| "ჩვენ გვხვდა წილად პრივილეგია, რომ შევიყვანოთ კომპნია AVON-ი 21-ე საუკუნეში. ეს კომპანიის ისტორიაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, რადგანაც ჩვენი დაუღალავი შრომა და ჩვენი რწმენა დაგვეხმარება შევქმნათ უკეთესი ცხოვრება და გამოვავლინოთ ახალი შესაძლებლობები ქალების შემდეგი თაობებისათვის. თუმცა ამ შესაძლებლობასთან ერთად გვეკისრება სერიოზული პასუხისმგებლობაც. საბედნიეროდ, ჩვენ გაგვაჩნია ის, რითიც ვხელმძღვანელობთ- ხედვა, მისია, ფასეულობები და პრინციპები, რაც გვახსენებს ჩვენს ისტორიას და გზას გვინათებს მომავლისაკენ." ანდრეა ჯანგი, პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. ჩვენი ხედვა ვიყოთ კომპანია, რომელიც ყველაზე უკეთ აცნობიერებს და აკმაყოფილებს ქალების მოთხოვნილებებს მთელს მსოფლიოში ხარისხიანი პროდუქციის, მაღალი დონის მომსახურებისა და თვითრეალიზების საშუალებით. | ჩვენი მისია მდგომარეობს იმაში, რომ ვიყოთ: | მსოფლიო ლიდერი სილამაზის ინდუსტრიაში. ჩვენ ვქმნით ბრენდების უნიკალურ პორტფოლიოს სილამაზის ინდუსტრიაში, საკუთარი ძალების მაქსიმალური გამოყენებით, რათა ვაჯობოთ ჩვენს კონკურენტებს ხარისხით, ინოვაციებითა და ფასებით. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი იმიჯის გაუმჯობესებას, რათა ქალებისათვის გავხდეთ ყველაზე მიმზიდველი კოსმეტიკური კომპანია მთელს მსოფლიოში. ყველაზე სასურველი სავაჭრო მარკა ქალებისათვის. ჩვენ ვისწრაფით ვიყოთ ლიდერი სილამაზის ინდუსტრიაში, ქალებისათვის პროდუქციის საუკეთესო არჩევანის შეთავაზებით, პერსონალური ხარისხიანი მომსახურებით და ნდობაზე აგებული ურთიერთობებით მთელი ცხოვრების მანძილზე. ლიდერი პირდაპირი გაყიდვების სფეროში. ჩვენ გავაფართოვებთ საზღვრებს პირდაპირი გაყიდვების სფეროში, წარვუდგენთ რა ქალებს შესაძლებლობას, რომ გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებელი, მიიღონ აღიარება და მოახდინონ თვითრეალიზება. ჩვენ ვთავაზობთ მათ მაღალი ხარისხის მომსახურებას და სრულ მხარდაჭერას კომპანიის მხრიდან. საუკეთესო ადგილი სამუშაოდ. ჩვენ სახელს გავითქვამთ ჩვენი ეფექტური ლიდერთა მოდელის მეშვეობით, რომელიც განასახიერებს უმაღლესი სტანდარტებისკენ სწრაფვას და ჩვენს პატივისცემას მრავალფეროვნებისადმი. ჩვენ ვისწრაფით შევქმნათ გამორჩეული პირობები პროფესიონალური ზრდისათვის , რათა ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.. ყველაზე დიდი ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ჩვენ ვისწრაფით ვიყოთ მსოფლიო ლიდერი სოციალურ-საქველმოქმედო საქმიანობაში, რათა მიზანმიმართულად ვიზრუნოთ ქალთა ჯანმრთელობასა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე. ჩვენს ძალისხმევას მივმართავთ სარძევე ჯირკვლის სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, ასევე ოჯახური ძალადობის აღსაკვეთად და რა თქმა უნდა აღვუთქვამთ ქალებს სრულყოფილ მხარდაჭერას, რათა მათ მიაღწიონ ფინანსურ დამოუკიდებლობას და მოახდინონ თვითრეალიზება. კომპანია, რომელიც იწვევს აღფრთოვანებას. ჩვენ მოვუტანთ მაღალ დივიდენდებს ჩვენს აქციონერებს, დაუღალავად მივყვებით რა კომპანიის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს და შესაბამისად მუდმივად ვზრდით მის მომგებიანობას. ჩვენ დავრჩებით სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიად უმაღლესი ეთიკური სტანდარტებით, რომელთანაც ახდენენ სწორებას, როგორც მსოფლიო წარმატების მოდელთან. | |
|
|