას ავტომატურად აკეთებს მრავალი ვებ–გვერდი.

როგორ ვიყენებთ და გავცემთ „IP მისამართებს“

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ „IP მისამართები“ ისეთი მიზნებისთვის, როგორიც არის „ვებ–გვერდით“ სარგებლობის დონის გამოანგარიშება, სერვერის ბრობლემების დიაგნოზირება, თაღლითობის ამოცნობა და „ვებ–გვერდის“ ადმინისტრირება. ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყეოთ და გავანდოთ „IP მისამართები“ ყველა იმ მიზნით, რომელთათვისაც ჩვენ გამოვიყენებთ და „გავცემთ ინფორმაციას“. გთხოვთ ჩაინიშნოთ, რომ ჩვენ მივიჩნევთ „IP მისამრთებს“, სერვერის სარეგოსტრაციო ფაილებსა და მათთან დაკავშირებულ ინფორმაციებს არა–პერსონალურ ინფორმაციად, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით ჩვენგან მოითხოვება სხვაგვარად მოქცევა.

სოციალური ქსელი და ინტერაქტიული საშუალებები
ჩვენს „ვებ–გვერდზე“ კონკრეტულმა ფუნქციებმა შესაძლოა მოგცეთ საშუალება იურთიერთობოთ ჩვენთან და სხვებთან. ეს შესაძლოა მოიცავდეს ბლოგებს, გზავნილების დაფებს, გზავნილების გაცვლის ფუნქციონალურობა, ჩეტის ფუნქციონალურობა და საზოგადო პროფილების შექმნა. როდესაც თქვენ იყენებთ ამ ფუნქციებს თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის თქვენი სახელი, ადგილმდებარეობა და ელექტრონული ფოსტა, შესაძლოა საჯაროდ ხელმისაწვდომი. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ რაიმე ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ შეარჩევთ წარმოსადგენად ამ ინტერაქტიული ფუნქციის გამოყენებით და ჩვენ მკაცრად გირჩევთ არ გაანდოთ რაიმე პერსონალური ინფორმაცია (როგორიც არის ჯანმრთელობასა და საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული ინფორმაცია) ამ ფუნქციების გამოყენებით. თუ თქვენ იყენებთ ამ ფუნქციებს, თქვენი „პერსონალური ინფორმაცია“ შესაძლოა დარჩეს „ვებ–გვერდზე“ მას შემდეგაც, როცა თქვენ შეწყვეტთ „ვებ–გვერდით“ სარგებლობას.

მესამე პირის ვებ–გვერდები
ჩვენი „ვებ–გვერდი“ შესაძლოა ლინქით იყოს დაკავშირებული სხვა მესამე პირების ვებ–გვერდებთან. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე პირების იმ ვებ–გვერდების კონფიდენციალობაზე, რომელიც ლინქით არიან დაკავშირებული ან ინტეგრირებული არიან ჩვენს „ვაბ–გვერდთან“, ან იმ მესამე პირების კონფიდენციალობაზე, რომლებსაც რეკლამა აქვთ განთავსებული ჩვენს „ვებ–გვერდზე“. „ვებ–გვერდზე“ ბმულის ჩართვა არ გულისხმობს ჩვენს მიერ ბმულით დაკავშირებული ვებ–გვერდის მოწონებას. „ეივონის“ „დამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენლები“ არიან ცალმხრივად პასუხისმგებელი საკუთარ ვებ–გვერდებზე და იმ ინფორმაციაზე, რომელიც ამ ვებ–გვერდებზე მოიპოვება. თუ „დამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენელი“ იყენებს „ეივონის ვებ–გვერდს“ თქვენგან ინფორმაციის მისაღებად, „ეივონმა“ შესაძლოა ხელმისაწვდომი გახადოს ის და მან უნდა გამოიყენოს ის ამ „კონფიდენციალურობის შეთანხმების“ შესაბამისად.

მესამე პირის რეკლამა
Мჩვენს შეგვიძლია გამოვიყენოთ მესამე პირის სარეკლამო კომპანიები სარეკლამო მოსმახურებისათვის, როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენს „ვებ–გვერდს“. ამ კომპანიებმა შესაძლოა გამოიყენონ ინფორმაცია „ვებ–გვერდზე“ თქვენი სტუმრობის შესახებ იმ მიზნით, რომ მოგაწოდოთ რეკლამა იმ საქონლისა და მომსახურების შესახებ, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს თქვენი ინტერესის საგანს. ამ „ვებ–გვერდისათვის“ რეკლამის მიწოდების მიზნით, ამ კომპანიებს შეუძლია განათავსოს ან ამოიცნოს უნიკალური „ქუქიზი“ თქვენს ბროუზერზე. თუ თქვენ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება ამ პრაქტიკის შესახებ ან იცოდეთ თქვენი არჩევნები იმ ინფორმაციის არქონის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამ კომპანიების მიერ, გთხოვთ ესტუმროთ http://networkadvertising.org/optout_nonppii.asp.

