მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან თანამშრომლობა, რომელიც AVON-მა წამოიწყო გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, კომპანიის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი გახდა. ამგვარად AVON-ის არომატების კოლექციაში მოხვდა ცნობილი ადამიანების სახელობითი სუნამოები, როგორიცაა: uninhibited მომღერალისგან შერი და Deneuve ფრანგი კინოდივისგან კატრინ დენევი. დღეს ეივონი თანამშრომლობს წამყვან პარფიუმერულ სახლებთან Quest International, Firmenich, IFF. აქტიურად ხდება ალიანსების შექმნა და მხარდაჭერა ვარსკვლავებთან და დიზაინერებთან. მათ რიცხვშია: სელმა ჰაიეკი, რიზ ვიზერსპუნი, კორტნი კოქსი, პატრიკ დემფსი, კრისტიან ლაკრუა, მოდის სახლი "Ungaro"...
რა არის AVON-ი დღეს? ეს არის 6 მილიონ წარმომადგენელზე მეტი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიის ფართო ასორტიმენტში წარმოდგენილია ყველაზე მრავალფეროვანი პროდუქტები - დაწყებული კოსმეტიკით დამთავრებული აქსესუარებით და სამკაულებით, რომელთა დასახელებაც აღემატება 1000-ს!!!