საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
История AVON
AVON - Компания для женщин
კომპანია AVON-ის წარმატების ისტორია-ეს არის თითოეული ქალის წარმატების ისტორია, რომელმაც გაათვითცნობიერა პასუხისმგებლობა მთელი მსოფლიოს წინაშე და დარწმუნდა იმაში, რომ მას ძალუძს შეცვალოს იგი უკეთესობისაკენ.
Отец-основатель компании AVON – Дэвид Макконнелл

კომპანია AVON – ის დამფუძნებელი

დევიდ მაკკონელი

კომპანია AVON-მა დიდი გზა განვლო მას შემდეგ, რაც მისმა დამფუძნებელმა დევიდ მაკკონელიმ 1886 წელში, გამოუშვა გაყიდვაში პირველი პროდუქტი- პარფიუმერული ნაკრები Little Dot Perfume Set. დღესდღეობით AVON არის მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი კომპანია, რომელმაც სახელი გაითქვა იმით, რომ დანერგა და განავითარა პირდაპირი გაყიდვების სისტემა. ქალბატონებისათვის პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შეთავაზება სავაჭრო აგენტების შუამავლობით გაჩნდა იმ პერიოდში, როდესაც დევიდი მუშაობდა კომივოიაჟორად ჩიკაგოს ერთერთ გამომცემლობაში. თავის კლიენტ ქალბატონებს დევიდი წიგნის შეძენისთვის საჩუქრად აძლევდა სუნამოს პატარა ფლაკონს. ეს პატარა საჩუქარი იმდენად პოპულარული გახდა მის კლიენტებს შორის, რომ დევიდი დაფიქრდა: "სინამდვილეში რას ელიან მისგან ქალბატონები: წიგნს თუ სუნამოს ახალ არომატს?" დევიდ მაკკონელიმ გაცილებით უფრო დიდი პერსპექტივა დაინახა პარფიუმერიაში და წიგნები წარსულად იქცა მის ცხოვრებაში. სწორედ ასე 1886 წელს ჩამოყალიბდა კომპანია California Perfume. .

"კალიფორნიის პარფიუმერული კომპანიის" პირდაპირი გაყიდვების უნიკალური სტრუქტურის შექმნის საავტორო უფლება ეკუთვნის კომპანიის პირველ თანამშრომელს, მისის პერსის ფოსტერ იმს ალბის. სწორედ იგი მიხვდა, რომ ქალები მშვენივრად გაუმკლავდებიან სავაჭრო აგენტების როლს მეგობრების, მეზობლებისა თუ ნათესავებისათვის პერფიუმერიის შეთავაზების გზით. ქალბატონებმა ხომ ყველაზე უკეთ იციან ერთმანეთის მოთხოვნილებები და სურვილები. ეს იყო ურთიერთობის, შემოსავლის მიღების და თვითრეალიზების შესაძლებლობა, რომელსაც სთავაზობდა კომპანია ქალებს და შესაბამისად ეს იყო ჭეშმარიტად რევოლუციური გადაწყვეტილება, რადგანაც მე-19 საუკუნეში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ ჰქონდათ. ეს იყო ფანტასტიური იდეა, რომელიც საშუალებას აძლევდა დასაქმებულ ქალს, წარმატებით შეეთავსებინა სამსახური და ოჯახური ვალდებულებები. ნებისმიერ ქალს შეეძლო გამხდარიყო "კალიფორნიის პარფიუმერული კომპანიის" სავაჭრო აგენტი. ერთადერთი სამუშაო პირობა იყო ის, რომ მათ უნდა შეეთავაზებინათ პროდუქცია მხოლოდ იმ რაიონებში, სადაც მას იცნობდნენ. ასეთი გზით ქალბატონები იხვეჭდნენ ნდობას ადგილობრივ კლიენტებს შორის.
12345