1886 | დევიდ მაკკონელიმ დააარსა “კალიფორნიის პარფიუმერული კომპანია” და დანიშნა პირველი დამოუკიდებელი წარმომადგენელი მისის ალბი. “კალიფორნიის პარფიუმერული კომპანიის” პირველი პროდუქტი გახდა პარფიუმერული ნაკრები “Little Dot Perfume ” |
1896 | 2 ნოემბერი, “კალიფორნიის პარფიუმერულმა კომპანია” გამოსცემს თავის პირველ კატალოგს. |
1897 | “კალიფორნიის პარფიუმერული კომპანია” აარსებს ლაბორატორიას საფერნში, ნიუ-იორკის შტატი. |
1906 | იბეჭდება კომპანიის პირველი რეკლამა ჟურნალში GoodHouseKeeping (თარგმანში – “ოჯახური მეურნეობა”) |
1914 | კანადაში ქ. მონრეალში იხსნება კომპანიის პირველი წარმომადგენლობა აშშ-ს ფარგლებს გარეთ. |
1927 | პროდუქციის ასორტიმენტს ემატება კანის მოვლის საშუალებები. |
1939 | “კალიფორნიის პარფიუმერულ კომპანიას” გადაერქმევა და მისი ახალი ოფიციალური სახელი ამიერიდან იქნება “ეივონ ფროდაქთს ინქ.” (Avon Products, Inc) კომპანიამ სახელი მიიღო ინგლისის მდინარის საპატივცემულოდ, რომელზეც განლაგებულია ქალაქი სტრეტფორდი-ეივონზე, ადგილი სადაც დაიბადა დევიდ მაკკონელის საყვარელი დრამატურგი უილიამ შექსპირი. |
1946 | “ეივონ ფროდაქთს, ინქ.”- ხდება კომპანია, რომლის აქციებიც იყიდება ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე |
1954 | იწყება სარეკლამო კამპანია “Ding-Dong Avon Calling ” (თარგმანში –დინ დონ კარებზეა ეივონი), რომელიც გრძელდება 1964 წლამდე. ეს ერთერთი ყველაზე გრძელვადიანი და წარმატებული სარეკლამო კამპანიაა ისტორიაში. “Avon Product Inc.” აფართოებს თავის საერთაშორისო საქმიანობას; იგი თავის ინტერესთა წრეში რთავს ლათინური ამერიკის ქვეყნებს და იწყებს სავაჭრო ოპერაციებს ვენესუელაში. |
1955 | საფუძველი ეყრება ეივონის საქველმოქმედო ფონდს. |
1957 | ეივონს უკვე ჰყავს 100 ათასი დამოუკიდებელი წარმომადგენელი და მისი გაყიდვების მაჩვენებელი არღწევს 100 მილიონ დოლლარს. |
1959 | “Avon Product Inc" შედის ევროპის ბაზარზე და ხსნის ოფისებს გერმანიასა და ინგლისში. |
1961 | ეივონს შემოყავს სერია Skin-So-Soft(სქინ სოუ სოფთი). |
1969 | “Avon Product Inc" შედის აზიის ბაზარზე და ხსნის წარმომადგენლობას იაპონიაში. |
1978 | ეივონს უკვე ჰყავს 1 მილიონი დამოუკიდებელი წარმომადგენელი და მისი გაყიდვების მაჩვენებელი არწევს 2 მილიარდ დოლლარს. |
1986 | კომპანიის გაყიდვები მსოფლიო მასშტაბით აღწევს 3 მილიარდს. 1987 წლის ოქტომბერში გამოდის პირველი სატელევიზიო რეკლამა ესპანურ ენაზე. |
1990 | AVON-ი იწყებს საქმიანობას ჩინეთში. 1998 წელს ქვეყნის კანონმდებლობით იკრძალება პირდაპირი გაყიდვები და კომპანია იღებს გადაწყვეტილებას მოახდინოს პროდუქციის რეალიზაცია საცალო ვაჭრობის მეთოდით. |
1991 | “Avon Product Inc" შედის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე და ხსნის ოფისებს ჩეხეთსა და რუსეთში. |
1992 | AVON-ი არის პირველი კოსმეტიკური კომპანია, რომელიც იწყებს ხილის ექსტრაქტების გამოყენებას კანის მოვლის საშუალებებში. (Anew Perfecting Complex for Face) AVON დიდი ბრიტანეთი გამოდის ინიციატივით საქველმოქმედო სახსრების შესაგროვებლად და სარძევე ჯირკვლის სიმსივნის პრობლემის ცნობადობის ასამაღლებლად. |