უსაფრთხოება
ჩვენ ვიყენებთ გონივრულ საორგანიზაციო, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ზომებს ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი „პერსონალური ინფორმაციის“ დასაცავად. სამწუხაროდ, ინტერნეტით გადაცემული არცერთი ინფორმაცია ან მონაცემთა დაცვის სისტემა შეიძლება იყოს 100%–ით დაცული. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი იმისა, ეჭვის ქვეშ დააყენოთ თქვენი ჩვენთან თანამშრომლობის უსაფრთხოება (მაგალითად, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ რომელიმე ანგარიშის უსაფრთხოება, რომელიც თქვენს მიერ არის მოწოდებული, რისკის ქვეშ იმყოფება). გთხოვთ სასწრაფოდ შეგვატყობინოთ ამ პრობლემის შესახებ ქვემოთ მოყვანილი განყოფილებით . „დაგვიკავშირდით“

არჩევანი
„ეივონის“ მიერ შემოთავაზებულ მარკეტინგულ და/ან სარეკლამო მომსახურებებზე უარის სათქმელად შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მოთხოვნა მისამართზე ქვემოთ მოყვანილ განყოფილებაში „დაგვიკავშირდით“.ჩვენ შევეცდებით დავაკმაყოფილოდ ყველა მოთხოვნა გონივრულ ვადებში.

ხელმისაწვდომობა
თუ თქვენ გსურთ განიხილოთ, მოიპოვოთ ან წაშალოთ „პერსონალური ინფორმაცია“, რომელიც წინაწარ მოგვაწოდეთ, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოყვანილ განყოფილებაში „დაგვიკავშირდით“ მოყვანილი პირობების შესაბამისად. თუ თქვენ მოითხოვთ, გთხოვთ მიუთითოთ კონკრეტულად რა ინფორმაციის შეცვლას აპირებთ. ჩვენ შევეცდებით გიპასუხოთ შეძლებისადგვარად მალე .

შენახვა
ჩვენ შევინახავთ თქვენს „პერსონალურ“ ინფორმაციას იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საჭიროა ამ „კონფიდენციალობის შეთანხმებაში“ ჩამოყალიბებული მიზნების განსახორციელებად, თუ არ იქნება მოთხოვნილი ან კანონით დაშვებული დამატებითი შენახვის პერიოდი.

საიტით სარგებლობა ბავშვების მიერ/u>
ეს „ვებ–გვერდი“ არ არის განკუთვნილი თოთხმეტ (14) წელზე დაბალი ასაკის მქონე პირებისთვის და ჩვენ მოვითხოვთ ამგვარმა პირებმა არ განთავსონ „პერსონალური ინფორმაცია“ ჩვენს „ვებ–გვერდზე“.

ტრანსსასაზღვრო გადაცემა
თქვენი „პერსონალური ინფორმაცია“ შესაძლოა შენახულ და დამუშავებულ იქნას ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც გვყავს ოფისები, და ჩვენთან თანამშრომლობითა და „პერსონალური ინფორმაციის“ მოწოდებით თქვენ იძლევით თანხმობას იმაზე, რომ თქვენი ინფორმაცია გატანილ იქნას თქვენი რეზიდენტობის ქვეყნის გარეთ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას განსხვავებული მონაცემთა დაცვის წესები, ვიდრე ჩვენს ქვეყანაშია.

ამ კონფიდენციალობის შეთანხმების განახლება
ჩვენ დროდადრო შეიძლება შევცვალოთ ეს „კონფიდენციალობის შეთანხმება“. გთხოვთ იხილოთ ბმულში „ბოლო განახლება“ ამ გვერდის თავში, რათა შეიტყოთ თუ როდის იყო ეს „კონფიდეციალობის შეთანხმება“ განახლებული ბოლოს. ნებისმიერი ცვლილება ამ „კონფიდენციალობის შეთანხმებაში“ ძალაში შედის იმ მომენიდან, როდესაც ჩვენ განვათავსებთ შეცვლილ „კონფიდენციალობის შეთანხმებას“ „ვებ–გვერდზე“. თქვენი თანამშრომლობა ჩვენთან, ამ ცვლილებების გათვალისწინებით ნიშნავს, რომ თქვენ იღებთ ჩვენს განახლებულ „კონფიდენციალობის შეთანხმებას“.

