საქართველო
    |         |     წარმომადგენელი
Миссия и ценности AVON
ჩვენი ფასეულობები
ჩვენი ძირეული ხუთი ფასეულობა: ნდობა, პატივისცემა, რწმენა, რეალური თვითშეფასება და პატიოსნება. ამ ფასეულობებმა გაუძლო დროის გამოცდას და წარმოადგენს კომპანია AVON-ის მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს.
კომპანია AVON-ის ხუთი ფასეულობა:
ნდობა, ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ ღია ურთიერთობის გარემოში, სადაც ადამიანები მზად არიან წავიდნენ გამართლებულ რისკზე და თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი. თუ თქვენ ანდობთ ადამიანებს გარკვეული ამოცანების შესრულებას და თუ ისინი თავის მხრივ ათვითცნობიერებენ ძირეულ პრინციპებსა და ფილოსოფიას, - ისინი იმედებს არ გაგიცრუებენ.
პატივისცემა, გვეხმარება დავაფასოთ აზრთა სხვადასხვაობა, დავაფასოთ ყოველი პიროვნების უნიკალური თვისებები. პატივისცემა ხელს უწყობს თითოეული ადამიანის სრული პოტენციალის გამოვლენას. 
რწმენა,- არის სწორედ ის, რაც აძლევს თანამშრომლებს საშუალებას აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და იმუშაონ სრული შემართებით. თუ თქვენ გაქვთ რწმენა ადამიანში და ნათლად აგებინებთ მას ამას, იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაგიმტკიცოთ, რომ არ სცდებით.
რეალური თვითშეფასება ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ თქვენ ყოველთვის მართალი არ ხართ, რომ ყველაზე კითხვაზე პასუხი არ გაქვთ და აღიარებთ ამას. თქვენ ისეთივე ადამიანი ხართ, როგორიც თქვენს გარშემო მომუშავეები და თქვენ არ გეშინიათ რჩევის ან დახმარების თხოვნა.
პატიოსნება უნდა იყოს კომპანია AVON-ის თითოეული თანამშრომლის განმასხვავებელი თვისება,  ქცევის უმაღლესი სტანდარტების დადგენითა და მათი შესრულებით, ჩვენ ვზრუნავთ არამხოლოდ კომპანიის წარმომადგენლებსა და მომხმარებლებზე, არამედ საკუთარ თავზე და ჩვენს კოლეგებზეც.
 

პრინციპები, რომლითაც ხელმძღვანელობს კომპანია

AVON

ჩამოყალიბებულია მისი დამფუძნებლის მიერ.

ქალებისათვის შემოსავლის მიღების შესაძლებლობის მინიჭება.
მთელი მსოფლიოს ოჯახების უმაღლესი ხარისხის პროდუქციით მომსახურება, უზრუნველყოფილი ხარისხის გარანტიით.
მომხმარებლისთვის უმაღლესი დონის მომსახურების გაწევა, მათი მოთხოვნილებებისა და საჭიროებების უკიდურესად თავაზიანად დაკმაყოფილების გზით.
კომპანიის თანამშრომლებისა და მისი წარმომადგენლების დამსახურებებისა და მიღწევების აღიარება და მათი დაჯილდოვება AVON-ის წარმატებაში პერსონალური წვლილის შეტანისათვის.
წარმატებების სიხარულის სხვებთან გაზიარება.
კორპორატიული სოციალური  ვალდებულებების პირნათლად შესრულება, საზოგადოების კეთილდღეობასა და გარემოზე ზრუნვის გზით.
კომპანია AVON-ში დამკვიდრებული მეგობრული სულისკვეთების ხელშეწყობა და წახალისება..
12