1993 | AVON-ი იწყებს პროგრამას “ერთად სარძევე ჯირკვლის სიმსივნის წინააღმდეგ” , იგი მიმართულია პრობლემის ცნობადობის გასაზრდელად და ასევე აგროვებს სახსრებს სპეციალური პროდუქციის “ვარდისფერი თასმა” რეალიზაციის გზით. |
1996 | AVON-ი ხდება ოფიციალური სპონსორი საერთაშორისო ოლიმპიური თამაშებისა, რომელიც ტარდება ქ. ატლანტაში, ჯორჯიის შტატი. ეივონი შედის აფრიკის ბაზარზე და ხსნის ოფისს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. |
1998 | სამხრეთ კალიფორნიაში ტარდება პირველი საყოველთაო მსვლელობა საქველმოქმედო სახსრების შესაგროვებლად - “ერთად სარძევე ჯირკვლის სიმსივნის წინააღმდეგ” პროგრამის ფარგლებში. |
1999 | ანდრეა ჯანგი ხდება “ეივონ ფროდაქთს ინქ.”-ის პირველი ქალი პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. AVON-ი იწყებს პირველ გლობალურ სარეკლამო კამპანიას “ვისაუბროთ!” |
2000 | AVON-ის პირველი მსოფლიო ელჩები გახდნენ ცნობილი ჩოგბურთელი დები, ვენუს და სერენა უილიამსები. |
2001 | კომპანია ნერგავს პროგრამას “AVONWellness”. |
2003 | AVON-ს შემოჰყავს ახალი საფირმო მარკა “MARK”- ბრენდი გოგონებისათვის და წარადგენს პროგრამას ”AVON Wellness. |
2004 | ფონდი AVON-ი იწყებს ახალ პროგრამას ოჯახური ძალადობზე სახელწოდებით “ხმა ავიმაღლოთ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ” , რომლის გლობალური ელჩია სელმა ჰაიეკი. |
2005 | 2005 – ფონდი აღნიშნავს თავის 50 წლის იუბილეს, მსოფლიო მასშტაბით შეგროვილი სახსრები აღწევს 450 მილიონ დოლარს. პირველი არომატიც ტრილოგიიდან “ Today, Tomorrow, Always” იღებს ჯილდოს FiFi. |
2006 | AVON-ი აღნიშნავს თავის 120 წლის იუბილეს, როგორც კომპანია, რომელიც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე სთავაზობს ქალებს ფინანსურ დამოუკიდებლობას. ჩინეთის ხელისუფლება AVON-ისთვის გასცემს ლიცენზიას სავაჭრო საქმიანობაზე და უფლებას აძლევს მას ისევ გამოიყენოს პირდაპირი გაყიდვების მეთოდი. |
2007 | AVON-ი იწყებს თავის პირველ გლობალურ ინტეგრირებულ მარკეტინგულ კამპანიას Hello Tomorrow (შეეგებე ხვალინდელ დღეს) და გაეროს ოფისში ნიუ-იორკში ატარებს მსოფლიო სამიტს თემაზე – უკეთესი მომავალი. რიზ ვიზერსპუნი ხდება ეივონის მსოფლიო ელჩი, ხოლო თანხა, რომელიც შეგროვდა სარძევე ჯირკვლის სიმსივნესთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდში, აღემატება 550 მილიონ დოლლარს. |
2008 | ეივონი ატარებს მეორე მსოფლიო სამიტს გაეროს ოფისში- უკეთესი მომავლისათვის, სადაც იღებს ვალდებულებას გადარიცხოს გაეროს ფონდში 1 მილიონი დოლარი ქალთა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის სპონსორობისათვის. მთელი წლის განმავლობაში ეივონი თანამშრომლობს მთელ რიგ ცნობილ ადამიანებთან. კომპანიის ოფიციალური მრჩეველი ფინანსურ საკითხებში ხდება სიუზ ორმანი ფინანსური ექსპერტი. ასევე ფორმდება ხელშეკრულება მსახიობთან პატრიკ დემფსი, რომელიც წარადგენს ახალ არმომატს AVON-ისგან “Unscripted”. კომპანიის გაყიდვები აღემატება მის ისტორიულ მაჩვენებელს და შეადგენს 10 მილიარდ დოლარს. |