დაგვიკავშირდით
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ „კონფიდენციალობის შეთანხმების“ შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით (repservice.ge@avon.com), ან რეგულარული ფოსტით 0119,ა.წრეთლის გამზ.#117. გამომდინარე იქედან, რომ კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტით მუდამ უსაფრთხო არ არის, გთხოვთ, ნუ მიუთითებთ თქვენს მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ ელექტრონულ წერილში ისეთ ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვან მონაცემებს შეიცავს.

დამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენლობები
შემდეგი დებულებები ეხება მხოლოდ „ეივონის“ „დამოუკიდებელ სავაჭრო წარმომადგენლებს“:

ეს „კონფიდენციალობის შეთანხმება“ ეხება „პერსონალურ ინფორმაციას“ „დამოუკიდებელი სავაჭრო წარმომადგენლების“ შესახებ, რომელსაც მოიპოვებს „ეივონი“, მოგროვილს ელექტრონული ან სხვა გზით. ეს ინფორმაცია მოპოვებულ უნდა იქნას „პერსონალურ ინფორმაციასთან“ ერთად, რომელსაც მივიღებთ თქვენგან, როგორც „ეივონის“ კლიენტისგან, ზემოთ აღწერილის შესაბამისად.

თუ თქვენ გსურთ გახდეთ „ეივონის წარმომადგენელი“ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ და გამოვიყენოთ თქვენი „პერსონალური ინფორმაცია“ მათ შორის საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული ინფრომაცია, თქვენი უფლებამოსილების განსაზღვრის მიზნით.

იმისათვის, რომ დანიშნოთ „ეივონის წარმომადგენელი“, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ გააფორმოთ ცალკე ხელშეკრულება „ეივონთან“ („წარმომადგენლობითი ხელშეკრულება“). თუ თქვენ გააფორმებთ „წარმომადგენლობით ხელშეკრულებას“, ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ, ვისარგებლოთ და გავანდოთ თქვენი „პერსონალური ინფორმაცია“ ამ „კონფიდენციალობის შეთანხმებისა“ და თქვენი „წარმომადგენლობითი ხელშეკრულების“ შესაბამისად. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვიპოვოთ, ვისარგებლოდ და გავანდოდ თქვენი „პერსონალური ინფორმაცია“, როგორც აუცილებელი ინფორმაცია ჩვენი ვალდებულებების განსახორციელებლად „წარმომადგენლობითი ხელშეკრულების“ შესაბამისად..


სანამ თქვენ ხართ „ეივონის წარმომადგენელი“ (მათ შორის სავაჭრო ლიდერი), ჩვენ შეგვიძლია გავცეთ თქვენი „პერსონალური ინფორმაცია“:
  • •რეგიონალურ მენეჯერებს, რეგიონის სავაჭრო მენეჯერები ან მსგავს თანამდებობრივ საფეხურზე მყოფი პირები, რომლებიც შეიძლება იყვნენ „ეივონის“ დამოუკიდებელი კონტრაქტორები.
  • •„ეივონის წარმომადგენლებს“, როგორც ჩვენი ვაჭრობის ხელმძღვანელობის პროგრამის ნაწილ;
  • • ახლანდელ და პოტენციურ კლიენტებს, რომლებსაც სურთ „ეივონის წარმომადგენლის“ დახმარება; და
  • • კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, რომლებიც გამოწვეულია საგადასახადო და ანგარიშის წარმოების ვალდებულებით.
ჩვენ შეგვიძლია ასევე კომბინირება გავუწიოთ არა–პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ და ჩვენი მომსახურების გამწევი მესამე პირები მოვიპოვებთ ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენი „ვებ–გვერდით“ სარგებლობის შესახებ (ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის შესაბამისად) თქვენი უნიკალური წარმომადგენლობითი ანგარიშის ნომრით. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ კომბინირებული ინფორმაცია ისეთი მიზნებისთვის, როგორიც არის „ეივონის წარმომადგენლების“ მიერ „ვებ–გვერდით“ სარგებლობის ანალიზისათვის, იმისათვის, რომ შეფასდეს და გაუმჯობესდეს ჩვენი ბიზნეს მოდელი, და სხვა სხვა შიდა ანალიტიკური მიზნებისთვის.
Print this page