 ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ და ვაანალიზებთ შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსების შრომის ანაზღაურების პოლიტიკას, რათა ჩვენი თანამშრომლები კონკურენტუნარიანი სამუშაო პირობებით უზრუნველვყოთ.
ჩვენი მოქმედი ფულადი ანაზღაურების სისტემა შედგება რამდენიმე ელემენტისგან: • ფულადი ანაზღაურება; • წლიური პრემია; • მიმდინარე პრემიები და ბონუსები წლის მანძილზე მიღწეული შედეგებისთვის.
ჩვენ ასევე ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების სოციალურ დაცვაზე, და მათ პროფესიულ განვითარებაზე, შრომის და დასვენების ღირსეულ პირობებზე, დღეისთვის ეს არის:
• ტრენინგების და პროფესიული სწავლების სისტემა; • ბიბლიოთეკა; • სამედიცინო დაზღვევა; • მატერიალური დახმარება განსაკუთრებული შემთხვევების დროს; • ყოველდღიური კვების ანაზღაურება; • ჩვენი პროდუქცია საჩუქრად ახალ წელს და ასევე საჩუქარი ბავშვებისთვის; • მაქსიმალური ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე; • კორპორატიული ღონისძიებები, საღამოები, დღესასწაულები
|